ბადრი კვარაცხელიამ შვილის მომავალზე ისაუბრა - როგორი იქნება "იუვესთან" "ნაპოლის" შემადგენლობა

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდი მეტოქეს 17 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მათი შეხვედრა მუდამ დაძაბულია და სატურნირო მდგომარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს "სასუოლოს" განადგურების შემდეგ, "ნაპოლის" გულშემატკივრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

"იუვენტუსი" ნეაპოლში გუშინ ჩავიდა, სასტუმროსთან უამრავი ადგილობრივი ტიფოზი იმყოფებოდა და სტვენითა და ყიჟინით შეხდნენ. Areanapoli წერს, რომ მასპინძლები და განსაკუთრებით კვარაცხელია და ოსიმენი მეტოქის პროვოკაციების მიმართ მზად უნდა იყვნენ, როგორც ამას ადრე ფედერიკო გატისგან ჰქონდა ადგილი, მსაჯსაც ყურადღების გამახვილება მართებს და VAR-საც.

calcionapoli24 ირწმუნება,
რომ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა შემდეგ სასტარტო თერთმეტეულს გაიყვანს მოედანზე: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია ოსიმენი.

Sky Sport-ის იგივე შემადგენლობას ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის, ოლივეირა და ზილენსკი იქნებიან სასტარტოში თუ მარიო რუი და ტრაორე.

რადიო TV Series A-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ ისაუბრა: "თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩემთვის ჩემი შვილის მისამართით ნათქვამი შესანიშნავი სიტყვები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა.

ძალიან რცხვენია, როდესაც დიეგო მარადონას ადარებენ, თუმცა ბედნიერია და იცის, როგორ გადაუხადოს ამისათვის ფანებს მადლობა. მე ნეაპოლსა და მთელ იტალიას მადლობას ვუხდი, რომ აფასებენ და უყვართ ჩემი შვილი. საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს. ჩემი აზრით, დარჩება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მის არჩევანს პატივს ვცემ".

Spazionapoli ხაზს უსვამს, რომ ბადრი კვარაცხელიას ნათქვამი ძალიან გაახარებს ქომაგებსა და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, "კვარას" ჯერ სრულად არ გამოუვლენია საკუთარი პოტენციალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონტრაქტის განახლება და ზაფხულში ოსიმენის წასვლის შემდეგ, გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბადრი, ჯუღელს ერთი კაი მადლობა უთხარი და მოაშორე შენს შვილს. ახლა სულ სხვა დონის აგენტი სჭირდება ხვიჩას.
გიორგი
13:32 04-03-2024
0
მესმის რომ თპვმდაბალია, შესანიშნავი თვისებაა და უხდება კიდეც, პატივს სცემს გუნდებს, განსაკუთრებით მათ ვინც მისი მისვლისას გუნდში დახვდათ და თავისი ადგილი აქვთ მოედანზეც და გასახდელშიც,მაგრამ ლიდერობა თუ უნდა ვინცხა, გუშინ საღაციდან მოთრუელი, ლინდსტრომი ბურთის წართმევას ვერ უნდა უბედავდეს.
1

სიახლეები პოპულარული