ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

5 აპრილს, ირის ანტმანის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვას უმასპინძლებს, 9 აპრილს კი, ბელარუსის ნაკრებს კვიპროსში დაუპირისპირდება.

მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. ირის ანტმანის სიაში 23 ფეხბურთელია.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გოგონები მოტივირებულები არიან და იციან, რა შესაძლებლობა ეძლევათ. ვერ ვიტყვი, რომ წილისყრაში გაგვიმართლა. ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, ვიცით, რომ ლიეტუვის ნაკრები გაძლიერდა, რადგან ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ იგივე მეტოქესთან მეორე
შანსი ხშირად არ გვეძლევა. გვახსოვს, რომ ლიეტუვასთან საკუთარ მოედანზე წავაგეთ. მტკივნეული მარცხი იყო, თუმცა ასევე გვახსოვს სტუმრად მოპოვებული ქულა და კარგი თამაში ჩვენი მხრიდან. ასე რომ, გვსურს გავაგრძელოთ განვითარება, გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი, ვისწავლოთ თითოეულ მატჩში და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში".

გვანცა ქადაგიშვილი (ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში კარგი გარემოა. რთული მეტოქეები გვყავს ჯგუფში. მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგები მივიღოთ. ლიეტუვასთან გასვლაზე ფრე ვითამაშეთ, სახლში სამწუხაროდ დავმარცხდით და ახლა ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ".

ნათია დანელია (ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): "მთელ საქართველოს ვულოცავ იმ წარმატებს და სიხარულს, რასაც ევრო 2024-ზე თამაში ქვია. რაც შეეხება ჩვენ მიზნებს, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან გასვლას ვგეგმავთ. ლიეტუვას კარგად ვიცნობთ, რადგან წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორჯერ მოგვიწია თამაში. ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მაყურებელი გავახაროთ. ლიეტუვასთან მატჩის შემდეგ, შევისწავლით ბელარუსს და მათთანაც გამარჯვებაა ჩვენი მიზანი".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი ხობი), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ტატა მატვეევა (ასია სპორი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები გოგონებო
დათო
00:11 30-03-2024
0
შემადგენლობა სადაა?
tobo
23:15 29-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული