"ბათუმში ხელჩართული ჩხუბი იყო და "ლუდოგორეცის" ფეხბურთელები სასწაულებრივად გადარჩნენ" - ბულგარული მედია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცს“ 1:0 სძლია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა. ბულგარული მედია იტყობინება, რომ თამაშის დასრულების შემდეგ საშინელ სცენებს და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

sportal.bg-ი წერს, რომ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა და მათი ფეხბურთელები სასწაულებრივად გადარჩნენ. კერძოდ, აღნიშნულია, რომ მეკარე სერჟიო პადტზე იმის გამო გაბრაზდნენ, რომ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და ამიტომ ბოთლები ესროლეს. არაფერია ნათქვამი ნიდერლანდელის მიერ დროის გაყვანასა და გულშემატკივართა პროვოცირებაზე.

Sportall.Ge

გამოცემა იტყობინება, რომ საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე ფანატი გადახტა, რომელმაც "ლუდოგორეცის"
მოთამაშეებზე შურისძიება სცადა. ის იქაურობას გაარიდეს, მაგრამ ჩხუბი გუნდებს შორის დაიწყო, რომლებიც გააშველეს.

trud.bg-ის მტკიცებით, ქართველი ქომაგები მატჩის შედეგით უკმაყოფილოები დარჩნენ, მათ ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, გვირაბში კი "დინამოს" ერთ-ერთმა მოთამაშემ მოწინააღმდეგეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მას პასუხი გასცეს და მოსალოდნელია, რომ უეფა საქართველოს ჩემპიონს მკაცრად დასჯის.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ალბათ ბერიძე იყო გადაცმული ზოროს ფორმაში და ისე შეაღწია სტადიონზე
ზოჰანი
14:38 18-07-2024
0
ჭკუა დაარიგეთ ვისთვისაც დაგირიგებიად რა არ გამომივიდნენ კანონდამცველები წადი რა ერთი ადგილი დააყენედ ბლიად,საცემები იყვნენ აბა რა იყვნენ მაგთი პირში ჩაადჯვას ძაღლმა და ღორმა
დდდ
11:15 18-07-2024
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული