"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

1. თავიდან კვარაზე ვიტყვი.
ჩემი აზრით, უსამართლოდ აკრიტიკებთ. რა თქმა უნდა, მას თურქეთთან საუკეთესო თამაში არ ჰქონია, ბევრი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრამ  ვერავინ იტყვის, რომ მან მონდომება დააკლო. ის გუშინ ყველგან იყო და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული თამაში არ წაუვიდა, მაინც შექმნა პირადად ორი საგოლე შანსი: ერთი - როცა მიქაუტაძე საჯარიმოში შემობრუნებით ურტყამდა და ორმა მცველმა დაუბლოკა და მეორე, როდესაც ჟორჟმა და ქოჩორამ ერთმანეთს ხელი
შეუშალეს. ორივე მომენტი იყო რეალური საგოლე შანსი და რომ გასულიყო, კვარა ამ თამაშს ორი ასისტით დაამთავრებდა. ეს გოლები რომ არ გავიდა, ამაში მისი წვლილი არაა. მოდი, ვიკითხოთ, ვინ შექმნა მასზე მეტი რეალური საგოლე შანსი გუშინდელ თამაშში ქოჩორას გარდა? არც არავინ.
სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ შეცვალა ის სანიოლმა. კვარას, როცა თამაში არ მისდის, მაშინაც კი შეუძლია თამაში მოგაგებინოს.

2. შემდეგს ჩაკვეზე ვიტყვი.
გუშინ კარგი თამაში კი ჰქონდა, მაგრამ არა - საუკეთესო. ეს იყო 50 პროცენტი იმისა, რაც მას შეუძლია და ამაში ბრალი მხოლოდ სანიოლს მიუძღვის. არაა ჩაკვეს ადგილი მარჯვნივ. თავადაც აქვს ნათქვამი და ისედაც კარგად ჩანს, რომ ის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს, როდესაც თამაშობს ცენტრში ოდნავ მარცხნიდან. ამ დროს მას ისე შეუძლია ბურთის ამოტანა და დიაგონალზე ნახევარი მოედნის გავლა, რომ კაცი ვერ აჩერებს. ერთი პერიოდი სანიოლიც თითქოს მიხვდა ამას და "ერთა ლიგის" თამაშებში, მერე ლუქსემბურგთან და საბერძნეთთანაც ჩაკვეს სწორედ მარცხნივ აყენებდა, მაგრამ ახლა ისევ მარჯვნივ გადმოწია და მივიღეთ ნახევარი ჩაკვე. "ჰამბურგის" მწვრთნელი იყო კიდევ ასეთი ხისთავიანი, სულ მარჯვნივ აყენებდა ჩაკვეს და გვახსოვს, ის ისტორია როგორც დამთავრდა.
3. ზოგადად თამაშს რაც შეეხება, თამაშის მერე მიმოხილვაში გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა და სრულად ვეთანხმები: კარგად გამოჩნდა, რომ მიწოლა და შეტევა გვეხერხება და როცა ამას ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს ვუქმნით, ამიტომ სრულიად გაუგებარია, საკუთარი ნებით რატომ ვთმობთ ინიციატივას თამაშის 80 პროცენტის გნმავლობაში.
4. ქოჩორაზე რა უნდა ვთქვა? . გუშინ ჩვენ ის სულ სხვა კუთხიდან დავინახეთ - არა მხოლოდ როგორც კარგი ჩამშლელი და მებრძოლი, არამედ ასვე, როგორც კარგი შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელი. ეს კი ისეთი კომბინაციაა, რაც ჰაერივით სჭირდებოდა ნაკრებს და რაც მას საშუალებას მისცემს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

5. რაც შეეხება პერსპექტივას, ამ თამაშმა აჩვენა, რომ ის ძალიან კარგი გვაქვს და წინ მივდივართ. უცხოელი გულშემტკივრებიც კი აღნიშნავენ, რომ თურქეთი-საქართველო ჯერ-ჯერობით ამ ევროზე ყველაზე კარგი თამაში იყო. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო შედეგია, რაც შეიძლებოდა მოგების გარდა მიგვეღო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შემთხვევითი გუნდი არ ვართ და შედეგის მიუხედავად, ამ ევროს მაყურებელს თავს დავამახსოვრებთ. ჯგუფიდან გასვლა, რა თქმა უნდა, კარგია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ დებიუტანტისთვის ძალიან დიდი შედეგი იქნება, თუ ამ ევროს შემდეგ ნეიტრალურ გულშემატკივარს თავს დავამახსოვრებთ, როგორც სიმპათიური გუნდი და მთელ ევროპაში გულშმატკივრებს გავიჩენთ, როგორც თბილისის "დინამოს" ჰყავდა გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები მთელ საბჭოთა კავშირში. ახლა ევროპელთა გულების დაპყრობის დროა", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 51 /
აზრებს და შეფასებებს რა გამოლევს? დამეთანხმებით, რომ ქოჩორა აღმოჩენაა ნაკრებისთვის ?, თავიდან მიკვირდა რითი მოთაფლა სანიოლი? შავი სამუშაო ხომ კარგად არც ჩანს, თურმე შეუცვლელია, და არა მარტო ჩამშლელად, ასეთი არც გვყოლია, ჯაბასავით მუშაა და თან პლიუს სათამაშო ინტელექტითაც გამორჩეული, ყველ შემთხვევაში ჩვენ დონეზე, ჩვენი ბელინგემია, ყველგან იყო, მამუჩაშვილიც მომეწონა და ბევრი იბრძოლა ჩაკვემაც, ხვიჩას რაც შეეხება -ჩვენთვის ყოველთვის ლიდერი იქნება, მაგრამ ამ დონით შეიძლება ნაპოლშიც სათადარიგო სკამზე აღმოჩნდეს, არაფერი რომ ვთქვად პსჟ-ზე, თამასა თავად აწია და ვეღარ ინარჩუნებს, მინიმუმ ვერ ავითარებს, ადვილად გასაშიფრი და წასაკითხი გახდა, მისი შეცვლა კი უძალიანესად რთული გადაწყვეტილებაა მწვრთნელისთვის, ამ გადმოსახედიდან კი მეც ვფიქრობ შესაცვლელი იყო, ბუდუ და ზურიკო ცოტა ადრე უნდა შემოეყვანა, ლუკას შემოყვანის შინაარსი კი მხოლოდ ვილიმ იცის, სამწუხაროდ ლოჩოშვილი საფეხბურთო ინტელექტით ვერ გაიზარდა, დიდი ხანია ვაკვირდები, მგონია მისთვის ფეხბურთი რუტინაა ....ისეთი ფეხბურთელები გვყავს ვერავისზე დააამტკიცებ რომ მეორეზე უკეთესი იქნება, თუ გინდ გველესიანი კვირკველიაზე ? , 2 მეტრიან ჩეხებთან ვილის ვის ათამაშებს? მათან შედარებით ლილიპუტებად გამოვჩნდებით, ნახეთ ჩაწოდებები რამდენი ექნებად, ტიპები საჯარიმოში დადგებიან და ვიღაცას მაინც მოხვდებაო თავში და გაგვიტანენ, ვინდ დაუდგება წინ? ალბათ სანიოლი იძულებული იქნება სიმაღლით იხელმძღვანოლოს, წიატიშვილს აღარ ათამაშებს,... შეცდომების რაოდენობის შემცირეება უნდა ვისწავლოთ, სწავლობს სანიოლიც, თუ გინდ მამარდას შემთხვევა ავიღოთ, 3 ჩაწოდებაზე მეკარე საჯარიმოში არ რჩება, მითუმეტეს როცა არც ფეხით და არც თავით თამაში არ იცის, მაქსიმუმ გადმოვარდნილ ბურთზე ეთამაშა, ალთუნაშვილი კი ,,ფეტვივით"' დაიბნა...და ბოლოს- მაინც მადლობა ბიჭებს, ისტორიულად როდის იყო რომ კლასით მაღალ გუნდთან შეტევებში დაგვემთავრებინოს თამაში? თამასა აშკარად აწიეს ბიჭებმა,
გუსანი
19 ივნისი 2024 19:39
1
კიდე კაი მერაბმაც შეაფასა. რომ არ შეეფასებინა რა გვეშველებოდა?! მერაბ დიდი მადლობა. სპორტალ, თქვენც მადლობა რომ მოგვეცით შესაძლებლობა ასეთ სიღრმისეულ ანალიზს გავცნობოდით! მადლობა!!
Pepelu
19 ივნისი 2024 18:59
6
თუ მერაბმა იცის რა სქემით ითამაშა ნაკრებმა (დაცვისას 5-3-2, შეტევაში 3-5-2), ეცოდინებოდა, რომ ჩაკვეტაძეს "მარჯვნივ" არ უთამაშია.
ამ სქემაში მარჯვენა და მარცხენა "ნახევარმცველები" ფლანგის მცველები არიან!(ამ შემთხვევაში წიტაიშვილი და კაკაბაძე), ისინი ითვისებენ ფლანგებს, ხოლო ნახევარდაცვაში სამივე ნახევარმცველი არის ცენტრალური!!
ამ სქემაში ფიზიკურად არ არსებობს ფლანგის ნახევარმცველი. შეიძლება ისინი მომენტებში ოდნავ მარცხნივ ან მარჯვნივ გადავიდნენ, მაგრამ პოზიციურად სამივე ნახევარმცველს ცენტრის კონტროლი ევალებათ ძირითადად (და ნაკლებად ფლანგების).
Burton
19 ივნისი 2024 16:36
4
სად მიწერია,რომ ჩაკვე ფლანგზე იდგა? :)
მერაბი
19 ივნისი 2024 18:04
1
ჩვენი ქვეყნის ჭირი არის ასეთი ყველაფერშჩიკი ტიპების არსებობა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეს გარკვეულწილად მასების ბრალიც არის.
odala
19 ივნისი 2024 14:43
8
კაცო რა გაუხურეთ ან ბიჭს.აირჩია უკვე თავის ცხოვრება.ღმერთმა შეარგოს და მილიონებიანი კონტრაქტი აქვს,ხელი აქ,ტანი აქ,ფეხი აქ სახე აქ.ხოდა მორჩაა. ქართველი დევიდაა ბექჰემი. მოწოდებით მოდელია და ძალაა?რატო ლანძღავთ?თავისით მიაღწია.თქვენ გთხოვათ რმე?ხოდა შეეშვით.მიდი ხვიჩია იტანტალე...
რაინდია
20 ივნისი 2024 05:06
9
Mivesalmebi batin merabis komentars.ratqmaunda chvenma bijebma yvelaferi gaaketes mindorze rac sheedzli bolo wutebzee unda gagvetanaa magram ar gagvimaryla magram araushavs shesanishnavi machi gvachuwes mayureblebd da mteli gulit ugulshematkivrot chvens bijebs gfaravdet gmerti da gisurvebt bevr wamatebebs.da jgufidan gasvlas.rac sheexeba xvichas man marylac ar utamashia cudat da is ro ara albat ufro cudi shedegi gveqneboda da is shesanishnavi fexburtelia kargi pasebi gaaketa ubralid ar gagvimartla warmatebebi minda visurvo chvens nakrebs.da mxardajera mteli eris swored axla sjirdebat bijebs.rom ufro motivirebulebi da sabrdzili ganwyobaze iyvnen.me mjera tqveni saqartvelo.
Shotiko
19 ივნისი 2024 19:19
0
საგოლე შანსებში ჩვენ კარში გოლიც ჩაუთვალა? ასეთი დაცვითი სისხარტე ხვიჩას თამაშის სტილია უკვე და არა შემთხვევა.
ვანდა ჯიქია
19 ივნისი 2024 17:26
7
კვარაცხელიასგან საქართველო სასწაულებს ელოდება და თქვენ ბატონო მერაბ მას რიგითი ფეხბურთელივით აფასებთ.მთელი 80 წუთი ძალიაბ დაბალ დონეზე ითამაშა.მის მაგივრად რომ სხვას თუნდაც ზივზივაძეს ეთამაშა მაგაზე სუსტი ვერ იქნებოდა.
ჩემი აზრით
20 ივნისი 2024 11:58
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული