საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:
"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.
ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.
რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?
არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.
შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"
ეგრე არ არის ბატო ნოკალა? მიდი სიონ შენებურად, აჩუ აჩუ კალააა! ბიძინას უქნაა რაა... ცხენი შენგან არ გამოვა ვირი მაინც ხარაა..
თამაში კი არა ეპიზოდიც კი.
ამა დააკომენტარეტ რა გახსოვთ კალაძის ნაკრებში დიდი მატჩი :)
მოღალატე შენ ხარ შენ ის კაციარხარ 2008 ის ომის შემდეგ ორ თვეში რუსეთში ანჟიში რომ წახვედი სათამაშოდ?
ძაღლი ყეფს - ქარავანი მიდის
ძაღლი ყეფს - ქარავანი მიდის
ძაღლი ყეფს - ქარავანი მიდის