"როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო" - რა განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

"ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი. ის, რაც შევძელით მთლიანად ნაკრებმა და რა სიხარულიც მოვუტანეთ მთელ ქვეყანას, იყო ძალიან დიდი სიხარული და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში საქართველოს ვიხილავთ გაბრწყინებულს, ბედნიერს, ისეთ ბედნიერს, როგორიც 26 მარტს ვნახეთ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იგივე ჩვენ, ფეხბურთელები, ხალხი, ჩვენი ოჯახის წევრები, ყველა შევეცდებით, რომ საქართველო სწორ მხარეს, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ.

როცა
იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო. მაგალითად, როდესაც პენალტის შესასრულებლად მიდიხარ, როცა მართალი ხარ და იცი, რომ ყოველი დღე იმ მოტივაციით გაატარე, რომ უკეთესად დაგერტყა, უკეთესად გემუშავა შენს თავზე, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ამიტომ ვთვლი, რომ სიმართლესთან ახლოს ვიყავი პენალტის შესრულების მომენტში და ამ სიმართლით მინდა, რომ ვიარო მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ფეხბურთელის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

altქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

altკახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 40 /
ქოჩორ, ეჭვიც არ მეპარება რომ ნამდვილი პატრიოტი ხარ, რაც დაამტკიცე კიდეც შენი ჯიგრული თამაშით, პენალტის გატანით და საერთო გამარჯვებაში შენი წვლილის შეტანით. ერთს გთხოვ მხოლოდ, პოლიტიკურად ნეიტრალური ქომაგის სახელით (ასეთები ვართ უმრავლესობა ანუ ვისაც ქოციც და ნაციც ფეხებზე ჰკიდია) - ფეხბურთს ადამიანებისთვის სიხარული მოაქვს და მათ აერთიანებს, ხოლო პოლიტიკა კი ჰყოფს და აპირისპირებს! სწორედ ამიტომ, სანამ ფეხბურთში ხარ, იმუშავე რომ გახდე შენი თავის საუკეთესო ვერსია და ხალხი კიდევ უფრო შეგიყვარებს, ხოლო ბინძურ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა თუ ტელეწამყვანებს (აქეთაც და იქითაც) ნუ გამოაყენებინებ შენს თავს! წარმატებები როგორც ნაკრებში ისე პირად კარიერაში, უფალი გფარავდეს!!!
სიმართლე
23 აპრილი 2024 18:00
9
შენ ოჯახს კარგად ვცნობ, მამაშენსაც, ბიძაშენსაც, შენ მაშინ ბავშვი იქნებოდი, ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ სანამ აქტიურ სპორტში ხარ პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებ თუ გინდა რომ ხალხის სიყვარული გქონდეს, ყველას გაგვაჩნია ჩვენი აზრი და არავინ გვაიძულებს სხვისი აზრით ვიაროთ, მაგრამ "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და სპორტს მიაწექი, პოლიტიკაში კიდევ ასაკი შეზღუდული არ არის.
მამუკა
23 აპრილი 2024 17:44
17
ამას მგონი არა მარტო აუვარდა თავში მგონი ამოხეთქა კიდეც …არ წაიღო ტვინი უკვე თავისი პენალტიიით …მადლობაააა ბატონო მადლობააა !!!! იმისთვის რომ შენი საქმე გააკეთე და თანაც კარგაად კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გულწრფელი მადლობა ღმერთია მოწმე!!!!მაგრააამ კიდევ ერთხელ ეს იყო შენი საქმე ისეთივე როგორც ექიმის, მეხანძრის,მფრინავის, რკინიგზელის,მეშახტეს, კასირის მიმტანის ,ბარმენის დამლაგებლის და რა ვი სხვა უამრავი პროფესიის ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ თავიანთ საქმეს პატიოსნად და 99% პროფესიონალურად …მაგრამ რატომღაც ყოველდღე და დღეში ასჯერ არ ისმის მათი მოთხრობები თუ როგორ მიაღწიეს ამა თუ იმ შედეგს …აი შენ კი უკვე დაემსგავსე იმ ტიპს იგავ-არაკიდან ( ორმოდან ამოყვანაზე)…ასე რომ შეირგე შე დალოცვილო და შეგვარგე რა ჩვენაც ….!!! პ.ს. ა ხოომ ალბათ იმის შიში გაქვს რომ მამაშენის გამო ნაკრებში მეტს არ დაგიძახებენ …ტყუილად ეგ მამაშენის საძმაკაცო ყოფდა ხალხს ეგრე ნაცისტ-მიხუისტებად და ხალხის მტრებად …შენ უბრალოდ მიხედე ფეხბურთს უფრო მეტი ყურადღებით ( დროც არ დაგრჩება ამდენი უაზრო გამოთქმებისთვის და ჩვენზე წამოძახების) ივარჯიშე და რა იცი რა ხდება ეგებ ევროპის ნახევარფინალშიც გადამწყვეტი აღმოჩნდეს შენი დარტყმული პენალტი ….წარმატებეეებიი!!!!!
მდააა
23 აპრილი 2024 13:40
17
++++++++++++ ასეთი მართალი და სწორი კომენტარი აქ არ მინახავს საერთოდ !
zura222
23 აპრილი 2024 14:58
8
რა მართალი რის მართალი პატარა ბიჭი?
თუ იცი რაც ნაცებმა აკეთეს და მაინც ეგენი მოგწონს რა სიმართლეზე ლაპარაკობ.
ასე პატარა ბიჭი და ასე არასწორი?
მადლობა პენალისთვის და წერტილი!!!
Lobotka
23 აპრილი 2024 17:46
22
აუუ ეს უკვე ამოვიდა ყელში რაა @@ ვინ გართმევს ქართველობას შე მართლა ტლუ ? ქართველობას ზუსტად ის შენი (თუ მამაშენის) ძმაკაც-დაქალი ნაცები და ლიბერალები გართმევენ ცოტა გაახილე თვალები ვინ უჭერს მხარს ერთსქესიანთა "ქორწინებას" ლგბტ ავადმყოფებს გადახედე და თქვი--ეს მაგათი მხარდაჭერა ქართველობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაა ???
zura222
23 აპრილი 2024 14:56
17
გიყურებთ ეს დღეებია ახალგაზრდებო და ახალგაზრდებს ამოფარებულო ძველგაზრდებო და ძალიან სამწუხაროა, რომ უმეტესობას წარმოდგენა არ გაქვთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე, კანონის წაკითხვას ვინ ჩივის.
ზუსტად ეს არის მავნებლობა, ახალგაზრდების უკან რომ მოიყარეთ თავები და შეცდომებს აშვებინებთ, თორემ დარწმუნებული ვარ 80% მანდ მდგომ ახალგაზრდებს ნამდვილად უყვართ თავისი ქვეყანა და ჰგონიათ, რომ ართმევენ სამშობლოს. თქვენ უმრავლესობამ, ვერ ივარგეთ ვერც ადამიანებად და ვერც პოლიტიკოსებად და მაგ ახალგაზრდებს/ბავშვებს მაინც შეეშვით და აცადეთ ცხოვრება.
სამშობლო ნივთი არაა, რომ წაიღონ და გამოკეტონ სადმე, სულ აქ იქნება სამშობლოც და ეგ პარლამენტიც. ერთად ვაპროტესტოთ თუ ეს კანონი არ იმუშავებს ისე, როგორც წერია და როგორსაც გვთავაზობენ. საბოლოოდ თუ ამ ერთმა კანონმა წაგვართვა სამშობლო, ესეიგი არც აქამდე არ გვქონია და გული ძალიან ნუ დაგწყდებათ.
ბავშობაში რამე, რომ არ ვიცოდით ან გვეშლებოდა, კითხვას ვსვავდით ან კითხვის დაუსმელად ვიღებდით პასუხებს, რა იყო სწორი და რა არასწორი. თქვენ, არც კითხვის დასმა არ გინდათ, არც კანონის წაკითხვა გაინტერესებთ, ესე არ გამოვა არაფერი მარტო ცეკვა – თამაშით და რეივით.
ამ ახალგაზრდა გოგო/ბიჭებმა დარწმუნებული ვარ არ იციან რა ხდებოდა ამ ქვეყანაში გუშინ და გუშინწინ და ალბათ არც თქვენ არ მოუყვებით რა უქნა “ევროპულმა და დემოკრატიულმა” მიშას ხელისუფლებამ გირგვლიანს, რობაქიძეს, ვაზაგაშვილს, ხარძიანს და ბევრ ქართულ ოჯახს. თქვენთვის ეს უბრალოდ სევდიანი ისტორიებია და ჩვენთვის კიდევ მთელი განვლილი ცხოვრება, მაგრამ მიუხედავად ამისა არასდროს დავაყენებთ ქვეყნის ინტერესებზე წინ ჩვენ პირად ტრაგედიებს და თუ ქვეყანას დასჭირდება დავდგებით იქ, სადაც საჭირო იქნება, მაგრამ ტყუილა გგონიათ, რომ ისტორიის ნათელ მხარეს დგახართ, ცდებით. როგორ შეიძლება ნათელ მხარეს იდგეთ, როცა აპროტესტებთ საკითხს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ოპოზიციასთან, რომელმაც წლების წინ გენოციდი მოუწყო ქართველ ერს!
ტყუილად არ ვახსენე ეს გვარები და გაუბედურებული ოჯახები, ზუსტად ისინი გელაპარაკებიან დემოკრატიაზე, ნათელ მომავალზე და საქართველოს ხვალინდელ დღეზე. ზუსტად ამიტომ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ერთხელ როგორ ვერ დავემთხვიეთ რამის პროტესტში? რა მალე გვავიწყდება ყველაფერი?
ამ ქვეყნის ისტორია არც ამ კანონით იწყება და არც ამით მთავრდება ახალგაზრდებო და საერთოდ, ასე მარტივად არ მთავრდება ეს ქვეყანა, როგორც თქვენ გიყვებიან და სანამ დროა ჩამოშორდით მაგ ბინძურ ხალხს და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება
ლექსო
23 აპრილი 2024 13:26
10
შეგნებულად არ ვაკეთებდი ფეხბურთელების თუ სპორტსმენების გამოთქმულ მოსაზრებაზე ამ კანონთან დაკავშირებით! რაც გვაერთიანებდა ამ ბოლო დროს იყო სპორტი! ძალიან პოლიტიკანობა დაიწყეს, რაც მე ვთლი ცუდია, ერთი შეკითხვა მაქვს ამ სპორცმენებთან, ევროპაში შარვალ ჩაძრობილი გინდათ შესვლა თუ ღირსებით, როგორც ქართველი!
დავიდუსი
23 აპრილი 2024 15:54
20
აი 4 დისლაიკის შემოქმედ საქონელს შარვალჩაძრობილი შესვლა უნდა @@
zura222
23 აპრილი 2024 16:56
14
და რაში ხარ მართალი ნაცობას რომ აწვები იმაში??????????
სოლომონი
23 აპრილი 2024 14:39
17
წრმატებები ქოჩორა! არასდროს მოერიდო იმის თქმას რასაც ფიქრობ და არავის წინაშე ქედი არ მოიხარო. ვისაც გონია, რომ მხოლოდ თვითონ აქვს აზრის ხმამაღლა გამოთქმის უფლება, ეს ხალხი იმად არ ღირს, ყურადრება მიაქციო. შენ ვინც აქ ბოროტად მოგმართავს, ესენი ან ქოცების ხელფასზე მჯდომი ბოტები არიან ანდა ის საცოდავი გაბოროტებული კატეგორია, ვისთვისაც მთელი სამყარო ნაცებად და ქოცებად იყოფა. ამათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ თუ ქოცები და მათ მიერ შემოთრეული რუსული კანონი და ის ბანანის რესპუბლიკის ოფშორების კანონი არ მოგწონს, ნაცი არ ხარ. მაგათთვის ყველ ნაცია - ევროპარლამენტიც, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც, ლელოც, ხელოვნების ხალხიც, სტუდენტებიც და ზოგადად ყველა - გარდა მედვედევებისა, ლავროვებისა, მარგარიტა სიმონიანებისა და მსგავსი მაგ კანონის მხარდამჭერებისა. წარმატებები შენ, ჩვენს ნაკრებს და ჩვენს საქართველოს!
გულშემატკივარი
23 აპრილი 2024 16:43
30
პენალი გაიტანე ადამიანო და იმაზე ბეევრად მეეტი მადლობა გიხადეთ ვიდრე იმსახურებდი და ჩვენი ე.წ პრეზიდენტი ღირსების მედალსაც კი გკიდებს,არ მინდა ცივი წყალი გადაგასხა მაგრა ზოგადად სუსტი ფეხბურთელი ხარ,კარგი ისაა რომ ბევრს მოძრაობ!! ძალით ნუ იპიარებ თავს,სჯობს საქმეს მიხედო და ხო ხედავ ლევანტეში სულ სკამზე ზიხარ ასე შორს ვერ წავალთ!!! შეეშვი მატრაკვეცობას!!!
იოსებ
23 აპრილი 2024 14:10
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული