"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი

AutoSharing Option
ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს გამოეხმაურა. 

"ახლა მთავარი კითხვაა:
შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არაა, რადგან გუშინდელმა თამაშმა ტკბილ-მწარე შეგრძნება დაგვიტოვა. რომ არა VAR-ის ჩარევა, ვინ იცის, თამაში როგორ გაგრძელდებოდა? თუმცა ისიც სათქმელია, რომ საერთო ჯამში, ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და უფრო მეტი მომენტიც გვქონდა (ორჯერ გავარტყით ძელს), ოღონდ ფეხბურთი ის თამაშია, სადაც ყოველთვის არ იგებს ის, ვინც უკეთ თამაშობს და გუშინ შეიძლება ეს ამბავი მომხდარიყო, რომ არა მსაჯი.

ორჯერ შემოგვიტია სახიფათოდ ლუქსემბურგმა და ორივეჯერ ბეწვზე გადავრჩით; ერთხელ მამარდამ გვიხსნა, მეორეჯერ - VAR-მა, არადა, ჩვენი დაცვის ტრიოს გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა. ეს შეფასებებშიც აისახა (კაშია- 7.2, კვირკველია - 7.2, დვალი - 7.7). ზოგადად, დაცვა შეცდომას რომ არ უშვებდეს, ფეხბურთში გოლი არ გავიდოდა, ამიტომ საერთოდ უშეცდომო თამაშს ვერავის მოსთხოვ. დაცვაში შეცდომა ყველა გუნდისთვის გარდაუვალი ამბავია (ამას წინათ კიდევ ერთხელ ვუყურე "დინამო"- "კარლ ცეისის" 1981 წლის ფინალის მომენტებს და ჩვენს კარში რომ გოლი გადის, მაგ დროს ჩივაძე და ხიზანიშვილი ისეთ ბავშვურ შეცდომებს უშვებენ, დღეს რომ ეს ქნან ჩვენმა მცველებმა, მათი ნაკრებიდან მოკვეთას მოვითხოვდით).

შესაბამისად, გაშვებულ გოლში მარტო დაცვას აღარ ადანაშაულებენ ,ხოლმე: მთელი გუნდი აგებს პასუხს, რადგან თანამედროვე ფეხბურთში მთელი გუნდი უტევს, მთელი გუნდი იცავს თავს. გუშინდელ გოლში ნახევარდაცვას არანაკლები ბრალი აქვს, რადგან მათ ტაქტიკური ჯარიმა არ აიღეს, როცა კონტრშეტევაზე წამოვიდა მეტოქე და ზოგადად, თამაშის იმ მონაკვეთში ბურთი დაუთმეს ლუქსემბურგს, რამაც გამოიწვია ქაოსი ჩვენს კართან. ზოგადად, თუ გინდა, შენს კართან ხიფათი არ შეიქმნას, მეტოქე კარამდე არ უნდა მოუშვა და ეს სწორედ შემტევებმა და ნახევარმცველებმა უნდა უზრუნველყონ. ანუ ბურთი და თამაში შენ უნდა აკონტროლო (რა თქმა უნდა, არსებობს მეორე ნომრად თამაშის ტაქტიკაც, მაგრამ ჩვენ ეს არასდროს გამოგვივიდა).

გუშინდელ თამაშში სწორედ ეს იყო კარგი, რომ საქართველომ სცადა შემტევი ფეხბურთის თამაში და ეს დიდწილად გამოუვიდა. სანიოლი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ესაა ჩვენი გუნდისთვის უფრო ორგანული. ამისთვის საჭირო რესურსიც გვაქვს, ჩვენ თავად რომ არ ვხუჭავდეთ თვალს და ვაიგნორებდეთ კარგ ფეხბურთელებს. სანიოლს მუდმივად შევახსენებთ, როგორ აიგნორებდა ჩკავეტაძეს დიდი ხანი (ზოგი გულშემატკივარიც მხარს უბამდა, მაგან დაცვის დახმარება არ იცისო), ახლა კი ის გუნდის ლიდერია. იგივე სიჯიუტეს იჩენს ის ახლა არაბიძესთან დაკავშირებით, არადა, გუშინდელ თამაშში გამოჩნდა, რომ გვაკლია მასეთი ფეხბურთელი. ავხსნი, რატომ:

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ დიდი სხვაობა იყო შეტევის მარცხენა ფლანგსა და მარჯვენა ფლანგს შორის. ჩვენი შეტევების 90 პროცენტი მარცხნიდან ვითარდებოდა, რადგან მარცხნივ ჩაკვეტაძე და შენგელია დაქროდნენ. (შენგელიამ საბოლოდ დაამტკიცა, რომ ამ პოზიცაზე დღეს ნაკრებში უკონკურენტოა. შეფასებაც ზივზივაძის შემდეგ ყველაზე მაღალი მიიღო გუნდში - 8.1. მერე რა, რომ ზოგიერთივით ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს და საბერძნეთის საშუალო გუნდშია! ცხოვრება ზოგჯერ უსამართლოა).

აი, მარჯვენა ფლანგზე იგივე ვერ ხდებოდა, რადგან იქ არ გვყავდა ჩაკვესნაირი ტექნიკური ფეხბურთელი. სანიოლმა სიურპრიზი შემოგვთავაზა და ქოჩორაშვილი საყრდენის პოზიციაზე კი არ დააყენა, არამედ - რვიანის, ხოლო საყრდენად კიტეიშვილი მოქმედებდა. კიტე ყველგან კარგია. ქოჩორაშვილიც კარგი ბიჭია, მაგრამ ჩაკვესნაირი ტექნიკა არ აქვს და კაკაბაძეს ისე ვერ რთავდა შეტევებში, როგორც ჩაკვე შენგელიას.

ახლა წარმოიდგინეთ, მის ადგილზე არაბიძე რომ მდგარიყო. ანუ მარცხნიდან შეტევებს ჩაკვე გაამწვავებდა, ხოლო მარჯვნიდან - არაბიძე და ასეთი დისბალანსი ფლანგებს შორის არ იქნებოდა. პლუს, საბერძნეთთან ბურთის დაჭერა გვჭირდება და არაბიძე აქ ჩაკვესთან ერთად დიდ წვლილს შეიტანდა, მაგრამ აწი ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს? ალბათ მაინც არ გამოიძახებს.

ამიტომ იმაზე ვთქვათ, ამ რესურსით რისი შეცვლა შეგვიძლია.

ზოგი ფიქრობს, რომ საბერძნეთთან შემტევები კი არ უნდა დავამატოთ, არამედ ჩამშლელები. მე ამას არ ვეთანხმები დავწერე ზემოთ, რატომაც. ზოგადად, კლასიკური ექვსიანების დრო, ჩემი აზრით, წავიდა. მაგალითად, "ინტერში" ამ პოზიციაზე ჩალჰანოღლუ თამაშობს და ვინ იტყვის, რომ ის ჩამშლელია? ახლა რეჯისტების დროა და კიტესგან კარგი რეჯისტა გამოვა.

ერთადერთი, კანკავაზე მეფიქრება: რისთვის დააბრუნა სანიოლმა წასული კაცი, თუ მის დაყენებას არ აპირებდა? საბერძნეთთან თუ მაინც კლასიკური ექვსიანით თამაშს გადავწყვეტთ და კანკავას დააყენებს, მაშინ კიტე შეიძლება რვიანის პოზიციაზე წასწიოს და მარჯვენა ფლანგი შეტევაში სუსტი აღარ იქნება, მაგრამ მე კიტეს დავტოვებდი ცენტრში და მარჯვნივ, არაბიძის არყოფნაში, წიტაიშვილს დავაყენებდი.

წიტაიშვილი შეტევაშიც კარგია და დაცვაშიც. კარგ ფორმაშიცაა. პლუს, ცაციაა და მარჯვნიდან ცენტრისკენ კარგად შედის და საჯარიმოს გარედან კარგად ურტყამს. კაკაბაძესაც უკეთ ჩართავდა შეტევებში, ვიდრე ამას ქოჩორაშვილი აკეთებდა და მარჯვენა ფლანგი შეტევაში პასიური აღარ იქნებოდა.

მთავარი კი ისაა, რომ საბერძნეთთან ხვიჩა დაგვიბრუნდება და ჩვენი გუნდი შეტევაში უფრო სახიფათო გახდება. თუმცა ხვიჩას დაბრუნება დამატებითი თავსატეხიცაა მწვრთნელისთვის: ან ბუდუ უნდა დასვას სკამზე, ან ჟორჟი. თქვენ ვის დასვამდოთ მის ადგილზე?", - წერს მერაბი.

მკითხველის კომენტარები / 69 /
საქართველოს დამარცხება გარდაუვალია. ვისაც სუსტი გული გაქვთ გირჩევთ საერთოდ არ უყუროთ ამ თამაშს!
gaga
26 მარტი 2024 04:40
16
გამოიღე შე ბოღმიანო...
dachi
27 მარტი 2024 11:47
0
უნდა მოვიგოთ, კი ბატონო ბერძნებს ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ლივერპულში, ვესტ-ჰემში და სხვა ცნობილ გუნდებში თამაშობენ, რაგრამ მათ არ ჰყავთ ამ კლუბების წამყვანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კვარა, მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ბუდუ, დავითაშვილი. სწორედ ამ ფეხბურთელებმა უნდა აიღონ თამაში თავის თავზე. თან წინა თამაშში ჩვენი დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო. თუმც კი სხვაა ლუქსემბურგი და სულ სხვაა საბერძნეთი. მოკლედ 3-2 საქართველოს სასარგებლოდ. ასეთია ჩემი პროგნოზი.
ავთანდილი
23 მარტი 2024 22:55
3
ჩემი აზრით,სანიოლმა უნდა გამოიძახოს ახალგაზრდები 17 და 19 წლამდელებიდან,ბიჭებს სისწრაფეც აქვთ და გამძლეობაც.ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული სწრაფ შეტევებზე.კანკავა,კვირკველია,კვეკვესკირი დააჯინონ სათადარიგოზე!!!
თემო
23 მარტი 2024 21:15
6
,, ოოო რეჯისტი: მაგარი იყო რეჯისტი კი არა ფლავი. ილაპარაკე და წერე ქართულად და ყველაფერი კარგად იქნება.
ნოდარი
23 მარტი 2024 16:03
1
დაცვის მეშინია, კვერკველია ვერ გაქაჩავს!! კაშიაც ისეთი ვეღარაა-. საზონოვი მინ სათადარიგოზე უნდა იჯდეს... კვარას ინდივიდუალიზმის იმედი მაქვს... გადავრჩით ლუქსემბურგთან! საბერძნეთი ათჯერ ძლიერია!
ბათუმი
23 მარტი 2024 14:21
0
ზოგიერთ კომენტარებს ეხება...!ჩემი აზრით უნდა ვისწავლოთ სხვისი აზრის მოსმენა, კრიტიკაც შეურაცხყოფის გარეშე... ცოტა მეეჭვება კიტეს შესაძლებლობებში, თუმცა ალტერნატივასაც ვერ ვხედავ, ზივზივაძემ აშკარად მოუმატა და ამიტომაც არის ნაკრების ძირითადში, ბოლომდე არ მესმის რატომ არ მიეცა შანსი იგივე არაბიძეს და გველესიანს ამხანაგურებში მაინც? ახსნა რაც იყო იმაშიც ვხედავ ლოგიკას, თუმცა მაღალი ინტენსოვობით თამაში ბევრ ქართველს არ შეუძლია, მასე ჩვენი კუმირიც არ არის მზად იგივე პრემიერლიგაში თამაშისთვის, იქაურ ტემპს ვერ გაუძლებს ჯერჯერობით.... ნაკრებში ყველაზე პრობლემური კი დაცვა რჩება, კარლცაისთან იმ მომენტის შეფასებაში კი მერაბი ასპროცენტიანია, თუმცა მაშინდელი დონის დაცვა რომ გვყავდეს, განსაკუთრებით საშა, დაგვხატავდა...
გუსანი
23 მარტი 2024 12:24
1
უკაცრავად, მაგრამ მსჯელობაზე ეტყობა, რომ მეტრეველი ფეხბურთის ცოდნასთან შორსაა; გარდა ამისა, ხშირად ვუყურებ "რეზიუმეს" და ხანდახან მსჯელობს საკითხზე, რომლის არსშიც გარკვეული არაა
გერო
23 მარტი 2024 09:54
8
გერო-ს
კერძოდ?
gpi
23 მარტი 2024 10:59
0
გუშინ წავიკითხე, თურმე ადამიანი რომელიც ისეთ თემებზე გამოთქვამს მუდმუვად აზრს, რომლის საიმშიც კი არაა, მეცნიერულ ენაზე მას "ულტრაკრეპიდარიანიელი" ქვია, რაც ალბათ ჩვენ ენაზე ითარგმნება როგორც მერაბ მეტრეველი.
Jaba
23 მარტი 2024 09:42
6
ერთი გია ხუხაშვილია ყველაფრის ექსპერტი და მეორე მერაბ მეტრეველი საყოლიფრო ვაქვთ დამთავრებული
ადამიანი
23 მარტი 2024 07:22
3
აი,ის ხალხი მაგიჟებს,სულ დამცველის როლში რო გვევლინება და ძალიან პატრიოტობას აწვება,როცა ყველაზე ჩმორი ხალხია. ვაისის დროს,ვიძახდით რო ზიზვივაძე გამოსაძახებელია და არ იძახებდა,დონე არ აქვსო და ხომ გამოჩნდა რო აქვს? კიდევ უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება,თუმცა მეზარება და ყველას კარგად გახსოვთ,როცა ერი ითხოვდა და მწვრთნელები არ უსმენდნენ,მერე გამოდიოდა რო ის ფეხბურთელი,ვისაც ხალხი ითხოვდა იყო საკვანძო და გადამწყევტი. როცა ადამიანი იმსახურებს გამოძახებას,უნდა გამოიძახო და მისცე შანსი. იმ დროს კი არა,როცა უკვე გადამწყვეტი თამაშებია,მაშინ უნდა დაუძახო როცა ამის საშუალება არის. არაბიძეზე ისეთი სიტუაციაა არის რო ეს ბიჭი იჩაგრება და ამიტომ არის ასეთი ამბავი.თუ ვამბობთ,რომ ნაკრები ყველასია,მაშინ ყველას უნდა ქონდეს თამაშის საშუალება და ის არავინ უნდა დაჩაგროს. მარტო არველაძეების ან შენგელიების არის ნაკრები? ვატო არველაძე ყავდათ გამოძახებული ბევრჯერ,თუმცა ისეთი ცუდი ფეხბურთელია რო ვეღარ კადრულობენ. სირცხვილია,ხალხი ევროპაში გაწევრიანება გვინდა და ნაკრებში ჩაწყობაზე არის საუბარი ისევ. ნიჭს უნდა მისცე გზა ფართო და არა გვარიშვილობა,თუმცა ჩმორი და გაყიდული ქართველები სულ იცავენ თავის ბატონებს. ვიღაც გამოხტება ისევ და დაიწყებს ათასი რაღაცის თქმას,თითქოს ბოღმიანი ვარ ა.შ. რა არის ბოღმა და ტყუილი,ჩმორები არ გვყავს ქართველებს თუ ქვეყანას არ ყდიან ყოველდღიურად? რომელია ტყუილი?
იასონას უდარი
23 მარტი 2024 00:24
3
ევროპაში გაწევრიანება გინდა იასონა? რაშია საქმე, გულმა რეიზა გაგიწია? აქანე ვინმემ უდარი ხომ არ გაგიკეთა?!
გურიიდან
23 მარტი 2024 08:51
6
აი ხალხია ეგეთი,შენ სულ სხვა ხარ,მაღლა მდგომი.
ადამიანი
23 მარტი 2024 07:20
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული