"ამხელა პოტენციალის გუნდი სახლში მიდის, საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

AutoSharing Option
გუშინ გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას პორტუგალია, თურქეთი და საქართველოს ნაკრები გააგრძელებენ. ჯგუფში ბოლო ადგილი კი ჩეხეთის ნაკრებმა დაიკავა.

ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა თურქეთთან (1:2) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გული მწყდება, რადგან ამხელა პოტენციალის გუნდი სახლში მიდის. გვსურდა ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თვისებები გვეჩვენებინა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯგუფიდან ვერ გავედით, საქართველოს ნაკრებთან მატჩია (1:1). ისინი აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა", - განაცხადა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში "ჯვაროსნები" ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე
დაიწყება.

altსაქართველოს ეროვნული ნაკრები ფონდი "ქართუსგან" 30 მლნ ლარს მიიღებს

altივან ჰაშეკი: მოხარული ვართ, რომ საქართველომ ბოლო წუთზე ვერ გაგვიტანა

altივან ჰაშეკი: საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ - შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ

altთურქეთმა კაცნაკლულ ჩეხეთს მოუგო და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 54 /
რა სულელური თავის მართლებაა, დაავიწყდა ჩვენთან ბოლო წამებზე წაგებას რომ გადაურჩა?
გია
27 ივნისი 2024 13:41
1
დავაი რა!მოგეგო თურქეთისთვის და გახვიდოდით თქვენც.ჩეხავდით უხეშობდით ჩვენთან უხეშობდით თურქეთთანაც ფეხბურთი თქვენ არ გითამაშიათ!
კობა
27 ივნისი 2024 21:49
0
რა პოტენციალის გუნდი ბაბუ, ის ვინ იყო, რომ ამბობდა „მოხარული ვართ, რომ ქართველებმა ბოლო წუთზე ვერ გაგვიტანესო?“ საბას ის ბურთი უნდა გაეტანა და ცოტა უფრო ადრე წახვიდოდით სახლში.
გაიოზი
27 ივნისი 2024 17:20
0
პანი ივან, თქვენ მწვრთნელი ბრძანდებით თუ ევროპარლამენტარი, პრობლემას საქართველოში, რომ ხედვთ და ჩვენით იწყებთ?

მოგეგეო თურქეთისთვის ან ჩვენსავით მოგეგო პორტუგელიისთვის, და არ გექნებოდა პრობლემები. ჩვენზე რომ იჭიმები, იმათკენ გაიხედე,, ამდნი წითელ-ყვითელი, რომ ჩემოირიგეს შენმა შეგირდებმა, ვისი ბრალია მარტო მაგათი თუ პირველ რიგში, რომ არ მიუშვი უხეშობა და მუტრუკობა?

ბურჯი ქართველი
27 ივნისი 2024 17:00
1
მორჩი ბაზაარს.
თუ რამე შეგეძლოთ თურქეთი უნდა დაგემარცხებინათ.
თქვენ ხელში იყო ყველაფერი
d
27 ივნისი 2024 14:54
0
კაი ერთი,მასე ეგონა ჯალალედინსაც, არ უნდა წამეგოო
გიორგი
27 ივნისი 2024 13:55
2
ამას საქართველო კი არა თურქეთის ნაკრები უნდა დაემარცხებინა, 1-1 დროს კაცნაკლული რომ თამაშობდა თურქეთი. ეხლა ესენიც იქნებოდნენ 1/8 ფინალში და ჩვენც მეორე ადგილიდან გავიდოდით ავსტრიაზე, ასე რომ სილულეებს ჯობია დაანებოს თავი, ვინც უფრო იმსახურებდა ის გავიდა და მორჩა ამით.
ზურაბი
27 ივნისი 2024 13:50
5
თურქეთი როდის იყო კაცნაკლული. ჩეხებს ყავდათ გაგდებული კაცი.
ზურაბის
27 ივნისი 2024 14:12
1
ბებიაშენისავ
Footbol
27 ივნისი 2024 13:12
1
მერე მოგეგოთ თურქეთთან ჩვენზე რას თლუცუნობ, ლობჟანიძეს რომ გაეტანა მერე რაღას იტყოდი
ვაჟა
28 ივნისი 2024 08:52
0
თავიდან რო იწყება ახალი, ხო იცი, ერთ ჯგუფში რო ვართ, ხო იცი, ჰოოდა ორჯერ რო დაგდებთ ლოგინისმაგვარ ტატამზე მერე მიხვდებით ვინ ვინ არის. ადიოს სექტემბრამდე!
მალხაზ ჯობავა
27 ივნისი 2024 14:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული