სტივ კინი: ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა

AutoSharing Option
დღეს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, "ტორპედო" კვიპროსში "ომონიას" დაუპირისპირდება. მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა:

"პირველ რიგში მადლობა “ომონიას” კარგი დახვედრისთვის. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. როგორც ყოველთვის, ჩვენს მეტოქეს ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და ეს შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

სამწუხაროდ, აურო ჟუნიორის სახით დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისის შევსებას შეძლებენ. მათი მჯერა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
საშინელ ფორმაშია ომონია... უნდა გავიაროთ.
ქუთაისი
02:42 25-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული