"ამხელა პოტენციალის გუნდი სახლში მიდის, საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

AutoSharing Option
გუშინ გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას პორტუგალია, თურქეთი და საქართველოს ნაკრები გააგრძელებენ. ჯგუფში ბოლო ადგილი კი ჩეხეთის ნაკრებმა დაიკავა.

ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა თურქეთთან (1:2) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გული მწყდება, რადგან ამხელა პოტენციალის გუნდი სახლში მიდის. გვსურდა ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თვისებები გვეჩვენებინა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯგუფიდან ვერ გავედით, საქართველოს ნაკრებთან მატჩია (1:1). ისინი აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა", - განაცხადა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში "ჯვაროსნები" ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე
დაიწყება.

altსაქართველოს ეროვნული ნაკრები ფონდი "ქართუსგან" 30 მლნ ლარს მიიღებს

altივან ჰაშეკი: მოხარული ვართ, რომ საქართველომ ბოლო წუთზე ვერ გაგვიტანა

altივან ჰაშეკი: საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ - შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ

altთურქეთმა კაცნაკლულ ჩეხეთს მოუგო და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 54 /
თურქებთან მათი თამაში არ მინახია,მაგრამ იქაც ალბათ მხოლოდ ფიზიკაზე იდგნენ.ფეხბურთს კი,ფიზიკური ძალის გარდა,ოსტატობაც სჭირდება.სადამდეც ძალები ეყოთ,პორტუგალიასთან იგებდნენ და წააგეს.თურქებთანაც ბოლოს გაუშვეს,როცა დაიღალნენ და ჩვენთანაც თავისუფლად შეიძლებოდა წაეგოთ.მათ სხვა იარაღი არ ჰქონდათ გარდა ფიზიკური ზეწოლისა.ასე რომ ძალიან ხმამაღლაც ნუ იყვირებენ,მაგრები ვართო.ჩვენი ნაკრები,ყოველ შემდგომ თამაშში,სულ უფრო თავდაჯერებული ხდებოდა და შედეგს აუმჯობესებდა.დაუმსახურებელი წაგება,მოპოვებული ფრე,სადაც მოგებაც შეგვეძლო და ბოლოს მოგება.დღეს ჩვენი ნაკრები,სრულიად სხვაა,ვიდრე შარშან შემოდგომით იყო და ძალიან განსხვავდება იმისაგან,რომელმაც პლეი ოფი ითამაშა,ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან.დღეს ჩვენ უკვე ვიგრძენით,რომ ყველასთან შეგვიძლია ბრძოლა, გამარჯვება და ადვილად ვეღარავინ გაგვტეხავს.
სოსო
27 ივნისი 2024 14:22
3
მამარდამ მოგიკითხა
bd
27 ივნისი 2024 13:19
0
ჩამოხვალ შენ თბილისში
რაბუ
27 ივნისი 2024 13:21
1
რა თავხედია ამას უყურე რა. თან კბილი გაგვკრა ანუ საქართველო იმ დონეზე ცუდი ნაკრებია მისი აზრით რომ მათ მაგიერ აუცილებლად ჩვენ უნდა გვეთამაშაო. ხტფუ ამის მე ან რა პოტენციალზე ლაპარაკობს? რობოტი ფეხბურთელების ერთ ფეროვან ჩაწოდებებზე აგებულ ულამაზო უფხო უმარილო მოთამაშეებისგან დაკომფლექტებულ ჩეხეთის ნაკრებზე?
მარგოშვილი-რამაზ
27 ივნისი 2024 13:11
2
რა პოტენციალიც გქონდათ თურქეთთან გამოჩნდა
SS
27 ივნისი 2024 13:20
2
ჩეხეთის მწვრთნელს ქართველები ყელში გაჩხერვია!!! ჰოდა ჩავა თუ არა ჩეხეთში, სასწრაფოდ ლიტრობით დალიოს კასრებიდან ჩეხური ლუდი და დამშვიდდება!!!
გიორგი
27 ივნისი 2024 15:14
2
აუ თურქეთთან პარალერულად თქვენ გბალეშიკობდით, არ ყოფილხართ
ღირსები
გელა
27 ივნისი 2024 13:42
1
შენ ჩვენი პოტენცია,თუ პოტენციალი, არ გინახია.სლავი ქალები გიჟდებოდნენ.ისე ჩეხებიც სლავები ხართ,ხო?
გურულო
27 ივნისი 2024 17:41
1
ბაბო გიჩხავის, თანი რამის თუ გწონდათ მოგეგოთ თურქეთისთვის
ლაშა 19
27 ივნისი 2024 17:32
1
კარგი კაცო იქნებ უნდა წაგეგოთ ??..თურქეთს რატომ ვერ მოუგეთ..
გიო
27 ივნისი 2024 13:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული