"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:

"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"

მკითხველის კომენტარები / 152 /
ივანიშვილოვის 5-მანეთიანო კრემლებოტებო!
ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ არის ჩვენი მტერი. რაც გინდათ, ის წერეთ. რუსეთს ვერ შეაყვარებთ ვერავის. რუსებს ერთმანეთი სძულთ. მალე დაიწყება რუსეთში დიდი სამოქალაქო ომი.
რეალობა
02 მაისი 2024 18:49
8
რა დონის ფეზბურთელიც იყავი იმ დონის ნაცკაცი ხარ.
მათე
02 მაისი 2024 18:48
13
რუსული კანონი არ არის პროტესტების ძირითადი მიზეზი. ბინძურას რეპუტაციის გამო არის პროტესტები. მისგან სიკეთეს არ ელის ხალხი!
დამთავრდა ქურდული ოცნების დრო!
რეალობა
02 მაისი 2024 18:44
8
მთელი ტროლები ამ საიტზე მუშაობენ . თქვენც გიყიდათ ბიძომ?
fan1
02 მაისი 2024 18:39
11
ძიუბა გეძებთ შენ და ნაპოლეონს)))))))))))))
alexandre-ს
02 მაისი 2024 18:32
4
არარაობა ისაა ალადაშვილო, ვინც მეცოცხე მელიასა და გვარამიას გვერდით დგას, ანუ შენ!
თუ ის აცაბაცა კაცი არა ხარ, რაც ფეხბურთელი იყავი, ლოზუნგის გარეშე თქვი რა არ მოგწონს და რა მიზეზებით! კონკრეტულად, "რუსულიას" და "ევროპას ისე უნდას" გარეშე! აბა მიდი!
გიორგი თავხელიძე
02 მაისი 2024 18:03
14
კახა ალადაშვილი,უკრაინიდან 2009 წელს,ომის მომდევნო წელს გადაბარგებულა რუსეთში სათამაშოდ ჯერ მახაჩკალის ანჟიში,ჩდილოკავკასიელებმა ლომის წვლილი რომ დაიდეს,ქართველების რბევაში და ახლა,სხვაზე ლაპარაკობს?!იმავე წელს გამოუბუნძულებიათ რუსეთიდან,მაგრამ 2013 წელს,ისევ რუსეთში გადავიდა,თანაც ხაბაროვსკის სკაში,არმის გუნდში.როცა ის იღებდა,ფულს სუნი არ ჰქონდა,არც სისხლის ფერი ექნებოდა იმ ფულს,მაგრამ ისევ სხვებს უკიჟინებს,რუსეთუმეობას და რუსის ფულზე გაყიდვას!ეს მართლაც არარაობა ყოფილა.სამარცხვინო!ან 10 წელი სად გაატარა კალაძესთან?10 წელიწადში,სულ 15 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში და აქედან 4 წელი,უკვე მას შემდეგ,რაც კალაძემ კარიერა დაასრულა.კალაძე,ნაკრებშიც კაცი იყო,კაპიტანი და ავტორიტეტი,ეგ ვინ იყო?იქაც არარაობა და ახლა ცდილობს მაშინდელი არასრულფასოვნობის კომპლექსი,მასზე დიდის დამცირებით შეიმციროს.
კალაძე როგორც პოლიტიკოსი,არც მე მხიბლავს. ადრეც მითქვამს და ვიმეორებ,მაგრამ მისი მიღწევები სპორტში,ბიზნესში და რატომაც არა,პოლიტიკაშიც,ნამდვილად იმსახურებს პატივსცემას.მე მახსოვს ტელეჩართვები,თბილისის იმ საშინელი წყალდიდობის დროს,როცა კახი კალაძე,სხვანაირად რომ ვერ ახერხებდა ადამიანების დახმარებას,თვითონ იდგა ყელამდე წყალში და ფიზიკურად ეხმარებოდა ადამიანებს,გადარჩენაში.იმით,რაც იმ მომენტში შეეძლო,მათთვის.თუ ნაცი ალადაშვილის ფიურერის მოქმედებასაც გავიხსენებთ,ლეღვთახევის წყალდიდობის დროს,მთელი ოჯახი რომ დაახრჩო წყალმა,სააკაშვილს გულშიც არ გაუვლია ტრაგედიის ადგილზე მისვლა.დააჯდა თვითმფრინავს,გაფრინდა ევროპაში,გზად მარშრუტიდან გადაუხვია,დაჯდა იტალიაში,თავის გოგოცუნებს,ახლა პარლამენტიდან რომ ატლიკინებენ ენებს,ძვირფასი საათები უყიდა საჩუქრად,ამ გადახვევის გამო სახელმწიფოს დამატებითი სოლიდური თანხის გადახდაც დააკისრა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა ფრენა,საბოლოო პუნქტისაკენ,სადაც ალბათ სხვა სიამეებსაც გაუსინჯავდა გემოს.როცა ვინმეზე აუგს ამბობ,ისიც ხომ უნდა იფიქრო,მასზე უარესი მე არ აღმოვჩნდეო?,მაგრამ მაგის ჭკუაც არ აღმოაჩნდა,ალადაშვილს და თვითონ აღმოჩნდა,შარაზე სამარცხვინოდ დადებული.თუმცა ნამუსი,მაგათთვის საზიზღარი ხილია,რომელზეც ალერგია კოლექტიური აქვთ.სიცრუე,სიცრუე და კიდევ სიცრუე.ეგ არის მთავარი იარაღი,ამ ახალგაზრდებს,თავისთან რომ იტყუებს და მათი ხელით ცდილობს,საკუთარი მიზნების მიღწევას.მერე რა ,რომელიმე ახალგაზრდა თუ დაშავდება,ან სხვანაირად დაზარალდება.მთავარია,საკუთარ მიზანს მიაღწიონ.
ვისაც ჩემგან მოყვანილი ფაქტებისა არ სჯერა,შეუძლია ინტერნეტში,ვიკიპედიაში მოიკითხოს,ხომ არაფერს ვიტყუები.
საერთოდაც ვიღაცა რაღაცას რომ გიმტკიცებს,სხვა კი საპირისპიროს,უნდა ეცადო,თვითონ შეისწავლო,საკითხი,რომელი ამბობს სიმართლეს და რომელი სიცრუეს.შეიძლება შეცდე კიდეც და არასწორი დასკვნებიც გამოიტანო,მაგრამ ეს იქნება შენი შეცდომა. ისევ ეს სჯობია,ვიდრე ვიღაცისაგან მწარედ მოტყუებული აღმოჩნდე და შენთან ერთად,სხვებიც დაზარალდნენ,ამის გამო.
სოსო
02 მაისი 2024 17:57
10
შენ ხარ სამარცხვინო მოღალატე
Buxra
02 მაისი 2024 21:15
4
ეს კაცი ვინ არის , რადიატორთან რო იჯდა ის ხომ არ არის?
levani
02 მაისი 2024 17:42
7
ჩემთვის ორივე ვირია, ერთი ჭრელი, მეორე დიდყურა. დაძახებაც არ უნდა, შანსი მიეცათ, აცე ვიროოო გაისმა და ისიც აკუნტრუშდაააა.
აი ეს არის სულ...
კ ო მ ბ ლ ე
02 მაისი 2024 17:07
12
საერთოდ რომ არ მახსოვს ეს ფეხბურთელი, კაი მაგი ჩემს მეხსიერებას დავაბრალოთ და არა ამის თამაშშს, მაგრამ ეგეთი ურთიერთობა თუ გქონდათ რომ 10 წელი გვერდიგვერდ თამაშობდით პირდაპირ უნდა დაურეკო და უთხრა შენი სათქმელი, ესე სხვის დასანახად რომ ლანძღავ და გინდა ქულები დაიწერო. რა არი მოგეცა შანსი რომ შური იძიო იმ ბოღმისთვის რასაც შენ ვერ მიაღწიე, როცა 10 წელი ერთად თამაშობდით
დათო
02 მაისი 2024 16:24
19
პარტიაში დაავალეს, ნაცების აქტივისტია
დათო
02 მაისი 2024 17:56
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული