"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველო-შოტლანდიის (2:2) შემდეგ, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, რომელიც საქართველოს ნაკრებზე პერიოდულად მოსაზრებებს გვთავაზობს,  "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება"

"ამ თაობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ არის სამი განსაკუთრებული. ესენია: ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე.

აქედან ერთმა მოახდინა თავისი ნიჭის მსოფლიოსთვის დემონსტრირება, დანარჩენ ორს კი სხვადახვა მიზეზით ჯერ ყველაფერი არ გამოსვლია, თუმცა იმედია, გამოუვათ.

ამ საქმეში მათ გვერდში უნდა ედგეს ფედერაცია, რადგან ეს საქვეყნო საქმეა, მაგრამ ისინი ჯიბრში უდგანან.

დიდი დანაშაული იყო, რომ
აქამდე სანიოლი ჩაკვეტაძეს არ ათამაშებდა. ფორმაში არ იყოო. არადა, შარშან "სლოვანში" მთელი სეზონი თამაშობდა.

ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულები, რადგან ადრე დისციპლინის პრობლემები ჰქონდა. არადა, არაბიძეს ხვიჩაზე ნაკლები ტექნიკა არ აქვს და "ჩაკვეზე" ნაკლები - მოედნის ხედვა. ბურთის დაჭერაც იცის და უზადო პასიც.

ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება. ამ შანსის გაშვება დანაშაული იქნება ისტორიის წინაშე.

არ დამიწყოთ ახლა, სამივე ერთად არ შეიძლება, ბალანსი დაირღვევა, ბევრი შემტევი იქნება, "გავიდირკებით" და ა. შ. მასე მეუბნებოდით თქვენ, "ჩაკვეს" დაყენებას როცა ვითხოვდი, ხვიჩა და "ჩაკვე" ერთად არ გამოვაო, მაგრამ ახლა კი მოგწონთ.

ასე იქნება არაბიძის შემთხვევაშიც. თან, თუ "ტორპედოს" თამაშებს თვალს მიადევნებთ, აღმოაჩენთ, რომ მას ართმევაზე თამაშიც კარგად ეხერხება.

და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ არაბიძე ახლა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და არა უფრო მაღალ დონეზე. არაბიძე, ხვიჩა და "ჩაკვე" ისეთი ნიჭის ფეხბურთელები არიან, სიარული თუ შეუძლიათ, უკვე ძირითადში უნდა დააყენო და არ უნდა იკითხო, სირბილი შეუძლიათ თუ არა."

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

მკითხველის კომენტარები / 65 /
სრულიად ვეთანხმები მერაბს, იდეალურ სამეულს მივიღებთ ნაკრებში. ასე რომ არაბიძის ნახვა ვისაც არ სურს ნაკრებში ცივი წყალი დალიონ. გიო ნამდვილად იმსახურებს საქართველოს ნაკრებში თამაშს.
პავლე ქუთაისი
21:48 29-11-2023
0
ნამდვილად სამივე ნიჭიერია და ვისურვებდი ნაკრებში ვიხილო მათი თამაში. ფიზიკურად რამდენად გაუძლებს სათამაშო ტემპს არაბიძე ეს არის საკითხავი. ამ გახსენებაზე რაღაცნაირად ვერ მოხერხდება თამაშის მერე ფეხბურთელების სტატისტიკა დაიდოს. რამდენი ირბინნა და ა.შ. შეიძოება არის, მაგრამ სტატიებში არასდროს შემხვედრია. მეც ვემხრობი რომ მარტის თამაშების მერე გამოჩნდეს ან განაცხადში და ბიჭებთან ერთად ივარჯიშოს.
გიორგი
21:29 29-11-2023
0

სიახლეები პოპულარული