"ამხელა პოტენციალის გუნდი სახლში მიდის, საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

AutoSharing Option
გუშინ გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას პორტუგალია, თურქეთი და საქართველოს ნაკრები გააგრძელებენ. ჯგუფში ბოლო ადგილი კი ჩეხეთის ნაკრებმა დაიკავა.

ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა თურქეთთან (1:2) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გული მწყდება, რადგან ამხელა პოტენციალის გუნდი სახლში მიდის. გვსურდა ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თვისებები გვეჩვენებინა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯგუფიდან ვერ გავედით, საქართველოს ნაკრებთან მატჩია (1:1). ისინი აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა", - განაცხადა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში "ჯვაროსნები" ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე
დაიწყება.

altსაქართველოს ეროვნული ნაკრები ფონდი "ქართუსგან" 30 მლნ ლარს მიიღებს

altივან ჰაშეკი: მოხარული ვართ, რომ საქართველომ ბოლო წუთზე ვერ გაგვიტანა

altივან ჰაშეკი: საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ - შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ

altთურქეთმა კაცნაკლულ ჩეხეთს მოუგო და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 54 /
მართალია ეს კაცი! ცალკარა გვეთამაშა ჩეხეთმა, რომ არა მამარდაშვილი დიდი ანგარიშით წავაგებდით
გოგიტა
28 ივნისი 2024 08:36
6
მაგარი პოტენციალის გუნდი ყოლია - თურქეთის დამარცხებას არც განიხილავს ეგ შიბლა
ზვიადი
30 ივნისი 2024 22:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული