რიცხობრივ უმცირეობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

AutoSharing Option
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კვიპროსს 2:0 მოუგო.

სტუმრები ხაბურძანიამ დააწინაურა, რომელმაც შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა, მეტოქის კარი ბაქრაძემ დალაშქრა და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

ანტმანის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა (ამდენივე ქულა ლიეტუვას აქვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით მეორე პოზიციაზეა) და მომდევნო შეხვედრას 4 ივნისს საკუთარ მოედანზე კვიპროსთან ჩაატარებს.

ახნასი. „დასაკი“
კვიპროსი - საქართველო 0:2
გოლები: 0:1 ხაბურზანია
(32), 0:2 ბაქრაძე (63)
გაძევება: ხაბურზანია (39)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა (ბებია 56), დანელია, ხაბურზანია, ბუხრიკიძე, ბაქრაძე (ამბალია 83)

altკვიპროსი-საქართველო | ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩი

მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავთ გოგონებო,ძალიან მაგრები ხართ,წარმატებებს გისურვებთ, მოიგეს ასევე ფრენბურთის ქალთა ნაკრებმა,ლუქსემბურგთან 3-0, როგორც იქნა გვეღირსა ქალთა გუნდები,რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგავენ, სამწუხაროა რომ არცერთი სატელევიზიო არხი არ აჩვენებს მათ თამაშებს.
გია
14:39 01-06-2024
0
ყოჩაღ გოგონებო, გილოცავთ!
SOS!!!
07:04 01-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული