"ტორპედო" "ომონიასთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა.

გასვლაზე 1:3 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ სახლში თვიდანვე შეუტია, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც მეტოქის იერიშები მოჰყვა, მეკარე კლიაიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, შემდეგ კი სტემპინსკიმ გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში იანსანემ ლამაზი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა. 81-ე წუთზე სანდოხაძესთან შეჯახების შედეგად კვიპროსული გუნდის თავდამსხმელი კაკულისი საჯარიმოში წაიქცა, სემედომ პენალტი გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ომონია 1:2
გოლები: 0:1 სტემპინსკი (25), 1:1 იანსანე (47), 1:2 სემედო
(81, პენ)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, ვარლეი, სანდოხაძე, სახო, იანსანე, ელიტონი, გიგაური (ჟორჟინიო 71), შერგელეშვილი (ფაცაცია 71), პირესი, იონსენი

alt"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს

მკითხველის კომენტარები / 21 /
რეალურად რომ ვთქვათ სტივ კინი კატასტროფულად სუსტი მწვრთნელია თავის მოყვანილ ფიზ მომზადების მწვრტნელთან ერთად ტორპედოს ასევე სუსტი წერტილი არის ქართველი ფეხბურტელები ცენტრში გიგაური საცოდაობაა მმასზე მეტი საცოდაობაა ცენტრ: მცველები სანდოხაძე ნადარაია და მარცხენა მცველი შერგელაშვილი ის მომო იონსენი პირესი ვარლეი და კლიაიჩი საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურტელები არიან ტორპედომ სასწრაფოდ უნდა გაუშვას ეს კინი ზემოდჩამოთვლილ მოყვარულ ქართველებთან ერთად მოიყვანონ ამათ ადგილზე ძლიერი ლეგიონერები მინიმუმ მომო იანსანეს დონის დაუყენოს ამათ მინიმუმ გორს რომ ეხლა გაექცა ნოაში იმ დონის მაინც და ეს გუნდი გაისად გაიბრძოლებს ჯგუფისთვის საჩემპიინო გზით ეხლა ყურების ჩამოყრის დრო არაა კერესელიძე ჭკვიანი კაცია და იმედია მას ყველაზე კარგად ეცოდინება ეზ ყველაფერი. კი ს კიდე თუ ვერ ელევა გადაიყვანოს აკადემიის მწვრთნელად ესაა მაგის ლეველი სამწუხაროდ ან მენეჯერად თორემ ამ კაცს რა კლასის თუ კალიბრის ლეგიონერი არ უნდა მოუყვანო ვერ დაგიდებს შედეგს ძაან განუსწავლელი უკლასო მწვრტნელია გუნდის არცერთ სათამაშო ასპექტში არ იგრძნობა მწვრტნელის ხელი თან ფიზმომზადება გუნდს საშინელ მდგომარეობაში აქვს რაც ასევე მისი პირდაპირი დანაშაულია.
Mino
01:07 02-08-2024
0
სანამ გუნდებს დინამო,ტორპედო,ტრავერსი,კალენვალი და ა.შ. ერქმევა და ფეხბურთელიან,პრეზიდენტიან,მენეჯმენტიან მაგ მენტალიტრტით იაზროვნებენ არაფერი არ ეშველებათ
ნუკრი
01:04 02-08-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული