საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:
"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.
ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.
რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?
არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.
შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"
სპორცმენი პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო.
ამის განცხადება უკანასკნელ ნაციონალსაც შეშურდებოდა.
მეც ეგრე მგონია, მაგარ სპექტაკლს დგამენ!
ვფიქრობ დღევანდელი პოლიტიკოსები საერთოდ მოსაშორებლები არიან. ხალხმა უნდა ჩავატაროთ არჩევნები. მოვიძიოთ ჩვენშივე ხალხზე მზრუნველი ადამიანები, პირველ ადგილზე გასულები პოზიცაში გავუშვათ და მეორეზე კი ოპოზიციაში. ესენი კი ყველა ერთად ციხეში! რაც მთავარია, ჩვენი ფული უნდა ამოვიღოთ, რათა ქვეყანამ განვითარება დაიწყოს.