"ვარჯიშის მერე არ რჩებოდა ხოლმე, სულ ამბობდა პენალტი რა არისო, მერე მე და "კვარამ"..." - დავითაშვილმა "მამარდაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა "რუსთავი 2-ზე" ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩვენები" გიორგი მამარდაშვილზე საინტერესო ისტორია გაიხსენა.

მისი თქმით, თავდაპირველად "მამარდა" თერთმეტმეტრიანების მოგერიებაზე არ ვარჯიშობდა, შემდეგ კი ამ კომპონენტზე მუშაობა დაიწყო.

"ნაკრებში რომ ჩამოვდიოდით ხოლმე, "მამარდა" მაშინ უკვე "ვალენსიაში" თამაშობდა, ვარჯიშის მერე 10 წუთი გვეძლევა და პენალტებს ვამუშავებდით, სადაც გიორგი არ რჩებოდა, იძახდა პენალტი რა არისო. მე და "კვარა" სულ ვეუბნებოდით, მეთქი პენალტებია, რა იცი, რაში გამოგადგება, სად დაგჭირდება...

მერე დაიწყო პენალტების აღება, რადგან ამაზე სულ მუშაობდა, გვეუბნებოდა ესპანეთში ბევრს ვვარჯიშობ ამაზეო და ნაკრებში
რომ ჩამოდიოდა, ვარჯიშის მერეც რჩებოდა ხოლმე.

საბერძნეთთან თერთმეტმეტრიანების სერია რომ დაინიშნა, "მამარდას" ძალიან დიდი იმედი მქონდა. პენალტი რომ შევასრულე და გავიტანე, "მამარდასთან" მივვარდი, იქამდე მოგერიებულიც ჰქონდა და ვუთხარი, ხომ გეუბნებოდი-მეთქი, იმ ემოციებს ვერ აღვწერ, საოცრება იყო...", - განაცხადა დავითაშვილმა.

altზურიკო დავითაშვილი: მშვიდად ვართ, ნერვიულობა ნაკლებია - ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით [VIDEO]

alt"იმედია, დავითაშვილი ევრო 2024-ზე გაიბრწყინებს - უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს" - ფრანგი ჟურნალისტი

altბრდღვნიან ბიჭები ყველაფერს - დავითაშვილის გოლი და ორი საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
კვარას დასვენება სჭირდება, ძალიან დაღლილის თვალები აქვს.
მი989
08 ივლისი 2024 21:30
0
ვინც ბავშვობასა თუ სიყმაწვილეში მაინც ყოფილა მეკარე რომელიმე სერიოზულ (ჩვენი თუ სხვისი მასშტაბის) გუნდში, იცის შემდეგი:
1. პენალტი უეჭველი გოლი არ არის.
2. კარგად, ანუ ძლიერად და "ცხრიანში" დარტყმული პენალტი არის თითქმის აუღებელი/მოუგერიებელი (აქ "თითქმის" არის მხოლოდ თეორიული დაშვება).
3. პენალტი არის ფსიქოლოგიური დუელი და ძალიან დიდი წნეხი ორივესთვის, მაგრამ პირველ რიგში მისი დამრტყმელისთვის, განსაკუთრებით კი პენალტების სერიაში.
4. დარტყმის ძალას, სიზუსტესა და სიძლიერეს განაპირობებს დამრტყმელის უნარები და მისი იმ მომენტისათვის ფსიქოლოგიური მდგრადობა.
5. მეკარეს აქვს ორი ძირითადი ოფცია/ვარიანტი: დაელოდოს დარტყმის ტრაექტორიას ან "გამოიცნოს" (ანუ, ეცადოს გამოიცნოს) დარტყმის მიმართულება/კუთხე.
6. მაღალ დონეზე ყოველთვის წინასწარ ხდება დამრტყმელისა და მეკარის მოქმედებების შესწავლა პენალტის დროს, განსაკუთრებით კი "შტატიანი" დამრტყმელის.
7. პენალტის დროს გადამწყვეტი მომენტი არის არა თვითონ დარტყმა, არამედ "გამორბენი" მსაჯის სასტვენის შემდეგ! ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, მოუხედავად მე-5 პუნქტისა. ძირითადად მანდ წყდება პენალტების "ბედი" და ვისაც სურს, მეტი დამაჯერებლობისა თუ თვალსაჩინოებისთვის ნახოს პენალტი მამარდას კარში ოსასუნასთან და მათი მწვრთნელის განმარტება მომხდარზე.
8. ყველა "ტექნიკურად" დარტყმული პენალტის (პანენკა, მოძრაობაზე დაჭერა და ა შ.) მოგერიება არის სავსებით, ანუ პრაქტიკულად შესაძლებელი, მეკარის მიერ სწორი გათვლის პირობებში.
9. არავითარი თეორიული სანტიმეტრები და ასაღებ-აუღებელი ზონები არ არსებობს; ამავდროულად ყველა კარში დარტყმული პენალტის აღება არის რთული ან ძალიან რთული! დაახლოებით ოთხიდან სამი პენალტი არის გოლი!
10. მეკარეს პენალტისას, როგორც ყოველთვის, ევალება ბურთის ტრაექტორიის სწორი გათვლა (დარყმამდე თუ დარტყმის შემდეგ) და სწრაფი რეაქცია, მაგრამ ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა/ზეგავლენა დამრტყმელზე, რასაც თამაშის სხვა ეპიზიდების დროს ნაკლებად ახერხებს.

განვრცობა შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან გვიანია უკვე... :)
გიო
09 ივნისი 2024 02:15
0
იბოდიალონ რაც უნდათ, ოღონდ მოიგონ და გავიდნენ.
kai erTi
08 ივნისი 2024 22:06
1
მაგარი კრიტიკოსები გვყას სერიოზული ვაი თქვენს პატრონს
დდდ
08 ივნისი 2024 20:43
0
გაუგებარია, პენალტზე მეკარემ როგორ უნდა ივარჯიშოს? სწორად დარტყმულ პენალტს მეკარე ვერ მიწვდება ვერანაირად, თუ ზუსრად მახსოვს, ძეელიდან 20 სანტიმეტრი მკვდარი ზონაა და შესაბამისი ძალით გაგზავნილი ბურთი აუღებელია.
goga
08 ივნისი 2024 18:12
29
გასაგებია რომ ცუდი განზრახვა არ ქონია, მაგრამ მამარდაშვილის დონის მეკარეზე თქვა ვარჯიშის მერე არ რჩებოდა და პენლებზე თქვა - "პენალტი რა არისო" ნამდვილად არაპროფესიონალური და უტაქტო ნათქვამია. ანდა ვალენსიაში როგორ ფიქრობთ არ ავარჯიშებენ პენლებზე მეკარეს? და დავითაშვილის რჩევით ივარჯიშა?
გ.შ.-ს
08 ივნისი 2024 17:53
9
თეორიაში 5, გრამატიკაში 2.
ბმბ
09 ივნისი 2024 13:41
0
ყველაფერი კი არ უნდა თქვა ზურიკო, მამარდაშვილი შენ გარეშე პენლებზე არ ივარჯიშებდა როგორ ფიქრობ?
ნიკა
08 ივნისი 2024 14:18
34
Არაფერი არ უთქვას ზედმწტი და ცუდი, ხუმრობით იტყოდა და ცუდი განზრახვა ნამდვად არ ექნწბოდა, უბრალოდ არ ჯდება ამ ნაკრების არსში გველაძუობა, ერთ მუშტად შეკრულიი გუნდია და ურთიერთპატივისცემაა უპირველესი..
გ.შ.
08 ივნისი 2024 15:32
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული