"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:

"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"

მკითხველის კომენტარები / 152 /
ალადაშვილი მაგარი კაცი ხარ, შეიძლება ისეთი დიდი ფეხბურთელი არ იყო როგორც კალაძე, მაგრმ მიმიფურთხებია ყველაფრისთვის და იმ ქართველისთვის ვინც საქართველოს ევროპის გზიდან გადაუხვევს და რუსულ რელსებზე შესვავს. ეხლა კანონს რაც შეეხება, აშშ და ზოგადად დასავლეთიდან ფინანსდება საქართველოში შსს, თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა და კიდევ უამრავი და ასევე ენჯეოები, ამ ენჯეოების თითოეული კაპიკი დეკლარირებულია იმიტომ რო კანოით ევალებათ ყველა ფინანსების დეკლარირება, ანუ ისედაც გამჭვირვალეა. მეორე კონსტიტუციაში გიწერია რო საქართველოს მიზანი არის ნატოში და ევროკავშირში შესვლა, მთელი ევროკავში ამერიკა გეუბნება რომ მაგ კანონს თუ მიიღებ ევროკავშირში ვერ შეხვალო და შენ აქედან მაინც რო იღებ ამ კანონს ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რო იცვლი დასავლეთის ვექტორს და მიდიხარ რუსეთში, და ვისაც რუსეთში გინდათ თქვენ ხართ მონები, სამარცხვინოები და არარაობები, რუსეთმა წაგართვა დამოუკიდებლოაბ, წაგართვა ავტოკეფალია და აპირებდა ენის წართმევას მაგრა არ გამოუვიდა 78 წელს, შესაბამისად იდიოტების გასაგონად თუ ვინმე გართმევდა ენას მამულს და სარწმუნოებას ეს იყო და არის რუსეთიიი.
Buxra
02 მაისი 2024 14:01
37
ბუხრა,ამერიკამ უკრაინას 61 მილიარდის დახმარება გამოუყო და აქედან მხოლოდ 16,7 მილიარდია,უშუალოდ იარაღის ფასი.დანარჩენი, ისევ ამერიკელებს რჩებათ,ორგანიზაციაზე,სწავლებაზე,ტრანსპორტირებაზე...იარაღის ფასიც,მაგალითად ჭურვების,ჯერ კიდევ ზამთარში,სამჯერ იყო იყო გაძვირებული და დღეს ალბათ კიდევ უფრო გაძვირებული იქნება.გამოდის რომ ძველ მარაგებს,ამერიკა თავიდან იშორებს,თანაც ძალიან მომგებიან ფასად და უგზავნის უკრაინელებს,რომლებიც ნახევარი წელი,აშიმშილეს ამ საბრძოლო მასალებზე და უდიდესი დაძაბულობის ფასად რუსებისაგან გათავისუფლებული ტერიტორიები,დიდი მსხვერპლის მიუხედავად,კვლავ დაკარგეს.უკრაინელებს,ღმერთმა მშვიდობა და გამარჯვება მისცეთ,მაგრამ ამ რიცხვებით,იმის ჩვენება მინდა,მათი დახმაებიდან,დაახლოებით რამდენი მიდის,დანიშნულების ადგილას,ესე იგი საქართველოში და ისიც საკითხავია,ის თანხები აქ რაში იხარჯება.ამდენი ფული მომცეს და დავხარჯე,არაფერს ნიშნავს,საგნობრივად უნდა ჩანდეს,ფული კონკრეტულად რას მოხმარდა.ბუღალტრებს,ერთითეთრის ცდომილება რომ გამოუვდეს,ამასაც არავინ შეარჩენს,რადგან ცდომილებაბუნდა გასწორდეს.მილიონები კი,საქართველოში რომ შემოდის,რას ხმარდება,გარკვეულად უნდა ჩანდეს.თუნდაც იმიტომ,რომ მასზე ხელი ვერავინ მოითბოს.თავის დროზე ივანიშვილმა ფეხბურთის ფედერაციას დახმარება შესთავაზა,მხოლოდ ერთი პირობით,მათი კაცი უნდა მჯდარიყო ფედერაციაში და სად იხარჯებოდა ეს ფული,ეკონტროლებინა.150 მილიონზე იყო ლაპარაკი.ფედერაციამ ცივი უარი თქვა,არავის ჩავახედებთო,ჩვენ ფინასების ხარჯვაში.იგივე წინადადება შესთავაზა ივანიშვილმა რაგბის ფედერაციასაც.ისინი დაეთანხმნენ და იმ ფულმა რამხელა ეფექტი იქონია,კი ვხედავთ.აშენდა ბაზები,სტადიონები, სამედიცინო ცენტრები,აკადემიები,შეიქმნა მთელი ინფრასტრუქტურად და რაგბიმ დიდი აღმავლობა განიცადა.ფეხბურთმა კი,პირიქით სტადიონების ნგრევა და ბაზების გაყიდვით რომ შოულობდა ფულს,საშინელი ვარდნა დაიწყო და 2010 წელს რეიტინგში,154 ადგილზე ჩამოვიდა.წავიდა ძველი მთავრობა,ძველი ფედერაცია და ახალმა ფედერაციამ სტადიოების აშენებაც დაიწყო,აკადემიებისაც,მინდვრებისაც,მწვრთნელთა მომზადებაც და საქართველოს ნაკრებმა,ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ცხადად ჩანს რა შედეგი მოაქვს საჯაროობას და რა გასაიდუმლოებას,ვინ ანგრევდა და ვინ აშენებს.არც დღეს არიან სამოთხის ფრინველები მთავრობაში,მაგრამ ყველაფერი შედარებითია.ისიც კარგად ჩანს,რააშინებთ და რატომ ყვირიან ასე ასოები,ისინიც კარგად ხდიან ქონს და თანაც, არც თუ ქვეყნის სასიკეთოდ.ვინც იმ ფულს აგზავნის და ალბათ თვითონაც იღებს ატკატებს,არც ისინი იქნებიან კმაყოფილნი.ეგეც ცხადია.ჰოდა კი მოქუჩდა ხალხი.ვიღაცების პოლიტიკურ ინტერესებზე აღარაფერს ვამბობ,უბრალოდ ეგ კანონი,თუნდაც ფინანსური კუთხით რატომ არის ამდენი ხალხისათვის ასე მიუღებელი,მაგას ვხსნი.რუსული კანონი და რუსეთუმე კი,უბრალოდ იარლიყია,რომელიც არაფერს არ ხსნის და ამტკიცებს.რუსეთიდანაც თავისუფლად შეიძლება და ალბათ შემოდის კიდეც ფული,რომელსაც ზუსტად ისევე იქნება ქვეყნისაგან გასაკონტროლებელი,როგრც ნებისმიერი სხვა ქვეყნისა.მხოლოდ საქართველოს ინტერესია,მაგ ფულის მოძრაობის ცოდნა,სხვას არავის აწყობს,ეგ აბსოლუტურად არც ერთ სხვა ქვეყანას.უფრო სწორად ამ ქვეყნების იმ წარმომადგენლების ინტერესი,რომლებც ხელს ითბობენ ამაზე.ვინც სუფთად იმუშავებს და მოსახლეობას რაიმეთი დაეხმარება,მაგაზე უარს ვინ იტყვის?უცხოეთის გავლენა დადებითიც ეიძლება იყოს და უარყოფითიც.ამერიკა და რუსეთი,დღესაც მრავალ დარგში,ნაყოფიერად თანამშრომლობენ,რადგან იქ საერთო ინტერესები აქვთ და ერთმანეთსაც ეხმარებიან,მაგრამ უკრაინაში,სადაც ინტერესების დაპირისპირება აქვთ,ხომ ხედავ რა ხდება?ეს ყველასთან შეიძლება მოხდეს და ამიტომ უნდა შეგეძლოს ცუდის არიდება და კარგის წაქეზება.ამის ინსტრუმენტი კი,სწორედ ეგ კანონია.შეიძლება ოჯახის წევრმა გიღალატს და შეიძლება სრულიად უცხომ გამოგიწოდოს დახმარების ხელი.შენ ინფორმაცია უნდა გქონდეს,ვინ რას აკეთებს და მტერს მტრულად დახვდე,მოკეთეს კი,მოყვრულად.
სოსო
02 მაისი 2024 18:46
4
ერთი კითხვა მაქვს
ესაა მაგარი კაცი? 2008 წლის ომის შემდეგ რომ რუსეთში წავიფა სათამაშოდ ეგ არაფერი ხო? თუ რაღაი კანონს აპროტესტებს მაგიტომაა მაგარი კაცი
თქვენი ორმაგი სტანდარტები არ გაიშვას :))
Buxras
02 მაისი 2024 14:40
15
ყველა გამოხმაურება
შენ ითამაშე 10 წელი კალაძესთან ერთად? ა! მეც 10 წელი კალაძესთან ერთად ვიყავი სრადიონზე, საქართველოს ნაკრები რომ თამაშობდა.
მეორე, შე მართლა არაკაცო. როცა დემეტრაძეს დასდევდნენ და დაიჭირეს შენი საყვარელი ნაციკუნების მერებიშვილის ჯალათებმა, რა გააკეთე?! ა!!!??? კახამ დაუდგა გვერდში და დაუპირისპირდა მაშინ (როგორც აღმოჩნდა ვცდებოდით) უძლეველ მიხუილ სააკიანს! შენ? შე მშიშარა რუსეთის აგენტო. იმიტომაც გეშინია ამ კანონის მიღება, რომ ყველა გაიგებს, რასაც წარმოადგენ. და თუ ბიჭი ხარ და არ დაიჭერ ამ პოზიციას, ხომ მოგეხაზა რუსული სუკის (ვერ გაიგებ: KGB-ს) მიერ. აუცილებლად მისაღებია ეს კანონი, რომ შენისთანა რუსეთის სუკის აგენტები გამოაშკარავდნენ. აი ამისთვის ვუჭერ მხარს! ამაზე უარესს ბეჭდავთ, გთხოვთ ესეც დაბეჭდეთ!
alexandre
02 მაისი 2024 13:50
44
დემეტრაძე რაზე დაიჭირეს ფეხბურთის ბილეთებს ყიდდა ჩუმათ?თუ ნაყინი უყიდა ფედერაციის პრეზინდეტს,ძუძუს გიჭივით რომ იყო გატრუნული როცა დაიჭირეს შეიძლება ალადაშვილი როგორც ფეხბურთელი არ იყო ვარსვლავი მაგრამ როგორც კაცი შენ კალაძეს ერთ ადგილას ამოისვავს
???
02 მაისი 2024 14:33
9
Trolebo piri ar gaagot
Maxo
02 მაისი 2024 13:42
3
Trolebo piri ar gaagot
Maxo
02 მაისი 2024 13:28
2
Aladahvili martla kacia rogorc arveladze tofuria da sxvebi gansxvavebit kalazis sanikizis kavelahvilisa gaiget troleboooo ras gixdian asets
Maxo
02 მაისი 2024 13:26
19
ალადაშვილი, ვიხსენებ სად თამაშობდა, გამახსენდა სკა ხაბაროვსკი:))რუსეთუმე ყოფილა:))
ლაზი
02 მაისი 2024 12:17
44
გეშლებათ მაგან რეალის მაისურით სამჯერ მოიგო ლიგა.
სსს
02 მაისი 2024 13:40
18
ეს ალადაშვილი არის მელიას ტუტუცი!!:))))))))) კალაძე არის ქართული ფეხბურთის ლეგენდა ალადაშვილი ტუტუცი ხელის ბიჭი!!!!!
Porto
02 მაისი 2024 12:04
51
მილანში და ნაკრებში ათი წელი რაღაც არ მახსოვხარ და სად თამაშობდი კალაძის გვერდზე 10 წელი ? არ გაიშვას შენი ნაკრებში ნათამაშები .
gpi
02 მაისი 2024 11:47
35
ალბათ პატარა ბიჭი ხარ იმიტომ არ გახსოვს ერთი საშუალო ფეხბირთელი იყო საკუთარ კარში ბურთი არ გაუტანია მოედანზე შრომობდა ბოლომდე და რაც შეეხება რუსეთს რუსეთში ბევრს უმუშავია და ფულიც უშოვნია რო მიადექით და ამბობთ 2008 წლის ომზე პროტესტი რატომ არა თქვაო რატომ სხვებზე არ ამბობთ თუნდაც ბიძინაზე ფული სად იშოვა რუსეთში რუსეთი ოკუპანტიაო უთქვია? ბიძოს შვილები სად არიან? ერთი საფრანგეთში მეორე შტატებში მესამე ბრაზილია-კორეაში კალაძის შვილი ნიდერლანდებში აიაქსის სკოლაში,ჩვენი პრემიერყოფილის შვილი ამერიკაში რამდენი ჩამოვთვალო შენ კი ზიხარ კომპიუტერთან და წერ ნახევარი ცხოვრება ევროპაში აქვს გატარებულიო, ხოდა ეს ჭიები რომ იცავთ კალაძეს არ არის სწორი,ეხლა მაქსიმალურად რბილად გწერ ესეთი სისულელეები აღარ დაწერო.
მიროს
02 მაისი 2024 11:44
38
მაგრად დაეშვი მთაწმინდიდან.
ჯონი
02 მაისი 2024 11:30
20
რაო კალაძიჩ გეწყინა მამიკოზე ცუდის თქმა?
T.q
02 მაისი 2024 11:53
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული