გადაწყდა - "ნაპოლი" კვარაცხელიას შემცვლელს 60 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
„კორიერე დელო სპორტის“ მტკიცებით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს, 20 წლის ალეხანდრო გარნაჩოს „მანჩესტერისგან“ მალე შეიძენს.

„ნაპოლის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე ტელეფონით პირადად ესაუბრა გარნაჩოს, კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კი „მანჩესტერის“ წარმომადგენლებს შეხვდება და ტრანსფერში 60 მილიონ ევროს შესთავაზებს.

გარნაჩომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 50 მილიონია. „ნაპოლი“ მზადაა არგენტინელს 4+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმოს.

alt"საინტერესოა, რომელი "კვარა" დაკარგა "ნაპოლიმ"? - "პარტენოპეისა" და "რომას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე

ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 24 /
ვუყურე ამ ალეხანდრო გარნაჩოს....
არააა, ეს კვარა არაა. კვარა მხატვარია, არტისტი.
ეს ტლანქი და პროგნოზირებადია.
20 გოლიც რომ გაიტანოს, კვარას ადგილ ნეაპოლელთა გულებში ვერ დაიკავებს.
ჩაო, ნაპოლი! აღარც მოვიხედავ თქვენსკენ ))
გია_544
20:58 22-01-2025
0
კვარასთვის ნორმალური ხელფასი გადაეხადა არ ჯობდა? კვარას გაყიდვით ვერაფერი მოგება დარჩათ
მე
11:52 22-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული