ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ანდრეი შევჩენკოს დღეს ფეხბურთის სახლში ჩატარებულ შეხვედრაზე Tribuna-ს ჟურნალისტმა ირინა კოზიუპამ კითხვა დაუსვა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოფილი თანაგუნდელის, კახა კალაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა თბილისის მერია.

"კალაძესთან ურთიერთობა არ მაქვს, ამ საკითხში მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს", - უპასუხა შევჩენკომ.

ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. ამ სიაში კახა კალაძეც მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 47 /
ყველა, ვინც ჩვენ გვმტრობს, გაგკარით!
შევჩენკოს.
22:42 11-02-2025
37
შევჩენკო! არამი იყოს შენზე და შენაირ უმადურებზე ის დახმარება, რაც ქართველმა ერმა და კერძოდ კალაძემ გაგიკეთათ! გაგანია ომია უკრაინაში, რუსები გჭამთ ყველანაირი გაგებით და აქ კიდევ ცვენთვის იცლით? აღარ ვიძახი იმ ბინძურ არსებებზე: ზელენსკი, გონჩარენკო, არახამია და დანარჩენ ხროვებზე, რომლებიც გვიკიჟინებდნენ ქართველ ერს, "კარგი მზიანი ამინდია და გაისეირნეთ" აფხაზეთში და სამაჩაბლოშიო და დაუპირისპირდითო რუსებსო. (გიჟი მიშა, რო ყოფილიყო მეორე ფრონტი არ აგცდებოდა) მოდი ეხლა და ასეთ უგუნურებს ელაპარაკე და სიკეთე გაუკეთე! შეცჩენკო, კახიზე ეგ პირი გამოირეცხე და პირის გამორეცხვა აქაურ "სლავა უკრაინჩიკებსაც" არ აწყენდდათ.
ასეა!
22:24 11-02-2025
54
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული