FF Awards 2024. საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მამარდაშვილი გახდა

AutoSharing Option

27 დეკემბერს, სასტუმრო პულმანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა.

წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 2024 წელს ქართული ფეხბურთში მიღწეულ წარმატებებს. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ისტორიულ, სადებიუტო ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე და ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ლევან კობიაშვილმა ისაუბრა ქალთა ეროვნული და ასაკობირვი ნაკრებების პროგრესის შესახებ.

სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მათ სამახსოვრო მაისურები გადასცა და მხარდაჭერისთვის
მადლობა გადაუხადა.

ქალთა ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის, მათ შორის, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გასვლისთვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი.

GFF Awards 2024-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად კი, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.

2024 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა.

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: თეონა ბაქრაძე

ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი ღავთაძე

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: საბა გოგლიჩიძე

საუკეთესო მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19

ოქრო: საბა სამუშია (დინამო თბილისი)

ვერცხლი: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი)

ბრინჯაო: ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი)

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17

ოქრო: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ვერცხლი: ანდრია ბართიშვილი (დინამო თბილისი)

ბრინჯაო: მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი)

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 8 /
სჯობია ფეხბურთზე წერო. დამიჯერე
იასონას
12:21 28-12-2024
2
ხალხი აქ ხუმრობს იმაზე,თითქოს ტალახაძეს ან პეტრიაშვილს შეიძლება მოეგო. სასაცილო არ არის ეს ამბავი,არავინ არ უფიქრდებით იმას,რატომ შევიდნენ ესენი პარალამენტში ან რატომ არის ყაველა პრეზიდენტი. იმიტო ხო არა რო უცხოური აგენტებით არის ქვეყანა სავსე? მოდით განვიხილოთ,რატომ უნდა აფინანსებდეს ამერიკელი ან ევროპელი ქართველის სწავლას უცხოეთში? თქვენ დაააფინანსებდით ისეთ ადამიანს,ვინც თვალით არ გინახავთ და არც თქვენს ქვეყანაში ცხოვრობს? რა ამერიკელი და ევროპელი ცოტაა,ვისაც სწავლის დაფინანსება სჭირდება? გავიგე რო ბევრი ფული აქვთ,მარა ეგ ბევრი ფული კი არ ექნებოდა ასე უაზროდ რო ყრიდნენ ან ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულით მაყვალა და ჯემალა რატომ უნდა დააფინანსო? მიზეზი ერთია,მათი დამუშავება და ჩანერგვა,ყველა გრანტი თუ სხვა სახის დაფინანსება გამოიყოფა ამისათვის,ყველა ამის მიმღები არის დამუშავებული და ჩანერგილი. ეს თვითონაც არ იციან ისე კეთდება,მათ მართლაც სჯერა რო ქვეყანას ემსახურებიან,თუმცა უცხეოლების ინტერესებს ატარებენ. არ ხდება ისე,თითქოს ვიღაც უანგაროთ გაძლევდეთ რაიმეს და ვალდებულებებს არ გაკისრებდეთ,არ არის სამყარო ეგრე მოწყობილი. ამიტომაც შეიყვანეს ის ორი პარლამენტში და ამიტომ გახდა ყაველა პრეზიდენტი. დამთავრდა აგენტურის დრო საქართველოში,თუ ეს ამბავი გადაილახა,მერე მართლაც შეგვეძლება განვითარება და გაერთიანებაზე ფიქრი. ყაველა ისეთი გაუნათლებელია რო აგენტი ვერ იქნება,აგენტის მნიშვნელობაც არ ეცოდინება დარწმუნებული ვარ. მალე გავა მაგის პრეზიდენტობის ვადა,შემდეგიც გაუნათლებელი გვეყოლება და აი,შემდეგ საქართველოში გამოზრდილი,განათლებული პრეზიდენტი იქნება. ნურავის ეგონება რო ქოცეთს არ ვგულისხმობ ზემოთ თქმულში,იქაც არიან უცხოეთის გრანტის წამოზრდილები,მე ვსაუბრობ მთლიანად საქართველოზე პარტიული კუთვნილების მიუხედავად. რა გგონიათ,დავითი ბიზანტიაში არ გაუშვებდა ხალხს სასწავლად? თუმცა ადგა,იყალთოს და გელათის აკადემიები გახსნა,ხოდა ასე გამოზარდა განათლებული და პატრიოტი ხალხი. მსგავსი გვჭირდება აქაც,ყველა უნივერსიტეტი უნდა გათავისუფდეს გარე გავლენებისგან,განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტები. წიგნი იყოს მთავარია,სწავლის მიღება შესაძლებელია. როგორც გადასახადის გადამხდელი,მზად ვარ მეტი გადასახადი გადავიხადო,თუ ეს ნაზარდი თანხა განათლებას მოხმარდება.
იასონას უდარი
08:24 28-12-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული