"კიდევ რამდენ უსახურ გუნდს უნდა დაუწეროს თბილისის "დინამომ" ისტორია?! გასკდა გული, ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა..." - ოთარ ტატიშვილის ემოციური მიმართვა ევროტურნირებზე "დინამოს" მორიგი მარცხის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"იმედის დილის" ერთ-ერთმა თანაწამყვანმა ოთარ ტატიშვილმა პირდაპირ ეთერში თბილისის "დინამოს" მორიგ დიდ წარუმატებლობაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში დედაქალაქელები ორი მატჩის ჯამში მონტენეგროს "მონრართან" 2:3 დამარცხდნენ და გათამაშებას გამოეთიშნენ.
მკითხველის კომენტარები / 57 /
ეს გადაღრძუებული და ფეხბურთისთვის ასაკდამთავრებული ფეხბურთელები არ მოიყვანოთ გუნდში უცხოელები....არ ჯობია საქართველოს მკვიდრი ბიჭები აღზარდოთ სათანადოდ ისე როგორც ესპანელი ფეხბურთელები იზრდებიან...იციან ბურთის ფლობა საკუთარ თუ მეტოქის მოედანზე და იციან პრესინგის თამაში მეტოქის ნახევარზე საკუთარ ნახევარზე...იციან გახსნა მოძრაობა და ფიზიკურად არიან მომზადებულები და ასე შემდეგ...ასაკობრივ და აკადემიის გუნდებში და შემდგომ აიყვანოთ დინამო თბილისში და ასე შემდეგ ქართულ საფეხბურთო კლუბებში სათამაშოთ...არ ჯობია...???!!!??? ... სფფ-საც მინდა მივმართო ესპანეთში გაგზავნეთ 4-5 კაციანი დელეგაცია შეისწავლეთ ესპანეთში ბავშვთა ფეხბურთში რა ნიუანსებით ზრდიან ბავშვებს რას და როგორ ასწავლიან...შეკრიბეთ ეს ნიუანსები,ჩამოიტანეთ საქართველოში და ამ ნიუანსების საფუძველზე ჯერ გადაამზადეთ ასაკობრივი სკოლების ბავშვთა მწვრთნელები და შემდგომ ეს გადამზადებული მწვრთნელები უკეთ ასწავლიან და უკეთ აღზრდიან ბავშვებს თანამედროვე სტანდარტებით როგორც ესპანელი ფეხბურთელები არიან...და ბუნებრივად გენით მქონე საფეხბურთო ტექნიკა ქართველებს არანაკლები გვაქვს ესპანელებზე...!!!
.......
20:09 20-07-2024
0
ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ 2-3 ათას დოლარიანი ფეხბურთელით ევროტურნირზე შედეგის მიღწევა არ შეიძლება. ჩვენი ფეხბურთის დანიშნულებაა აღვზარდოთ ნიჭიერი ახალგაზრდობა, მივაწოდოთ ევროპას შემდგომი დაოსტატებისთვის და შევქმნათ ძლიერი ნაკრები. დინამო ამ ფუნქციას გადაჭარბებით ასრულებს, ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ფედერაციამ მიიღოს შეზღუდვა მოწვეულ ფეხბურთელებზე და ერთ თამაშზე ორის მეტს არ მისცეს თამაშის უფლება. ვერ გამიგია ტორპედო ქართული გუნდია თუ მსოფლიოს მესამე რანგის ქვეყნების ნაკრები, მალე მინდორზე ქართული გვარის კაცი სანთლით იქნება საძებნი.
ჟორა გაბრიჭიძე
17:05 20-07-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული