"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა

AutoSharing Option
სანქტ-პეტერბურგის "ზენიტმა" ბრაზილიური "ბოტაფოგოს 24 წლის ფორვარდი ლუის ენრიკე 35 მილიონ ევროდ შეიძინა. აღნიშნული საკმაოდ ძვირადღირებული გარიგების შესახებ რუსული Championat ვეტერან ქართველ ფეხბურთელს ზაზა ჯანაშიას ესაუბრა.

ჯანაშიამ ეს ტრანსფერი არ მოიწონა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" რუსი ან ქართველი ფეხბურთელი დაემატებინა.

"რატომ ხარჯავს "ზენიტი" 35 მილიონ ევროს ლუის ენრიკეზე? ელოდება თუ არა კლუბი ევროტურნირებზე დაბრუნებას? ვფიქრობ, რომ ეს უაზრო ტრანსფერია, რადგან ლუის ენრიკეს გარეშეც "ზენიტი" ძლიერი კლუბია.

სანქტ-პეტერბურგელებს შეეძლოთ ფეხბურთელი რუსეთიდანაც აეყვანათ, რადგან ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა. უკეთესი იქნებოდა,
კლუბში რომელიმე ქართველი ფეხბურთელი გადასულიყო და შემდეგ ის 35 მილიონად თავად გაეყიდათ", - თქვა ჯანაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს ჯანაშია ნაკრებში თამაშის დროს არველაძეებს და ქინქლაძეს მაგრად ჰყავდათ აგდებული, აჩმორებდნენ. მაშინ მეგონა თბილისელებმა არიფი სოფლელი ნახეს და ეკაიფებიან მეთქი. თურმე რა შუაშია სოფლელობა, არიფობა. კაცი ჩამოყალიბებული PIტალოა. რუსებმა მოსკოვში რომელიღაც ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელის ადგილი უფეშქაშეს და ტიპი რუსების საპოხ მასალად გადაიქცა. ოტრაბატივაეტ - როგორც რუსები იტყვიან.
ხვიჩა
18:51 23-01-2025
6
"მენტალიტეტ დებილ" - აი ასე თქვა ოდესღაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა ჯანაშიაზე, როცა ნაკრებში გამოიძახა და მოსკოვიდან თვითმფრინავის ნაცვლად 3 დღე მერსედესით იარა - იმარიაჟა ბიჭმა

პ.ს. ამის გამოთქმულ აზრს ფასი არა აქვს!
niko
18:05 23-01-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული