თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედის კვირასთან" ინტერვიუში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელზე ვილი სანიოლზე ისაუბრა. "მილანის" ყოფილ მცველს ვალუტა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ სანიოლის ხელფასი თვეში 20 000-ს შეადგენს.
"რას ვაფასებ ამ ადამიანში ყველაზე მეტად? მისთვის თანხა, ფინანსები მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, პირიქით... რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ. მისი ხელფასი 20 000-ია. დიდი შანსია, ვერ გვენახა ქართველი მწვრთნელი, რომელიც ამ თანხის სანაცვლოდ ნაკრების გაწვრთნას დათანხმდებოდა", - განაცხადა კალაძემ ფრანგ სპეციალისტზე საუბრისას.
შეგახსენებთ, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს სათავეში
2021 წლის თებერვალში ჩაუდგა. ფრანგი სპეციალისტი სხვადასხვა დროს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებს, "ბორდოსა" და მიუნხენის "ბაიერნს" (მწვრთნელის თანაშემწის რანგში) წვრთნიდა.
ყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...
მსყიდველობითი უნარის სტანდარტული დათვლის გათვალისწინებით 2024 წლისთვის ქეცბაიას წლიური ხელფასი უტოლდება 1 762 126 ევროს, ეს თვეში უდრის დაახლოებით 146 843 ევროს.
ანაზღაურებაში არ შედიოდა მგზავრობის, გადაადგილების, სასტუმროში ცხოვრების, სპორტული ამუნიციის ხარჯები. მისი თხოვნით კონტრაქტის პირობებში შეტანილ იქნა, რომ მას არ ჰქონდა საქართველოში ცხოვრების ვალდებულება. ის ვალდებულებას იღებდა, რომ კონტრაქტის მიმდინარეობისას თავის თავზე იღებდა ასისტენტების მოძებნას და შესაბამისი ანაზღაურების გადახდას. რამდენადაც ცნობილია ორი ასისტენტი ჰყავდა, რომლებიც იცვლებოდნენ, რამდენს უხდიდა ხელფასს თითოეულს არაა ცნობილი.
ახლანდელი კონტრაქტით ქეცბაია კვიპროსის ნაკრების გაწვრთნის სანაცვლოდ იღებს 200 000 ევროს წლიურად, ცხოვრობს კვიპროსში, რეგულარულად ესწრება ჩემპიონატის მატჩებს, ყველა თამაშის შემდეგ პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. ხშირად აქვს ასევე გეგმიური პრესკონფერენციები.
სხვა დეტალების მოძიებაც შესაძლებელია მაგრამ მემგონი საკმარისია.
ფიგუ.
თავად უთხრა სანიოლმა გააჟღერეო? თუ მისმა საძმომ ფედერაციიდან სუფრაზე მოუყვა ?
აკეთე რა შენი საქმე. თუ ფეხბურთში გინდოდა ყოფნა რას იქაჩებოდი რაც არიყო შენი საქმე იქეთ.
ზოგი ტყუილებს წერს და ხელოვნურად ამცირებს გაუგებარი მიზეზებით ქეცბაიას ხელფასს, რომელიც რეალურად მისი შვილების ჯიბიდან მიდიოდა.
ქეცბაიას ქონდა 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ხელფასი წელიწადში. ანუ თვეში 210 000 ლარი. ეს 15 წლის უკან ხდებოდა, როცა მყიდველობითი უნარი ვალუტის იყო ხუთჯერ მაღალი ვიდრე დღეს.
თან კონტრაქტში ჩაწერა, რომ საქართველოში ცხოვრების ვალდებულებას არ იღებდა და პირნათლად შეასრულა კონტრაქტის მხოლოდ ეს პირობა. თამაშის დასრულებისთანავე მიფრინავდა მშობლიურ კვიპროსში.
აქვე დავამატებ რომ ამჟამად 200 000 ევროდ მუშაობს კვიპროსის ნაკრებში.
საიტის ადმინისტრაციას ვთხოვ შეწყვიტოს კომენტარების ცენზურა და როგორც თანამედროვე პლატფორმებზეა, მომხმარებლებს მოქვცეს კომენტარის შეფასების საშუალება. თუ კომენტარი იქნება სიძულვილის ენის შემცველი, ჩვენ თვითონ მოვნიშნავთ და გარკვეული ოდენობის შემდეგ დაიფარება.
და რა ქნას ქეცბაიამ? არ ჰყავს მულტიმილიონერი მამა და ქართველი "ესკობარი" სიმამრი,და ამიტომ უნდა დაიჩაგროს?))))