"როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო" - რა განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" 26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში, საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

"ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი. ის, რაც შევძელით მთლიანად ნაკრებმა და რა სიხარულიც მოვუტანეთ მთელ ქვეყანას, იყო ძალიან დიდი სიხარული და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში საქართველოს ვიხილავთ გაბრწყინებულს, ბედნიერს, ისეთ ბედნიერს, როგორიც 26 მარტს ვნახეთ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იგივე ჩვენ, ფეხბურთელები, ხალხი, ჩვენი ოჯახის წევრები, ყველა შევეცდებით, რომ საქართველო სწორ მხარეს, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ.

როცა
იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილია, რომ სწორი გზა მონახო. მაგალითად, როდესაც პენალტის შესასრულებლად მიდიხარ, როცა მართალი ხარ და იცი, რომ ყოველი დღე იმ მოტივაციით გაატარე, რომ უკეთესად დაგერტყა, უკეთესად გემუშავა შენს თავზე, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ამიტომ ვთვლი, რომ სიმართლესთან ახლოს ვიყავი პენალტის შესრულების მომენტში და ამ სიმართლით მინდა, რომ ვიარო მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ფეხბურთელის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

altქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

altკახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი დამსახურებაცაა

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 40 /
ქოჩორ, ეჭვიც არ მეპარება რომ ნამდვილი პატრიოტი ხარ, რაც დაამტკიცე კიდეც შენი ჯიგრული თამაშით, პენალტის გატანით და საერთო გამარჯვებაში შენი წვლილის შეტანით. ერთს გთხოვ მხოლოდ, პოლიტიკურად ნეიტრალური ქომაგის სახელით (ასეთები ვართ უმრავლესობა ანუ ვისაც ქოციც და ნაციც ფეხებზე ჰკიდია) - ფეხბურთს ადამიანებისთვის სიხარული მოაქვს და მათ აერთიანებს, ხოლო პოლიტიკა კი ჰყოფს და აპირისპირებს! სწორედ ამიტომ, სანამ ფეხბურთში ხარ, იმუშავე რომ გახდე შენი თავის საუკეთესო ვერსია და ხალხი კიდევ უფრო შეგიყვარებს, ხოლო ბინძურ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა თუ ტელეწამყვანებს (აქეთაც და იქითაც) ნუ გამოაყენებინებ შენს თავს! წარმატებები როგორც ნაკრებში ისე პირად კარიერაში, უფალი გფარავდეს!!!
სიმართლე
18:00 23-04-2024
9
შენ ოჯახს კარგად ვცნობ, მამაშენსაც, ბიძაშენსაც, შენ მაშინ ბავშვი იქნებოდი, ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ სანამ აქტიურ სპორტში ხარ პოლიტიკურ განცხადებებს ნუ გააკეთებ თუ გინდა რომ ხალხის სიყვარული გქონდეს, ყველას გაგვაჩნია ჩვენი აზრი და არავინ გვაიძულებს სხვისი აზრით ვიაროთ, მაგრამ "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და სპორტს მიაწექი, პოლიტიკაში კიდევ ასაკი შეზღუდული არ არის.
მამუკა
17:44 23-04-2024
17

სიახლეები პოპულარული