საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:
"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.
ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.
რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?
არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.
შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"
რომ გვყავდეს დღეს დავით აღმაშენებელი, ნებისმიერ კანონს მიიღებდა, და პროტესტებზე არც ერთი ადამიანი არ გავიდოდა. იმიტომ რომ არავის არ შეეპარებოდა ეჭვი მის კეთილ მოტივაციაში, განზრახვაში და ჩანაფიქრში.
ამხანაგო ივანიშვილოვ! როგორი რეპუტაციაც დაიმსახურე, ისეთი დამოკიდებულება არის შენს მიმართ. არავინ არ მიგიჩნევს საქართველოს პატრიოტად.
დღეს მას ვინ მოუწყობდა პროტესტს?!!!
ბინძურას რეპუტაციის გამო არის პროტესტები. მისგან კარგს არ ელის არც ერთი ქართველი!
დამთავრდა ბინძურას დრო!