"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვაზიანში ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა იმის შესახებაც თქვა, რომ "დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია და სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" და "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

"ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. "დინამოს" სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 39 /
ეეე არ გვინდა ეგ რიჟა ბაზარი! თუ რამე ჭირს დინამოს, კეთილი ინებეთ და მოაგვარეთ!
ლაშა
15:08 31-07-2024
0
ჰო. შემოგვაპარეს და მგონი დანგრევას უპირებენ. ბევრი ჩვენგანის ბავშვობა და მთელი ცხოვრებაა დინამო. მაგრამ ისეთ ადგილას არის ყოველი თამაშისას საცობს და ერთ ამბავს ქმნის. რამდენად გამართლებულია მანდ ამხელა სტადიონის ფუნქციონირება? იცვლება ბევრი რამ და იქნებ დინამოს მანდ ყოფნა უკვე აღარ ჯდება ბევრ რამეში? არ ვიცი. მე პირადად ტრაგედიასაც არ შევქმნი თუ აიღებენ დინამოს. ისედაც ისე გაათახსირეს თბილისი, დინამოს ყოფნა-არყოფნით ბევრი აღარაფერი წყდება.
odala
14:52 31-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული