კობახიძე: EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი 390 ევრო იქნება - ხელმისაწვდომი იქნება 3 ათასი ბილეთი, რომელთა გაყიდვაც ამ კვირაში დაიწყება

AutoSharing Option
გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ფრენის ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, დაინიშნება ჩარტერული რეისებიც. პრემიერის თქმით, ორი გზის ბილეთის ღირებულება 390 ევრო იქნება და მისი შეძენა 3 ათას გულშემატკივარს შეეძლება.

"18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისთვის მნიშვნელოვანია მგზავრობის გაიაფება და გამარტივება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზომები.

ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა სუბსიდირებით. ასევე ვახდენთ
რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება ეს ფრენები მორგებული. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს. დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო 1000 გულშემატკივრისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთ გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო. შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს საშუალება ექნება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, შეუძლია დაესწროს 1, 2 ან 3 მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომელთაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთების შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩვენი ფული, ჩვენი ფული, არაა მანდ ყქვენი ფული, თქვენი ფუკით აშენებენ საბავშვო ბაღებს :) ბიუჯეტში ჩვენი ფულიცაა და თან უფრო მეტი ვისაც ფეხბურთი გვიყვარს და წასვლა გვინდა და დიახაც ძალიან მაგარია როდესაც ხდება სუბსიდირება და ბიუჯეტში გადახდილი ჩემი გადასახადები რაღაც სახით მე და სხვა ხალხს გვიბრუნდება.
DAVE
20 მაისი 2024 22:28
4
მიდი ჯიგარ რა გედარდება, შენი რა მიდის, ბუჯეტის ფულია რა, ისევ ამ ცხვრების ჯიბიდან ამოიღებ და ეგაა
გიორგი
20 მაისი 2024 22:02
12
ეს უკუღმართი რობინ ჰუდია? ღარიბს ვართმევ მდიდარს ვაძლევო? თუ რა ხდება იქნებ ვინმემ გამაგებინოს. ღარიბი მოსახლეობის გადასახადებიდან რატო უნდა ფინანსდებოდეს ის ხალხი ვისაც ისედაც ჰქონდა ბილეთის ყიდვის საშუალება? თუ არის ისეთი ვინც 150 ევრო მატჩის ბილეთში გადაიხადა და თვითმფრინავის ფული აღარ დარჩა?
გივი
20 მაისი 2024 16:29
7
იაფი მაინც იყოს. 400 ევროდ ისედაც იყო და არის ბილეთები:)
s
20 მაისი 2024 21:07
3
ეს გულშემატკივრებზე კი არა ჯორჯიან აირვეისზე მორგებული სუბსიდირებაა...
რად მინდა 2 გზის ბილეთის 390 ევროდ ყიდვა, როდესაც ახლაც კი კარგად რომ მოიძიო ამაზე უკეთეს ფასად შეიძენ?!
ჩაუჯექით სკაისკანერს, რა 390 ევრო...
Obama
20 მაისი 2024 15:55
7
საინტერესოა სუბსიდირება რამდენი ევროთი მოხდა
გიორგი
21 მაისი 2024 17:21
0
მივესალმები ასეთ "მოსყიდვას"
სამართალი
20 მაისი 2024 14:48
9
,,დასუბსიდირება" -ეს რთულად გამოსათქმელი სიტყვა ქართულად მოიფიქრედ ვინმემ და სიამოვნებით გამოვიყენებ ხოლმე.
ზურა
20 მაისი 2024 14:11
2
"თანამონაწილეობა მყიდველთან ერთად"
QT
20 მაისი 2024 16:12
2
ჩვენი გადასახადებით გულშემატკივრებსთვის თვიმფრინავის ხარჯებს ვაფინანსებთ, ფულიანსაც და უფულოსაც. სხვა დროს ალბათ ვეცდებოდი უფრო დადებითად შემეხედა ამ ამბისათვს, მაგრამ ახლა ამას ვუყურებ როგორც არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვას! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
Irakli
20 მაისი 2024 14:03
9
ქრხნები მუშებს და მიწები გლეხებს", "ძალაუფლება მშრომელებს - ექპროპრიაცია ექპპლოატატორებს - "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით" - "ძირს მეფე მაღლა მუშა - უსათუოდ იქნება"
"ციციკორე"-ს
20 მაისი 2024 12:45
8
თამაშზე დასასწრები ბილეთი თუ იყიდე და ღამის გასათევი ფულიც გაქვს, პლიუს სხვა ხარჯების გასაწევი თანხა, ბიუჯეტმა რატომ უნდა დაგისუფსიდიროს ავია ბილეთის ღირებულება? თუ შეძლებული არ ხარ, ვერც ევროს ბილეთზე გაიწევ. ვერ მისცემ თავს მაგის ფუფუნებას.გამოდის, ღარიბმა მდიდარი უნდა დაასუფსიდიროს?!
ციციკორე
20 მაისი 2024 12:17
8
შენ მიდიხარ მაინც და მე საერთოდ ვერ მივდივარ!!
buba
20 მაისი 2024 16:13
2
თამაშზე დასასწრები ბილეთი 30 ევრო ღირდა, ერთ თამაშზე მივდივარ და 3 დღე ცხოვრება და კვება 200 ევრო მიჯდება. აირზენამ ფრენას იცი რა ფასი დაადო? 5000 ლარი !!! და ასე დამიჯდება 1100 ლარი. ანუ ჯამში 1800 ლარი მინდა, რომ ჩვენები ვიხილო ევროპის ჩემიონატზე!!! ისეთი მოვლენაა, რომ კაი ხანი ვაგროვე ამისთვის ფული და ზუსტად ჩემისთანა ხალხისთვისაა (არამდიდარი) ეს ფასი. კიდე უფრო მეტად რომ დაესუფსიდირებინათ და უფრო იაფი ყოფილიყო კიდე მივესალმებოდი.
QT
20 მაისი 2024 13:53
10
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღ, ოცნება! ძალიანაც კარგი! ჩემი ოჯახიდან ორი მივდივართ გერმანიაში, წარმატება ჩვენს ბიჭებს!
ზურა.
20 მაისი 2024 12:13
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული