"მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა; მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე... მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა" - გზა ფეხბურთელისა, რომელსაც "ქართველ მესის" ეძახდნენ

AutoSharing Option
ბოლო ხანს ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხში­რად კა­მა­თობს იმა­ზე, უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს თუ არა ვილი სა­ნი­ოლ­მა ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი არა­ბი­ძე ნაკ­რებ­ში.

"ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­ში ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის სურ­ვი­ლია და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ. მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში მზად ვარ, ნაკ­რებს და­ვეხ­მა­რო. და­ნარ­ჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა იწე­რე­ბო­და ზამ­თარ­ში - მე დღეს ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“ ფეხ­ბურ­თე­ლი ვარ და ამ კლუ­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯე­ბი“, - თქვა გი­ორ­გიმ მარ­ტის და­სა­წყის­ში, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მატ­ჩე­ბის წინ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შეკ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე.

თუმ­ცა ის არც ამ­ჯე­რად
გა­მო­ი­ძა­ხეს... გა­დამ­წყვეტ მატ­ჩამ­დე ორი კვი­რით ადრე, სა­ნი­ოლ­მა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ასე ახ­სნა:

"არა­ბი­ძე? მო­თა­მა­შე­ე­ბი შე­ვარ­ჩიე გა­მოც­დი­ლე­ბით და შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბით. სულ არის კა­მა­თი, ვინ უნდა გა­მო­ვი­ძა­ხოთ და ვინ - არა. არა­ბი­ძე გა­ფარ­თო­ე­ბულ სი­ა­ში მო­ი­აზ­რე­ბო­და, რად­გან კარ­გი სე­ზო­ნი ჰქონ­და. მას ახ­ლაც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მაგ­რამ მისი თა­მა­შის ინ­ტენ­სი­ვო­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ ვი­ყა­ვი. ლი­ო­ნელ მესი ერ­თა­დერ­თია, რომელ­საც აქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის გა­რე­შე ითა­მა­შოს. იმე­დია, გი­ორ­გი ამას გა­მო­ას­წო­რებს“.

განაგრძეთ კითხვა

altსტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი

alt"მე არაბიძეს გამოვიძახებდი! ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ..." - ჩხეტიანი სანიოლის გადაწყვეტილებასა და "ტორპედოს" ფეხბურთელზე საუბრობს [VIDEO]

altმთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

მკითხველის კომენტარები / 17 /
მაგიჟებს რა ეს ხალხი კარგით ფეხბურთს არ უყურებთ არ გესმით ეგ ჯანდაბას ….უბრალოდ სიმართლეს რომ არ ამბობებენ ეს მაგიჟებს …ვინმეს ახსოვს ჰაჯი ..ან მიხაილოვიჩი ან სტანკოვიჩი ეს ტიპები თავიანთ კლუბებში და ნაკრებებში ( მათი ასაკის 25დან 35 წლამდის ) მხოლოდ იმიტომ თამაშობდნენ და თან ლიდერები იყვნენ მხოლოდ იმის გამო რომ ჯარიმას ურტყამდნენ როგორც პენალტს და შორიდანაც არაერთხელ გაქონდათ …ვის რათ უნდა ამის ინტენსივობა ( არადა დღევანდელი ნაკრების ფეხბურთელებში 5-ში იქნება და ნიჭით და გაქანებით კი სამეულშიაა უბრალოდ ყველას არ უმართლებს ხოლმე)როდესაც ტიპს შეუძლია შორიდან დაარტყას და გაიტანოს ახა აგერ 2 ბურთი დადო ამის წინ იქ ბერძნებთან კვარამ კედელს რომ მოარტყა ეს 99.99999% გაიტანდა იმ ჯარიმას ….ეგ ერთი საკითხი მეორე კი ის არის ევროპაზე ამდენი ვეტერანებით მივდივართ ( წარსული დამსახურებების გამო ) თუ იმ კრიტერიუმით ვინც უკეთეს ფორმაშია …?!?!მაგარიააა ევროპააა მაგრააამ ტეხავს უსამართლობააა როგორც ამ ბიჭის წინაშე ისე სხვების წინაშეც …ნეტავ ვის ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის ( როგორც მეტრეველმა გადაულოცა გზა გუცაევს ) ეს ბიჭი ან ბიჭები ჩემზე უკეთესია და გუნდს ის ან ისინი უფრო გამოადგებაოოო….ა ხომ დაიწყება ახლა გვაცალეთ ზეიმი ….ამ ზეიმებს და ქეიფებს ბევრი რამ შევწირეთ ასე რომ უკვე საქმის კეთების დროააა….!!!
აუეეე
06 აპრილი 2024 19:18
0
რა მაინტერესებს იცით რავა ვერც ერთი კლუბის მწვრთნელმა ვერ გაუგო? ვერსად ვერ მოიკიდა ფეხი. და მეორე კუთხვა რამდენს გიხდიან ამ არ შემდგარი ტალანტის ლობისტობაში?
ჯონდი
06 აპრილი 2024 10:59
5
რატომ კლუბში მწვრთნელი სხვა დავალებას აძლევს მეტთავისუფლებას აძლევს ნაკრებში რა დავალებას მისცემს ის უნდა შეასრულოს,
ევროპაზე თუ არ წაიყვანეს ასეთ კარგ ფორმაში ცუდი იქმება ძაან დაეხმარება ნაკრება მარჯვენა ფლქნგზე


ემიგრანტი
06 აპრილი 2024 01:33
0
ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ გინდ ხილვას დააბრალეთ გინდაც კარგ სიზმარს ან ბოდვას, არაბიძე წავა ევროპაზე და მას შემდეგ რაც ნაკრები გამოეთიშება ასპარეზობას როცა იქნება მასზე ისეთი ნადირობა გამოცხადდება დედა შვილს არ აიყვანს ხელში. დაიმახსოვრეთ
გოგა
06 აპრილი 2024 01:29
0
მე უფრო მწვრთნელის შეფასებას ვეფუძნები და გიორგის გატანილ გოლებს. ბიჭი დასპეციალიზირდა აუღებელი ბურთების დრტყმაში. ბოლო თამაშში მეორე ბურთი აუღებელი იყო--შორეულ ზედა კუთხეში ძლიერი დარტყმა კლასიკურ ცხრიანში. ეგ რო აიღო რეზინის უნდა იყო ან ერთდროულად აქაც უნდა იყო და იქაც. მეორე ბურთი აურებელს არ მიეკუთვნებოდა მაგრამ როგორც წესი ასეთი ბურთები რთულია მეკარისთვის. დარტყმის მომენტში მეკარე პოზიცია სწორედ იდგა, მაგრამ გიორგიმ ზედ შტანგასთან, შორეიულ დაბალ კუთხეში, ძალიან ძლიერად გაისროლა. მეკარემ მისცა რეაქცია მაგრამ აქაც, კაცია, რეზინა არ არის. გაუგებარი იქნება ასეთი ხარისხის მოთამაშეს ამხანაგურშიც არ მისცენ შანსი, რო სათქმელი ჰქონდეთ შანსი მივეცი და ვერ გამოიყენაო.
გიორგი
05 აპრილი 2024 18:23
3
ძალიან სამწუხაროა რასაც აქ ვხედავ. ძალიან სამწუხაროა, რომ ნაკრები ზოგ-ზოგიერთებს თქვენი საძმაკაცოს გუნდი რომ გგონიათ. ვერც იაზრებთ რას ნიშნავს და რამხელა პასუხისმგებლობაა წარმოადგენდე საკუთარ ქვეყანას, განურჩევლად ყველაფრისა. რომ ვაკვირდები ამ ბიჭის შესახებ უბრალო სტატიასაც ვერ იტანთ, ალერგიას გაძლევთ სახელის და გვარის წაკითხვა. ჩვენც გაგვაგებინეთ რა ხდება? იქნებ გეთანხმებით. ის აბდა უბდა იი საქართველოში რატომ თამაშობს და სხვაგან ვერ გაიტანდა და რაღაც არ გინდათ. დავიწყოთ იმით, რომ რაც მეტი კარგი ფეხბურთელი ითამაშებს ჩვენს ჩემპიონატში, მით უკეთესი ჩვენთვის. ამ ბიჭმა თავის დროზე ნაკრებშიც დაამტკიცა რა შეუძლია. გადახედეთ ძველ თამაშებს. ახლა ფაქტია უკეთეს ფორმაშია. საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა წიტაიშვილი და რა მერე? არ თამაშობს ნაკრებში? მითუმეტეს სტატისტიკას გადახედეთ ვის უკეთესი აქვს. ევროპაში სკამზე ჯდომას საქართველოს ჩემპიონატში რეგულარული თამაში სჯობს. ფორმის აღსადგენად სწორად მოიქცა ჩემი აზრით წიტაიშვილიც არაბიძის მსგავსად რომ აქ დაბრუნდა. ჩაკვეტაძეს რამდენი სეზონი ჩაუვარდა? საერთოდ რომ არ ითამაშია სანამ სლოვანში არ გადავიდა? სლოვანი როგორი გრანდიც არის კი ვნახეთ საქართველოშიც. მაგრამ ძალოან კარგად მოიქცა ფედერაცია რომ გვერდით დაუდგა და ყველანაირად დაეხმარა. ხასიათიო რომ გაიძახით კიდევ. გადახედეთ აბა რამდენი ფეხბურთელია ვინც ხასიათებით არ გამოირჩევა თუნდაც დღეს ბევრ ევროპულ გუნდებში. ეს ბიჭი ამდენი წელი თუ სხვადასხვა მწვრთნელებთან უპრობლემოდ ურთიერთობს, გუნდთანაც, ესეიგი შესაძლებელია მოვუძებნოთ ურთიერთობის ფორმა ხომ? თავისებური ხასიათი ყველას აქვს. მწვრთნელი ზუსტად მაგიტომაა გუნდში.
სიმართლე უნდა ითქვას
05 აპრილი 2024 18:22
2
ამ საიტზე რო შემოდის, წესით ის ხალხი ფეხბურთს უნდა უყურებდეს და ერკვეოდეს. არბიძე ვერ თამაშობს მაღალ ტემპში, ვერც მჭირდო თამაშის დროს, ამიტომაც არ იჩენს დაინტერესებას თუნდაც აზერბაიჯანული კლუბი, თამაშობდა სამტრედიაში და თამაშობს ტორპედოში. ტორპედო საქართველოს ჩემპიონატშიც კი არ არის საუკეთესო გუნდი, მინიმუმ ბათუმს და დინამოს ჩამორჩება. სანიოლი არ იძახებსო რო იძახით, ბლოკავენ და რაღაც სისულელეებს, იმაზე არ გიფიქრიათ რო არცერთი ოდნავ მაღალი დონის ჩემპიონატიდან თუ კლუბიდან შემოთავაზება რო არა აქ? თამაშობდა პორტუგალიაში და ერთი საგოლე მოქმედება არ ქონდა, იმიტო რო ვერ ახერხებს მჭიდრო მეურვეობის და მაღალი ტემპით თამაშის დროს ისე თამაშს როგორც ფოთის კოლხეთთან გამოდის.
თედო
05 აპრილი 2024 16:40
10
არაბიძეს მწვრთნელი სწორედ საპირისპიროს ამბობს. შენ გესმის, და მაგას არა?
გიორგი
05 აპრილი 2024 18:11
6
ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სპეციალისტების და გულშემატკივრების უმეტესობის აზრს ვილიც ითვალისწინებს, მაგრამ არაბიძის გამოძახება და ნაკრების ახალგაზრდა თაობის ინტერესები, ხომ არ ეჯახება ერთმანეთს, ნაკრებში ადგილის დაკარგვის შიშით ან სხვა რაიმე, თუნდაც გუნდში ლიდერობის მიზეზით, რადგან ნაკრებში ბევრ ახალგაზრდას აქვს ამის შინაგანი სურვილი. ლიდერობის თვისება აქვს ასევე არაბასაც, მითუმეტეს, რომ უცნაურად მენიშნა ვილის ერთი ფრაზა: "არა­ბი­ძე? მო­თა­მა­შე­ე­ბი შე­ვარ­ჩიე გა­მოც­დი­ლე­ბით და შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბით..." იქნებ სპორტულ ჟურნალისტებს ნაკრების წევრებისთვისაც დაესვათ კითხვა, თუნდაც ანონიმურად, ნაკრებში არაბიძის თამაშის შესახებ. იმედს ვიტოვებ ევროზე 26 კაციანი შემადგენლობის დამტკიცების შემთხვევაში, არაბას ადგილი ნაკრებში გამოიძებნება.
KQ
05 აპრილი 2024 14:23
7
80 იანი წლების ფეხბურთს თამაშობს და სუსტი მენტალიტეტის მქონეა, პროფესიონალიზმი და დისციპლინა უჭირს. ამიტომაც არის იქ სადაც არის.

მე წარმატებებს ვუსურვებ.
დიდუბელი
05 აპრილი 2024 13:36
12
საწყენად ნუ მიიღებთ, მაგრამ კომენტარების უმეტესობის კითხვისას განცდა მეუფლება, რომ ავტორი ფეხბურთის გაგებაში არაა ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
პირველი - ფეხბურთის დღევანდელ ფედერაციას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის. წინსვლაა ინფრასტრუქტურაში, ბავშვების ფეხბურთში, ნაკრები გავიდა ბოლოს და ბოლოს ევროპაზე და აქაც ფედერაციის წვლილი დიდია. ერთადერთი მინუსი რაც მახსენდება, მაკედონიასთან 2020-ში მაყურებლები არ იყო სტადიონზე, თუმცა ეს მთავრობის გადაწყვეტილება იყო და არა ფედერაციის.
მეორე - სანიოლსაც მადლობის მეტი არაფერი დაუმსახურებია, კაცმა ევროპაზე გაგვიყვანა. არ ქონდა დიდი სამწვრთნელო გამოცდილება, მაგრამ დიდი ფეხბურთელი იყო და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტით. ვაისმა დ ლიგა მოიგო, სანიოლმა კი ც ლიგა და მომდევნო გათამაშებაში ბ ლიგაში ვითამაშებთ - ესეც უკვე მიღწევაა, სერიოზულ გუნდებს გავეჯიბრებით და მსოფლიოს შესარჩევს უფრო მომზადებული შევხვდებით. ნაკრების მოთამაშეებს ეგ ვერ ასწავლის ფეხურთს, თუმცა დისციპლინა, მათ შორის სათამაშო და თავდადებული თამაში ასწავლა. ერთადერთი მისი შეცდომა ესპანეთთან სახლში ოთხი მცველით თამაში იყო, მოულოდნელობის ეფექტი უნდოდა და სამწუხარო გაკვეთილი მიიღო.
მესამე - საკმაოდ გვყავდა დიდი ტალანტები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს: ჭანტურია, ყენია, მჭედლიძე, ანანიძე, არაბიძე, ნინუა, თუნდაც ოქრიაშვილი. მგონი ვკარგავთ პარკაძეს და სიგუას, რომლებსაც ფაქტიურად არ ათამაშებენ. მიზეზების განხილვას არ შევუდგები, განსხვავებული სიტუაციებია, მაგრამ ასეთი რამ ხდება. არაბიძემ ვერ განავითარა თავისი კარიერა, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ათამაშდა. ზღაპრული მარცხენა აქვს, კარგი დარტყმა, მაგრამ სწორია სანიოლი - თანამედროვე ფეხბურთი დიდი ინტენსივობაა. ხვიჩასაც კი არ პატიობენ ამას, ერთადერთი მესის და რონალდოს ქონდათ უფლება, დაცვას არ დახმარებოდნენ.
იქნებ არაბიძეს საბა ლობჟანიძე ჯობია ნაკრებში? შეიძლება ნაკლები ტალანტია, მაგრამ ძალიან მუშაა. გემოვნების საკითხია, თუმცა ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია.
ლამის ორმოცდათხუთმეტი წელია ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ჯერ არ გამიგია, ხალხის მოთხოვნით თბილისის დინამოში ან რომელიმე ნაკრებში აეყვანოთ რომელიმე ფეხურთელი.
კარგით რააა - თუ გიყვართ ფეხბურთი უყურეთ და გულშემატკივრობით სიამოვნება მიიღეთ.
არჩი
05 აპრილი 2024 13:21
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული