კავაზაშვილის თქმით, "მამარდა" უფრო ძველი სკოლის მიმდევარია და ისე თამაშობს, როგორც ამას საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარეები აკეთებდნენ.
- როგორ შეაფასებდით მამარდაშვილის გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე?
- რა შეგვიძლია მასზე ვთქვათ? მან უკვე ყველაფერი თავად თქვა. ყველა მატჩში ძალიან მშვიდად, დამაჯერებლად, ევროპულ სტილში გამოიყურება, ან სიმართლე რომ ვთქვა, საბჭოთა კავშირის სტილში. ის ჩვენი სკოლის მიმდევარია. საკუთარ საჯარიმოში შეცდომებს არ უშვებს და სულელურად არ თამაშობს მაშინ, როცა მის წინ
მცველს პასს მაშინ აძლევს, როცა თანაგუნდელი თავისუფალია. ასე რომ, ის ჩვენი სტილისაა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარეები სწორედ ასე თამაშობდნენ. ვფიქრობ, ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარედ დაასახელებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მამარდაშვილი აუცილებლად მოხვდება ტურნირის საუკეთესო სამ გოლკიპერს შორის", - განაცხადა კავაზაშვილმა KP Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ასე რომ, არც ისე ქუხს, როგორც წვიმს. როგორც ეს ბევრ ქართველ გულშემატკივარს გონია. ამ კაცს, თავისებურად, მაგრამ საქართველო მაინც ყავს გულში.
წინააღმდეგ შემთხვევაში არ ისაუბრებდა ამდენს