პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს ავალებს, საფეხბურთო მატჩებზე დასწრებისთვის გერმანიის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნოს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ბილეთები დაბალი ტარიფით იქნეს შეთავაზებული

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის სამინისტროს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთათვის დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობის დაწყება სთხოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და როგორც აღნიშნა, მნიშვნელოვანია, "ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული".

"როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გამართავს. უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასები გაიზარდა. რიგ შემთხვევაში, რამდენჯერმე გაიზარდა ფასები. მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ
მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილის შეტანაც შეგვიძლია, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ დაბალი ფასებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 17 /
ძლივს მართებულად გამოიყენა ვიღაცამ თავისი თანამდებოებრივი უფლება. ყველანი გერმანიისკენ და შემდეგ უკან სახლში!
გოგი 92
08 აპრილი 2024 12:40
4
საქართველოს ნაკრებს, გერმანიაში ბეეევრი გულეშემატკივრის ყოფნა ორმაგად მეტ მოტივაციას და ძალას მიცემს. შესაბამისად ასეთი სწორი გადაწყვეტილებებით ბევრიც ვიქნებით და დარწმუნებული ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი გვექნება!!! საქართველოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!
Pepelu
08 აპრილი 2024 12:45
2
ვინც წახვალთ, ყველანი დაბრუნდით უკან. თქვენს მაგივრად მე ვერ ვიმუშავებ აქ.
ინტრიგანი
08 აპრილი 2024 14:24
1
შესანიშნავი იქნება,თუკი რაც ითქვა იმის ორგანიზება და განხორციელება მოხერხდება!
კოლხიდელი
08 აპრილი 2024 12:31
4
Ბატონო პრემიერო უკვე მომწონხართ, ასე გააგრძელეთ
გ.შ.
08 აპრილი 2024 13:31
29
ეგრე რა!! ძალიან კარგია მთავრობის გადაწყვეტილებების დროს გულშემატკივრების ინტერესების გათვალისწინება. კარგ საქმეს ტაშიც უნდა დაუკრა და მადლობაც გადაუხადო!!!
ვარსკვლავი
08 აპრილი 2024 12:36
8
გერმანიაში ლუდის დასალევად და ისე სასეირნოდ ხო არ ჩავალთ?! თამაშის ბილეთებზეც მოგვიგვარეთ რამე თორე ის 10 ათასი ბილეთი ვის ეყოფა? ფედერაციას უთხარით დაამატებინოს ან რავიცი რამე ქენით
ლექსო
08 აპრილი 2024 14:21
2
ყოჩაღ ერეკლე აქედანვე არჩევნებზე რომ ფიქრობ იქნებ ბილეთებზეც თქვა რამე ჰა
ყოჩაღ
08 აპრილი 2024 17:00
12
არა რუსულ კანონს
Buxra
08 აპრილი 2024 19:07
21
ცოტა ადეკვატური კომენტარი ვერა???
რა შუაშია რუსეთის კანონი???
არ დაიღალე აგიტატორობით???
Buxra-ს
09 აპრილი 2024 01:48
0
ვაი შენს პატრონს! ტუ გყავს საერთოდ
gia
09 აპრილი 2024 16:51
0
თამაში მარტო დიუსენდორფში და ჰამბურგშია თუ როგორაა თქვენი საქმე, თუ ვიზზიარს ვერ უბედავთ დორტმუნდის მიმართულებით დოტაციური ჩარტერების მონიშვნას, ბილეთების ფასი 4-ჯერ რომ გაზარდა ამ კომპანიამ ივნისში, არაფერი ხომ,? არადა ყველაზე პრინციპული თამაში ჩვენებს სწორედაც დორტმუნდში აქვს თურქეთთან. ისე ამ დოტაციური ბილეთებით ისევ მათთან დაახლოვებული ე.წ. ბომონდა და ცნობადები ისარგებლებენ, ამ ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე.
tENGO
08 აპრილი 2024 15:18
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული