საქართველოს ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

20 თებერვალს ჩვენმა გუნდმა დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორ ამხანაგურ მატჩს ირის ანტმანის გუნდი 25 და 28 თებერვალს გამართავს. მატჩები "მიხეილ მესხი 2"-ზე გაიმართება. ორივე შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "სეზონი ჯერ არ განახლებულა, შესაბამისად, გოგონები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან. თუმცა, ინდივიდუალურად და კლუბებთან ერთად ემზადებოდნენ, რაც კარგია ჩვენთვის.

ჩემთვის ყველა მატჩი
მნიშვნელოვანია გამოცდილების მისაღებად. არ მაქვს მოლოდინი, რომ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა გააგრძელონ ის, რაც დავიწყეთ და გაუმჯობესდნენ თამაშიდან თამაშამდე.

დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, სავსე არიან ენერგიით. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა შესანიშნავი გარემო და მოტივაცია გვქონდა. სწორედ ასეთი სულისკვეთების ხილვა მსურს მოედანზე, რაც ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს გადაფარავს".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული