"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს.

ბადრი კვარაცხელიას თქმით, მას ხვიჩასთან "ნაპოლის" შესაძლო დატოვებაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა პირადად მისი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ხვიჩა "პარტენოპეის" დატოვებს.

"სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. ხვიჩა პატარა ბიჭი არ არის და ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტს, დავჯდებით ოჯახი და დავილაპარაკებთ.

ამას პირველად ვიტყვი, არ მინდა, რომ "ნაპოლიში" დარჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა. წელიწადში 4 მწვრთნელი შეიცვალა, ცოტა მაფიქრებს...
მაგრამ ამას ხვიჩა გადაწყვეტს", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც წამყვანი იტალიური გამოცემები წერენ, მალე მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას დაიწყებენ.

altბადრი კვარაცხელიამ შვილის მომავალზე ისაუბრა - როგორი იქნება "იუვესთან" "ნაპოლის" შემადგენლობა

alt"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა

alt"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეგაა, მამამისმა თუ ეს თქვა, ნიშნავს, რომ დატოვებს ხვიჩა ნაპოლის. ოჯახი რომ დაჯდება და მამამისი ურჩევს, არ დარჩეო, მგონი მამამისის სიტყვები ყველაზე მეტ ზეგავლენას მოახდენს ხვიჩაზე. კარგია, მიხარია. პსჟ უფრო მხიბლავს უამრავი ფაქტორით.
Kupra
15:07 16-06-2024
5
უნდა წავიდეს აბა რა♥️
ჯიმა
15:18 16-06-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული