საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:
"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.
ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.
რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?
არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.
შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"
ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ არის ჩვენი მტერი. რაც გინდათ, ის წერეთ. რუსეთს ვერ შეაყვარებთ ვერავის. რუსებს ერთმანეთი სძულთ. მალე დაიწყება რუსეთში დიდი სამოქალაქო ომი.
დამთავრდა ქურდული ოცნების დრო!
თუ ის აცაბაცა კაცი არა ხარ, რაც ფეხბურთელი იყავი, ლოზუნგის გარეშე თქვი რა არ მოგწონს და რა მიზეზებით! კონკრეტულად, "რუსულიას" და "ევროპას ისე უნდას" გარეშე! აბა მიდი!
კალაძე როგორც პოლიტიკოსი,არც მე მხიბლავს. ადრეც მითქვამს და ვიმეორებ,მაგრამ მისი მიღწევები სპორტში,ბიზნესში და რატომაც არა,პოლიტიკაშიც,ნამდვილად იმსახურებს პატივსცემას.მე მახსოვს ტელეჩართვები,თბილისის იმ საშინელი წყალდიდობის დროს,როცა კახი კალაძე,სხვანაირად რომ ვერ ახერხებდა ადამიანების დახმარებას,თვითონ იდგა ყელამდე წყალში და ფიზიკურად ეხმარებოდა ადამიანებს,გადარჩენაში.იმით,რაც იმ მომენტში შეეძლო,მათთვის.თუ ნაცი ალადაშვილის ფიურერის მოქმედებასაც გავიხსენებთ,ლეღვთახევის წყალდიდობის დროს,მთელი ოჯახი რომ დაახრჩო წყალმა,სააკაშვილს გულშიც არ გაუვლია ტრაგედიის ადგილზე მისვლა.დააჯდა თვითმფრინავს,გაფრინდა ევროპაში,გზად მარშრუტიდან გადაუხვია,დაჯდა იტალიაში,თავის გოგოცუნებს,ახლა პარლამენტიდან რომ ატლიკინებენ ენებს,ძვირფასი საათები უყიდა საჩუქრად,ამ გადახვევის გამო სახელმწიფოს დამატებითი სოლიდური თანხის გადახდაც დააკისრა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა ფრენა,საბოლოო პუნქტისაკენ,სადაც ალბათ სხვა სიამეებსაც გაუსინჯავდა გემოს.როცა ვინმეზე აუგს ამბობ,ისიც ხომ უნდა იფიქრო,მასზე უარესი მე არ აღმოვჩნდეო?,მაგრამ მაგის ჭკუაც არ აღმოაჩნდა,ალადაშვილს და თვითონ აღმოჩნდა,შარაზე სამარცხვინოდ დადებული.თუმცა ნამუსი,მაგათთვის საზიზღარი ხილია,რომელზეც ალერგია კოლექტიური აქვთ.სიცრუე,სიცრუე და კიდევ სიცრუე.ეგ არის მთავარი იარაღი,ამ ახალგაზრდებს,თავისთან რომ იტყუებს და მათი ხელით ცდილობს,საკუთარი მიზნების მიღწევას.მერე რა ,რომელიმე ახალგაზრდა თუ დაშავდება,ან სხვანაირად დაზარალდება.მთავარია,საკუთარ მიზანს მიაღწიონ.
ვისაც ჩემგან მოყვანილი ფაქტებისა არ სჯერა,შეუძლია ინტერნეტში,ვიკიპედიაში მოიკითხოს,ხომ არაფერს ვიტყუები.
საერთოდაც ვიღაცა რაღაცას რომ გიმტკიცებს,სხვა კი საპირისპიროს,უნდა ეცადო,თვითონ შეისწავლო,საკითხი,რომელი ამბობს სიმართლეს და რომელი სიცრუეს.შეიძლება შეცდე კიდეც და არასწორი დასკვნებიც გამოიტანო,მაგრამ ეს იქნება შენი შეცდომა. ისევ ეს სჯობია,ვიდრე ვიღაცისაგან მწარედ მოტყუებული აღმოჩნდე და შენთან ერთად,სხვებიც დაზარალდნენ,ამის გამო.
აი ეს არის სულ...