"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "პერსეპოლისის" ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში "ნოესთან" სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

გიორგიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თბილისის "დინამოს" კაპიტანი გახდა.

- გაიხსენე დღე, როდესაც თბილისის "დინამოს" კაპიტანი გახდი. რამდენად დიდი პასუხისმგებლობა იგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაგ პერიოდის "დინამო" ის "დინამო" აღარ იყო, რაც მის ისტორიაში არსებობს, მაგრამ წარმოიდგინე, კაპიტანი ხარ იმ გუნდის, რომლის კაპიტნებიც იყვნენ მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი...
-
პირდაპირ გეტყვი, რადგან გახსნილი გადაცემაა, ეგ გვარები, რომლებიც შენ ჩამოთვალე და ეგ თაობა,
ჩვენთვის საპატივცემულო ფეხბურთელები და უდიდესი ფეხბურთელები უდიდესი მიღწევებით, მაგრამ შემდეგ ისინი მოგვევლინენ, როგორც მწვრთნელები. მე პირდაპირ გეუბნებით და არ მოვერიდები ამის თქმას, ისინი იყვნენ დიდებული ფეხბურთელები, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იყვნენ დიდებული მწვრთნელები. აბსოლუტურად ორი სხვადასხვა პროფესიაა. 

- 1981 წლის "დინამოდან", სახელები რომ გავმიჯნოთ, რომ ვიცოდეთ იმ გუნდების სახელები, რომლებიც შემდეგ სამწვრთნელო კარიერაში ძალიან მაღალ საფეხურზე იდგნენ, იყო ორი ადამიანი - ჩივაძე და ყიფიანი. ორივე იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. რას გულისხმობ შენ?
-
1981 წლის "დინამო" და მათი წარმატებები ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, ისინი ჩვენთვის სათაყვანებელი ფეხბურთელები არიან და ის გვარები, რომლებიც ჩამოთვალე, ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ვგულისხმობ "დინამოს" თაობას. მახსოვს, ჩემს თაობაში ვქომაგობდით საქართველოს ნაკრებს, მუდმივი წარუმატებლობა იყო... რა თქმა უნდა, იყო წარმატებული მატჩებიც, გვყავდა შესანიშნავი თაობა, თემურ ქეცბაია, შოთი არველაძე, გიორგი ქინქლაძე, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, გოჩა ჯამარაული... შესანიშნავი თაობა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. მესმის, რომ ცუდი დრო იყო, მაგრამ ნახეთ, ფეხბურთი მუდამ ვითარდება. შენ თუ ოდესმე გაჩერდი და ჩათვალე, რომ ფეხბურთში ყველაფერი იცი და გესმის, შენ ყოველთვის ჩამორჩები. მე ვფიქრობ, ეს ადამიანები უკვე, რომლებმაც ფეხბურთის თამაში დაასრულეს და მოგვევლინენ უკვე ამ ბიჭების მწვრთნელებად, მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, ამ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში. ეს თაობა იყო საგანძური ქართული ფეხბურთისა და ჩვენ გვმართებდა, რომ ისინი უკეთესად გამოგვეყენებინა. იქ არსებობს სხვადასხვა არგუმენტი, რომ "იცი რა, მაშინ არ ვიცოდით, როგორ უნდა მოვმზადებულიყავით, მაშინ არ ვიცოდით, რა უნდა გვეჭამა და დაგველია", გასაგებია, ისევე არ იცოდნენ სხვა ერებმაც... ამათი ვალდებულება ის იყო, რომ გარდა იმისა, რომ იყვნენ ძალიან დიდი ფეხბურთელები, როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, მათ თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ. ეს დღესაც ასეა. მაგალითად, ფეხბურთელები, რომლებსაც უდიდესი კარიერა აქვთ, შემდეგ უკვე მაკვირვებენ, როგორც მწვრთნელის რანგში, ისეთ რაღაცებს აკეთებენ, თითქოს ფეხბურთი არც უთამაშიათ. სამწვრთნელო სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავდება ფეხბურთელის პროფესიისგან", - განაცხადა გველესიანმა.

alt"ერთხელ ვილიმ გამიყვანა და მითხრა, კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" - გიორგი გველესიანმა აქამდე უცნობი ისტორია გაამხილა

მკითხველის კომენტარები / 17 /
რა პრობლემაა, მაგარი ფეხბურთელი/მოჭიდავე/შტანგისტი იყო და ამიტომ იქნება წარმატებული მერი/მინისტრი და ა.შ. მწრთნელობაზე ვინ ეტყვის უარს? ადამიანს მინისტრად ნიშნავენ და თან "არაუშავს, ისწავლისო", ანუ კაცმა მინისტრად მოსვლის შემდეგ უნდა დაიწყოს იმ დარგის სწავლა, რომელსაც უნდა უხელმძღვანელოს. დაბალგანვითარებული საზოგადოების და ქვეყნის მაჩვენებელია, როდესაც ვერ იაზრებს რომ კარგი ფეხბურთელობა არათუ კარგი მწვრთნელობის წინაპირობა არ არის, არამედ პოლიტიკაშიც მიესალმება მათ ყოფნას.

ხინჩეგაშვილს რომ მერად აირჩევ, იქ მთავრდება ჩემთვის ხალხის შეგნებაზე ლაპარაკი. თუმცა იქვე მახსენდება - "შენ ლოგიკურად და ფაქტებით გინდა დაარწმუნო ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზორთან წყალს "მუხტავდნენ" შუშის ქილებში და მერე ამით მკურნალობდნენ"
გიორგი
11:17 22-07-2024
0
მწარე სიმართლეა,კარგი ხარ მახარობლიშვილო,ეს თემა რომ წამოწიე,ამ უვარგის საიტზე,ყველა პროფესიაში თავის დროული განვითარება მართებს,მგონი ერთეულიი არაუვარგისი რეპორტიორი ხარ ამ და საერთოდ ქართულ მასმედიებში.ბევრი უნიჭიერესი მსოფლიოს დონის ქართველ ფეხბურთელთა თაობები დავკარგეთ,ჯერ პოლიტიკური მიზეზებით,სხვათა,სახელმწიფროებრივ მონობაში ყოფნისას ,ყველაფერში ომ გვანადგურებდენ,გვსრესდენ,გადაგვარებას ცდილობდენ ყველაფერ ძლიერის,ქართულის ,რაც დღემდე მოგვყვა.... სტურუების..... და მრავლად ვანიას შვილების სახით ქვეყანაში,და მერე უვიცობით,უსწავლელობის გამო,ერთად ერთი მიზნით ნებისმიერ პროფესიაში მოსვლისას, მოვჯდე,მივიღო ბევრი,და ვეცადო ვწოვო ხალხის სისხლი, ქვეყნისთვის არაფრისკეთებაში,რაც უფრო მეტ ხანს,მით უფრო კარგი,პასუხისმგებლობის და დაუსჯელობის შეგრძნებით. კალაძის მაგალითი,ფეხბურთელი კარგი იყო,მაგრამ ენერგეტიკის საქმის მცოდნე?.. მსოფლიო დონის ქართველი მწვრთნელებიც ერთი,ორი თუ გვყვავს, ყოჩაღ გველესიანს ქართული ფეხბურთის ავადმყოფობის ფესვის დანახვაში ,კიდევ ერთხელ გასაჯაროებით და ძალიან მსურს,მორიგად,შეაყარე კედელს ცერცვი არ გამოვიდეს,ეს ყველაფერი,ისევ მხოლოდ ლაყაფით არ დამთავრდეს,და განვვითარდეთ სწრაფად, თუნდაც ამ ფეხბურთის მაგალითზე ყრდნობით ,ყველაფერში,მაგრამ დროული განვითარების,ეროვნულად წინსვლის საწყისი,იყალთოს და ბიჭვინთის აკადემიების ქონაა საჭირო,ქვეყანაში,გვააქვს ამგვარი სწავლის ქართველთა, საწყისი კერები,დამოუკიდებელ? დღევანდელ გაღატაკებულ,უჭკუოთა ,უეშმაკური ხრიკებით,ხალხის მყვლეფავთა ქვეყანაში?
დიდი ბრიტანეთი
11:15 22-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული