"რეალის" საქციელი აღმაშფოთებელია, როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, რასაც ვინისიუსზე ვერ ვიტყვი" - გარი ნევილი

AutoSharing Option
ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსი გარი ნევილი "ოქროს ბურთის" ცერემონიალს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ჯილდოს "რეალის" ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი ვერ მოიგებდა, "ბლანკოსმა" პარიზში გამგზავრებაზე უარი თქვა.

ნევილის თქმით, "სამეფო კლუბის" ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია.

"მოხარული ვარ, რომ "ოქროს ბურთი" როდრიმ მოიგო, ესპანელი მთელი სეზონის განმავლობაში ტოპ დონეზე ასპარეზობდა.

მესმის "რეალისა" და ბრაზილიელების იმედგაცრუება, რომ ჯილდო ვინისიუსმა ვერ მოიგო, ის განსაკუთრებული ტალანტია და ერთ დღეს "ოქროს ბურთს" აუცილებლად მოიგებს. თუმცა რაც "სამეფო კლუბმა" გააკეთა, აღმაშფოთებელი და უპატივცემულობა იყო.

როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, ვინისიუსზე კი იმავეს ვერ ვიტყვი", - განაცხადა გარი ნევილმა.

alt"ისინი მზად არ არიან..." - ვინისიუსის პირველი კომენტარი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების შემდეგ

alt"როგორც ყოველთვის, "რეალი" აუცილებლად დაბრუნდება" - ვინისიუსი "ბარსელონასთან" 0:4 მარცხის შემდეგ

altარც ვინისიუსი, არც როდრი და არც მბაპე - მესიმ "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინი გაფუჭებული ბავშვს უფრო ჰგავს, ვიდრე კაცს.
გიორგი
14:03 08-11-2024
0
რეალს და უეფას, იმ ახალი ტურნირის გამო აქვთ დაპირისპირება,რომლის შექმნაც რეალს ასე სურს ,უეფა კი ყოველნაირად ებრძვის და რეალის დემარში,სწორედ მაგ ბრძოლის გამოხატულება მგონია.წყალს ამღვრევენ,რადგან წმინდა წყალში,უეფასგან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ.
სოსო
17:02 02-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული