"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:

"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"

მკითხველის კომენტარები / 152 /
თუ პოლიტიკაში ვერ ერკვევი მითუმეტეს გლობალურ პოლიტიკაში და რეალობის შეფასება არ შეგიძლია სჯობია გაჩერდე და საქართველოს წინააღმდეგ ნუ მიდიხარ! თუ ქართველი ხარ კარგად გააცნობიერე რეალობა და მერე სთქვი!
ზურაბი
03 მაისი 2024 14:36
6
ალადაშვილო შენ სანამ კალაძეს ახსენებ მანამ პირი კარგად გამოირეცხე.სად გითამაშია რომ მაგარი გონია თავი?მართლა არარაობა ხარ.
გიო
03 მაისი 2024 10:12
12
აფხაზეთის სამაჩაბლოს ომი რომ გვახსოვს და 2008 ჩასვრილი შეშინებული და გაქცეული ნაც-ელიტა იმიტომ გვინდა მშვიდობა.ტროლი ბებიათქვენია..რას ქვია რუსეთში თამაშობდა და არა უშავს.მაშინ აწყობდა და ფულს იღებდა?!პრ#ჭია ეგ ალადაშვილი.ვაზელინი.
03 მაისი 2024 07:58
6
ალადაშვილი შე პიტალო დიდი ხანია ხაბაროვსკიდან დაბრუნდი და არ უმღერი რუსებს ქართული აქცენტით.2008 წლის მერე წახვედი ხაბაროვსკში სათამაშოდ თუ გეკიდა ქართველების ომი შე მთხლევ.
ია
03 მაისი 2024 05:06
6
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, ალადაშვილი რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ წავიდა სათამაშოდ რუსეთში, ვიღაცეებს ადანაშაულებს პრორუსობაში და ღალატში, ეხლა გაახსენდა რომ რუსეთი ოკუპანტია, აი ეს არის ქართული გამჭირვალობა
ენას ძვალი არ აქვს ( ალადაშვილი)
03 მაისი 2024 01:46
8
აქ ბევრი ტროლი ყავს ეტყობა ქოცებს და კალააას. ჯერ ერთი რა მნიშვნელობა აქვს სად თამაშობდა ალადაშვილი, ან როგორი კარიერა ქონდა რას განიხილავთ ხო მშვიდობა გაქვთ თქვენ. ერთი ფეხბურთის ფედერაციას არ გამოუქვეყნებია არა რუსულ კანონს დანარჩენი რავი თითქმის ყველა ფეხბურთელმა არა რუსულ კანაოს დაწერა. მართლა სერიოზულად მაინტერესებსს რუსეთის მხარეს როგორ იხრებით, ან აფხაზეთის ომი არ გახსოვთ ან 2008 წლლის ომი, უკან ისტორიაში აღარ ჩავალ.
Buxra
02 მაისი 2024 23:30
19
რუსეთისკენ შენნაირები და თქვენი შეფი ნაცები იხრებიან კი არა დიდი ხანია გადახრილები არიან !
zura222
04 მაისი 2024 05:38
3
საერთოდ არ მახსივს ეს ალადაშვილი, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! მართალი კი დაწერა!
პაატა
02 მაისი 2024 19:35
19
ვნების კვირას რომ ახსენებს ეს ალადაშვილო, მაგ დროს რომ მიტინგები და დემონსტრაციები არ უნდა ტარდებოდეს, არ იცის? და არც ეგ კანონი უნდა შემოეტანათ განსახილველად ვნების კვირაში. მაგრამ როგორი მორწმუნეებიც ერთ მხარესაა იზეთივეა მეორე მხარეს. ფერი ფერთანაო რომ იტყვიან. ბავშვებს და ქალებს კი ქუჩის აქციებზე არაფერი ესაქმებათ. ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო ზედგამოჭრილია ზოგიერთზე
ბექა
02 მაისი 2024 19:22
24
ივანიშვილოვის მთავარი მტერი არ არის სააკიანი ან ალადაშვილი. თვითონ ბინძურამ შეაძულა ყველას საკუთარი თავი.
რეალობა
02 მაისი 2024 18:52
8
ეს ალადიკი ვიღა შაშა კოლაა?
ჯეჯე
02 მაისი 2024 18:50
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული