მან ყაველაშვილს ნამდვილი პატრიოტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა.
"მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ამიტომ მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა არ ყოფილა. ის "ალანიაში" ჩემთან ერთად იყო და თავი ყოველივე საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა.
ყაველაშვილი როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით გამოირჩეოდა და მიწვევა მანჩესტერ "სიტიდან" მიიღო. შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მინდა, ამ
ყოფილი ფეხბურთელები საქართველოში თანამდებობებს იკავებენ? კახა კალაძე, ყაველაშვილი - ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელს წარმოაჩენენ.
ზოგი ამას იტალიაში აკეთებს, ზოგი ინგლისში და ზოგიც კი ოსეთში. მჯერა, რომ ეს ღირსეული ადამიანები ღირსეულად ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო მოვალეობას", - უთხრა გაზაევმა ადგილობრივ "სპორტ ექსპრესს".