"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას, სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და "კვარას" წარმატებები უსურვა.

"კარგად მესმის, რას ნიშნავს იყო ქართველი და თან ფეხბურთს ამ ესთეტიკით თამაშობდე. კიდევ უფრო კარგად ვიაზრებ, რამდენად რთულია მიმზიდველი, საფირმო სტილის დაცვით წარმატების ისტორია შექმნა და ამ ყველაფერს, გვირგვინად, გუნდური და ინდივიდუალური ტიტულები დაადგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო ის, რაზეც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობის პირველი დღიდან ოცნებობს. კვარამ წარსული თაობების ნატვრა რეალობად აქცია და მომავალ თაობებს წარმატებისკენ მიმავალი ჭიშკარი შეუღო. იქცა
იმედად, რომ ხუთჯვრიანი დროშა მთავარ სცენებზე მუდმივად იფრიალებს.

ეს დიდი გაბრწყინების მხოლოდ გარიჟრაჟია და მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის. წარმატებები!", - წერს ქინქლაძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე.

შეგახსენებთ, კვარაცხელია პსჟ-ს "პარტენოპეიდან" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

altგადაწყდა - "ნაპოლი" კვარაცხელიას შემცვლელს 60 მილიონად შეიძენს

altხვიჩას ღირსეული ჟესტი - დე ლაურენტისს ბოლო თვის გასამრჯელო არ გამოართვა

alt"კვარაცხელიას და მარმუშის სანაცვლოდ 75 მილიონი გადაიხადეს, მსოფლიო საუკეთესო გუნდები კი ამ ფეხბურთელით არ ინტერესდებიან" - კასანომ გაკვირვება გამოხატა

ასევე დაგაინტერესებთ