"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით. ამისთვის გიორგი მიქაუტაძესაც ამბიციური განაცხადი აქვს გაკეთებული, ის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირობისკენ აქტიურად მიიწევს.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები: თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი,

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე,

მიხეილ მესხი.

GG
კავაზაშვილი ისევ ქართველო გგონიათ?
ვაჟა მასწავლებელი
ბატონო ვეტერანო წინა საუკუნის 60 წლებში სტადიონზე თუ არ გიშვებდნენ არ ვიცი რატომ ვერ იხსენებ სერგო კოტრიკაძეს და რამაზ ურუშაძეს?
ვეტერანი
ხოხ, "ამბროსიჩით" კი არა, სჯობს მალხაზ გაგოშიძით შეცვალო:))))))))))))))))))))
ვეტერანი
ჩვენი მეკარეების თემას "დავხურავ".აქ ბევრი ახალგაზრდაა და მათ შესახებ ყურმოკვრით და ხშირად არასწორადაა ინფორმირებული. 3 მეკარეს გამოვყოფდი, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ/ სტეფანიაზე ადრე დავწერე/. 1. ჩემი სუბიექტური აზრით / ბევრი სპეციალისტი მეთანხმება/ საშა მეშკოვი. იყო პერიოდი, როდეს 17 წლის ასაკში მეშკოვს დასაევი! დუბლში ეჯდა! სიმაღლიდან დაწყებული, აბსულუტურად ყველაფერი ქონდა, მაგრააამ.. ყველაფერი თავადვე გააკეთა რომ დიდი ფეხბურთი არ ეთამაშა. სხვატაშორის, საშას უნიჭიერესი ძმა ჰყავდა, დიმა.რეაქტიული ფორვარდი/ მაშინ თან ყველა იდგა მოედანზე:)/ტრაგიკულად დაასრულა ცხოვრება. 2) კაკო დევაძე .ეხხხ.. დევა, დევა.ახლა თავად ყოველდღე თავადვე ნანობს სად და რაში გახარჯულ მომადლებულ ნიჭს. 3:) მამუკა აბუსერიძე. სპორტული კარიერის პიკს უახლოვდებოდა, როცა არასასხსენებელმა აიძულა ხელმოტეხილი დამდგარი კარში!!!! მას შემდეგ აბუსერიძისგან აჩრდილიღა დარჩა... კიდევ ორმა მეკარემ, ვოვა მარღანიამ და ავთო ქანთარიამ თავანთი შესაძლებლობები უმეტესად არასათანადო სიმაღლის უქონლობის გამო ვერ გამოავლინეს.. პს. ასე რომ მამარდას კლასის მეკარეს ქართული ფეხბურთი 80 წელი ელოდა!!!
ვეტერანი
ბატონებო, ხომ არ აჯობებს სრულყოფისთვის მილენიუმამდე 3 ეპოქის ჩვენი ნაკრები შეგედგინათ? 2 "ოქროს" დინამოსა და 90-იანების უნიჭიერესი თაობის? პაიჭაძე და ჯეჯელავა პირობითად პირველი ფორმაციის ნაკრებთან მოვიაზროთ, კალაძე კი მესამე თაობის გუნდთან...რაც შეეხება ამჟამინდელ თაობას, ის დიდ ფეხბურთში სერიოზულ ნაბიჯებს ახლა დგავს და მათი ისტორიული განდიდება-შეფასება კარიერის დამთავრების შემდეგ იქნება უპრიანი. ტრადიციულად მსგავს სიტუაციაში გამონაკლისს მხოლოდ დიდი მიღწევის მქონე ფეხბურთელი წარმოადგენს. ჩვენი საზომით-ეროვნულს ან ტიტული უნდა მოაგებინოს , ან ფინალში გაიყვანოს / როგორი საქმეა ა?:)/ ასე რომ ახალგაზრდა თაობას, ნუ ჩქარობთ, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.
ვეტერანი
კავაზაშვილი ბერძენია. მისი ნამდვილი გვარი კავაზიდისია. სამწუხაროდ კოტრიკაძეს სჯობდა, თუმცა "პარმენიჩი" ლამაზი, პუბლიკაზე მოთამაშე მეკარე იყო და ქომაგს უზომოდ უყვარდა. ანზორა უფრო სტაბილური და საიმედო იყო. რეალურად კი ადრეც ვთქვი, ევროპული კლასის მეკარეებს არჩერთი მათგანი არ განეკუთვნებოდა. მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, ვინაც ევროსარბიელზე თამაშის კლასით გამოირჩა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ... ჩვენი მეკარეების უმეტესობა ტანდაბალი იყო და ეს პრობლემას ჩანასახშივე ქმნიდა. გამონაკლისი მხოლოდ ურუშაძე იყო, თუმცა რამაზი ტლანქი იყო და თავის სიმაღლეს უმეტესად არარატთან შეხვედრებში იყენებდა:) ცალი ხელით გამოდიოდა სომხების ჩაწოდებებზე/ჭიპამდე ძლივს წვდებოდნენ/ ქართველი მეკარე გამოსვლაზე-ისტორიას არ ახსოვს! ძაღლივით დაბმულები იყვნენ კარში:) და მტრისას თუ გამოსვლას იწყებდნენ..იუტუბი-ზე მრავალი კადრია, თუ რა დღეში იყო ჩვენი მეორე ოქროს გუნდის მეკარე-კატა:)
გიო
მამარდაშვილი,ხურცილავა, ჩივაძე, სიჭინავა, დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე, სულაქველიძე, ყიფიანი, ქინქლაძე,(ან კვარაცხელია) შენგელია, მესხი
პატრიოტი
გამაგებინეთ, კავაზაშვილი ქართველია თუ ბერძენი, კარგი მეკარე იყო, მაგრამ მის ნაცვლად კოტრიკაძეს ავირჩევდი, ერთ დროს ის საბჭოთა კავშირშიც პირველ მეკარედ მიიჩნეოდა, როცა იაშინს ჩავარდნა ჰქონდა და 40 მეტრიდან უშვებდა გოლებს, მერე იაშინი გააგზავნეს მსოფლიო ნაკრებში და იქ გამოიჩინა თავი
ვეტერანი
ყველაფერი იდეალურია და ეგაა და ეგ არა?: ჰმ. არ ვიცი შენი ასაკი /თუმცა მაგას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს/ 1 მეგობრულ რჩევას მოგცემ.. ქართული ფეხბურთის ქომაგის ნებისმიერ თავყრილობაზე დიდი მიშა მესხი რომ დააკნინო, რბილად გეტყვი რომ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები.. ალალად გეუბნები და შენი საქმე შენ იცი....
ვეტერანი
ეტყობა ჩემი თაობის ხარ და მანოს შეფასებაში სრულად გეთანხმები! დიდი კი არა, დიადი იყო!!! ჭომა მაგის ნახევარიც არ იყო, ეგაა კარგი სანაკრებო კარიერა ჰქონდა, თუმცა მარტო პარიზსში მანოს გატანილი გოლი რად ღირს!!:) თავდასხმაში/ მცველის მოკლების ხარჯზე, მიხვდები ალბათ, ვისით:)/ დიდი მიშა უცილობლად უნდა დავამატოთ, თორემ ჯოჯოხეთში ჩარტერით გვიკრავენ თავს...
ვეტერანი
მსგავსი ტიპის სიმბოლური ნაკრები მუდამ სხვადასხვა თაობის ქომაგის დაპირისპირების საგნად იქცევა! რაკიღა IFFH-მ შეადგინა,მცირე კორექტირებას შემოგთავაზებთ. თქმა არ უნდა ბევრი დიდი ქართველი ვერ მოხვდა წარმოდგენილ სიმბოლურში. როდესაც თქვენეულ რჩეულს თავაზობთ, უპრიანია მიანიშნოთ ვის ნაცვლად, სიიდიან ვის აგდებთ?:) დიდი მიშას არ ყოფნას მინიმუმ 3 თაობა არ გაპატიებთ, ამიტომ შევცალოთ წარმოდგენილი სქემა 3-3-4-ით / ნახევარი საუკუნის წინ ასეთი სქემით თამაშობდნენ. თავდასხმას დავუმატოთ დიდი მიშა, დაცვაში მავანი მოვაკლოთ/გემოვნებით:)/, ნახევარდაცვაში კი დიდი მანო, მანუჩარი -უპირობოდ! "ჭომა" მანოს ნახევარიც არ იყო, საბჭოურ ნაკრებში წარმატებული კარიერის მიუხედავად...შეგიძლიათ მათი თაობის ნებისმიერ პროფთან გადაამოწმოთ. კავაზიდისს ჩვენთან თამაში პრაქტიკულად არ დასცალდა, თუმცა კლასიდან გამომდინარე იმსახურებდა. საბჭოურ დონეზე სტაბილური მეკარე იყო, თუმცა ევროპულ კლასთან ახლოს ვერ მივიდოდა. ჩვენ ისტორიულად გვქონდა მაღალი კლასის მეკარეთა დეფიციტი. მაქსიმუმ, საშუალო დონის მეკარეები, ისიც მხოლოდ საბჭოურ დონეზე! ჩვენში უმეტესად ადრე მეკარე მაყურებელზე თამაშით ფასობდა. ყველაზე პერსპექტიულად სტეფანია ითვლებოდა, თუმცა სულ პატარა ბიჭი დაიღუპა და სრულყოფილად ვერ შეაფასებ. აი რასაც მამარდა თამაშობს, თაობებს ტკბილ სიზმარში არ უნახავთ. თფუ-თფუ-თფუ და სულ რომ აღარ გავიდეს მოედანზე, რაც გააკეთა დღემდე კლასით, რწმუნებით ვამბობ!!! ისტორიაში ყველა ქართველი მეკარე ერთად რომ შეკრიბო, მამარდა მაგათ 2 თავით აჯობებს! პ.ს. მეკარის თაობაზეც დაეკითხეთ პირუთვნელ პროფებს:)
.სოსო
სლავა მეტრეველი პირველი ქართველი ფეხბურთელი იყო,რომელმაც მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.
გიორგი
სოსოს გეთანხმები.მეტრეველი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია რომელიც 8-ჯერ აღიარეს საუკეთესოდ თავის ადილზე, როგორც საუკეთესო მარჯვენა თავდამსხმელი. შეადარე, მესხი 6 ჯერ იყო დასახელებული მარცხნივ. გუცაევის თამაში მე მახსოვს, და ძალიან მაგარი იყო, და მარტო 3-ჯერ დაასახელეს მარჯვენა ფლანგზე საუკეთესოდ.

ზოგადად, ასეთი პირობითი გუნდი განწირულია კრიტიკისათვის. ყველას ჰყავს ისეთი საუკეთესო ფეხბურთელი , რომელიც აქ ვერ მოხვდა.მაგრამ მთავარია, ზედმეტი არ იყოს ვინმე. კავაზაშვილს აგინებს უმეტესობა. რუსულ კლუბსი თამაშობდა ,თუ სომხურში, ქართველია, ანზორი ჰქვია და მამამისს ამბერკი. მე მისი თამაში არ მინახავს , მაგრამ სხვები ამბობენ რომ ტოპ მეკარე იყო და მიღწევებიც აქვს. ასე რომ ნუ შეჭამთ ღვთისავარს, არაფერი არ დაუშავებია. ერთადერთი, რაც სასიხარულოა ამ " აზრთა ჭიდილში " , ბევრი საამაყო ფეხბურთელი გვყავს ქართველებს.
სტალინი
https://www.iffhs.com/posts/1395 სსრკ ყველა დროის 11-ლი: იაშინი, ბესონოვი, შესტერნიოვი, ხურცილავა, დემიანენკო, ვორონინი, ნეტო, ჩისლენკო, სტრელცოვი, ბლოხინი, გრიგორი ფედოტოვი. სსრკ ბ ნაკრების 11-ლი: დასაევი, ოგონკოვი, ჩივაძე, ბაშაშკინი, ლოვჩევი, ჩერენკოვი, ყიფიანი, მეტრეველი, ნიკიტა სიმონიანი, ბობროვი, მესხი ინგლისის ყველა დროის 11-ლი: ბენქსი, არმფილდი, მური, რაითი, კოული, ბრაიან რობსონი, ბობი ჩარლტონი, მეთიუზი, ლინეკერი, გრივსი, ფინი. არგენტინის ყველა დროის 11-ლი: კარიზო, ძანეტი, პასარელა, პერფიუმო, მარზოლინი, რედონდო, არდილესი, მარადონა, მესი, ბატისტუტა, დი სტეფანო ბრაზილიის ყველა დროის 11-ლი: ჟილმარი, კაფუ, კარლოს ალბერტო, დომინგუს და გუია, ნილტონ სანტოსი, დიდი, ზიკო, გარინჩა, პელე, რონალდო, რონალდინიო საფრანგეთის ყველა დროის 11-ლი: ბარტეზი, ტურამი, ბლანი, დესაი, ბოსი, დეშამი, ტიგანა, პლატინი, ზიდანი, რაიმონ კოპა, ტიერი ანრი გერმანიის ყველა დროის 11-ლი: მაიერი, კალცი, ბეკენბაუერი, ბრაიტნერი, ბრემე, მათეუსი, ნეტცერი, ოვერატი, ვალტერი, გერდ მიულერი, რუმენიგე იტალიის ყველა დროის 11-ლი: ბუფონი, ბერგომი, შირეა, ბარეზი, მალდინი, ფაკეტი, ტარდელი, სანდრო მაცოლა, რივერა, ჯუზეპე მეაცა, ბაჯო ესპანეთის ყველა დროის 11-ლი: კასილიასი, რამოსი, პუიოლი, იერო, გორდილიო, ხავი, ინიესტა, ლუის სუარესი, რაული, ზარა, ხენტო როგორც ვხედავთ, ყველგან უმეტესად წარსულის ფეხბურთელები არიან მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც
დ.დ.
საქართველოს ყველა დროის 33 საუკეთესო ფეხბურთელებში მოსახვედრად, პოსტსაბჭოთა ფეხბურთელებიდან ქინქლაძის გარდა ვერავინ ვერ განაცხადებს პრეტენზიას. კალაძის ადგილი, არა თუ საუკეთესო თერთმეტეულში, არამედ საუკეთესო ოცდაცამეტშიც არაა. ჩემი კვარას მიმართ დიდი პატივისცემის და სიყვარულის მიუხედავად, წარმოუდგენლად მიმაჩნია მან დიდი მიშა მესხი, ან მისი შვილი - პატარა მიშა მესხი, ყიფიანი, შენგელია, მეტრეველი, პაიჭაძე, ბარქაია, გუცაევი, ჯეჯელავა, შოთა არველაძე, ან ჯუბა ხაჟალია ჩაანაცვლოს. ნახევარდაცვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, სადაც ისეთი კორიფეები ფიგურირებენ როგორებიც ღოღობერიძე, იამანიძე, სიჭინავა(ჩორნა), დარასელია, ასათიანი, ქინქლაძე, ანთაძე, სულაქველიძე, კუტივაძე, ქორიძე და სხვები არიან. ასე რომ, ვინმე დიდი ფენომენი ფეხბურთელი უნდა დაიბადოს, რომ ამ შემადგენლობაში "ჩაკვეხება" მოახერხოს.
alexandre
არა მეგობარო. მცველი იყო ბორის სიჭინავა. გიორგი, იგივე ჟორა, იგივე ჩორნა იყო ნახევარმცველი, უზადო ტექნიის პატრონი. იმდენად ტექნიკური იყო, რომ 1965 წელს მოსკოვში ბრაზილიამ 3-0 რომ მოუგო სსრკ-ს, მათ შორის პელეს 2 გოლით, თამაშის მერე ჯვარი "ცეპოჩკაზე" აჩუქა გიორგი სიჭინავას - მაგარი ხარო.
alexandre
ნამდვილად ვეთანხმები ძირითადად კომენტარებს, რომ კავაზაშვილის ადგილი ამ მართლაც რომ ლეგენდების გვერდით არ არის. კოტრიკაძე, გაბელიას მე დავამატებდი ურუშაძეს - მგონი მას ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული საშუალოდ მატჩზე გადაანგარიშებით. ზოგისთვის კალაძეს დონე არ ყოფნისო. რა თქმა უნდა სისულელეა იტალიასთან გოლების განზრახ გატანაზე ფიქრიც კი. უბრალოდ რომ გაეტარებინა, იტალიელი თავდასხმელი შეჭედავდა კარებში. სიმართლე გითხრათ, არც მე მომწონს ამ გუნდში. რატომ ავიწყდება უმეტესობას: გივი ჩოხელი! უძლიერესი მარცხენა მცველი იყო. ტრავმის გამო შეწყვიტა კარიერა, თორემ სასწაული იყო. თან მაგარი ვაჟკაცი, გაუბედა და იაშინსაც კი არ დაუთმო რაღაც საკითხებში.
ქართველი
გიორგი სიჭინავა მხეცი მცველი იყო პელეს ფეხი ან გაანძრევინა ცნობილი ამბავია პელემ მაისური აჩუქა. უძლიერესი მცველი იყო ნამდვილად საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც იყო. თავისუფლად დადგება კალაძის მაგივრად. აი დიდი ვინ იყო
ქართველი
გუცაევი და შენგელიაც ძალიან დიდი ლეგენდები არიან, მესხი და მეტრეველი რომ არა ეგენი უნდა იდგნენ. რახან მანდ მარტო 11 კაცის ადგილია, მაგან ქართულ ფეხბურთზე შეზღუდული წარმოდგენა არ უნდა შეგვიქმნას.
ელიასი
კავაზაშვილი დიდი ნაგავი ვინმეა, მაგრამ მართლა ძალიან მაგარი მეკარე იყო (მარადონაც დიდი ოხერი ვინმე იყო, მაგრამ ფეხბურთელი - გენიალური). კალიაძის ნაცვლად შოთა ხინჩაგაშვილი უნდა იყოს. სულაქველიძის და დარასელიას ნაცვლად ბასა ღოღობერიძე და შოთა იამანიძე.
ფეხბურთი
ახლებიდან მარტო ქინქლაძე დაუდგება ძველებს გვერდზე და ასათიანი ყიფიანის შემცვლელად. სხვა არავინ არანაირ ვარიანტში. კალაძეზე პოლიტიკურად გადაკიდებული კი არა ვარ, უბრალოდ მაგის 2ჯერ მოგებული ლიგა არის სტატისტიკა და ვერასდროს ვერ შემიქმნის ზედმეტ წარმოდგენას. ფინალში პენალტიც გააფუჭა, სუსტი რგოლი იყო მილანში რეალურად. საშუალო დონის სერია A ს ფეხბურთელი ისიც დიდი შრომის და წვალების ფასად, რაშიც მადლობას ვუხდით. ქინქლაძეს ტიტულები არა აქვს მაგრამ თავის საქმეში ნამდვილად მხეცი იყო და საკულტო ფიგურა გახდა. საშუალო დონე ნამდვილად არ ყოფილა არსად, ამაშია განსხვავება. კალაძის ადგილას ისევ ძველებიდან მოიძებნება ვინმე, სანამ ახალი მაგარი არ გამოჩნდება. აი გოგლიჩიძე მხეცია ახალი მალდინი დაუძახეს იტალიაში, ახალი კალაძე კი არა
ქართველი
კავაზაშვილს არაფერი საერთოდ არა აქვს მაგ დანარჩენ ძველ ქართველ ლეგენდებთან ვინც საქართველოსთვის იბრძოდნენ მართლა შეგნებულად. მათი გუნდის ნაწილი არ არის, იგივე შეგნება და სულისკვეთება არ ქონია ქართული. განსხვავებით მართლა ქართველი მეკარეებისგან, მაგალითად "დარიალის კარის დარაჯი" სერგო კოტრიკაძე რომელსაც ბორის პაიჭაძემ აუთხრა: “სერგო, ყოველთვის გახსოვდეს, რომ “დინამოს” კარს კი არა, დარიალის შემოსასვლელს იცავ და ნებისმიერ მატჩში სათამაშოდ გასულს ეს არ დაივიწყო”. სერგო კოტრიკაძეს ყველა თაობის ქართველ გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელის ეს შეგონება კარგად ახსოვდა და თბილისის “დინამოს” მეციხოვნეობას თხუთმეტი წლის განმავლობაში თავდადებითა და ოსტატობით ღირსეულად სწევდა. ასევე ოთარ გაბელია დიდი დინამოს ლეგენდა და განუყოფელი ნაწილი რომელიც იბრძოდა საქართველოსთვის და იგივეს აკეთებდა. მაგ გუნდის ნაწილი რეალურად ესენი არიან. როცა არსებობენ ასეთი ხალხი, კავაზაშვილი ქართველად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. საქართველოში ყველამ არც იციან კავაზაშვილი ვინ არის . რადგან ქართული ფეხბურთის ნაწილი არასოდეს არ ყოფილა. ეს კავაზაშვილი ეხლა უფრო გაიცნო ფართო მასებმა რაც სკანდალური კომენტარების ტლიკინი დაიწყო
თამაზი
დათიკო48-ს - დათიკო, მირჩევნია დავით ბატონო! მიხეილ მესხს არცერთი ქართველი, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ფეხბურთში, არასოდეს გამოტოვებს. თუმცა, საუკეთესოები ყველა დროს თავისი გმირი და კერპი ჰყავდა. დინამოსთვის აქილევსის ქუსლი ჩემს მეხსიერებაში მარცხენა მცველი იყო. კალაძის მაგ პოზიციაზე გამოჩენა ჩემთვის გაუგებარია. მარტალია, ის მილანში მაგ პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ იგი მილანის ძალიან რიგითი ჭნაჭიკი იყო. კალაძე გაცილებით უკეთესი იყო კიევში ნახევარდაცვაში. კიევში რებროვის და შევჩენკოს შემდეგ გუნდის ერთერთი ლიდერი იყო. ეს ყველაფერი არ უხსნის პასუხისმგებლობას იტალიის ნაკრებთან ორი ავტოგოლის გამო, რაც მე შემთხვევითად არ მიმაჩნია ამდენი წლის შემდეგაც. დანარჩენი მის სინდისზე იყოს, თუ, რათქმაუნდა, ის (სინდისი) ოდნავ შერჩა მაინც.
დავით 67
კარგად წაიკითხე სია!
zura222
მაგარი შემადგენლობაა ერთის გამოკლებით-კავაზაშვილი არ უნდა იყოს აქ ! იმიტომ კი არა რომ გარუსდა იმიტომ რომ გაბელიაც ჯობია მაგას ურუშაძეც და კოტრიკაძეც ! ეს შემადგენლობა ეხლა რომ გვყავდეს ყველა ტურნირში მინიმუმ სამეული გვექნებოდა განაღდებული !
დათიკო48
მიხეილ მესხი რატომ გამოტოვეთ?გაიხსენეთ 1964 წლის მატჩი რომ გახდა "დინამო"თბილისის ჩემპიონი მაშინდელ სსრკ-ში.
დათიკო48
კი მაგრამ მიხეილ მესხი არ იყო საუკეთესო თავდამსხმელი?არ გახსოვთ ან არ გინახავთ მისი "ფინტი",რამდენი წელიწადი თამაშობდა "დინამოში".გადახედეთ ისტორიას 1964 წლის გამარჯვებას რომ გავხდით ს.ს.რ.კ.-ში ჩემპიონები,და მესხის დამსახურებას!!!
ქ. გ.
კარგი კომენტარია. ბევრი dislike-ი იქნება. სიმართლე არ უყვართ.
ქ. გ.
"საუკეთესო" არ უნდა შეგვეშალოს სხვა კატეგორიებთან: ყველაზე პოპულარული, გაპიარებული, ჩემი საყვარელი ფეხბურთელები, გუნდისთვის სასარგებლო (მუშა), ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ძლიერი... მაგალითად: პოპულარული: მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, გუცაევი; ჩემი საყვარელი: მეტრეველი, დათუნაშვილი, მაჩაიძე, შენგელია, ჩივაძე; სასარგებლო: სულაქველიძე, ქორიძე, ხურცილავა, კალაძე; ნიჭიერი: ქინქლაძე, მაჩაიძე, ჩაკვეტაძე, კახა ასათიანი, დარასელია; ძლიერი (საუკეთესო): კვარაცხელია, მაჩაიძე, დათუნაშვილი, ჩივაძე, შენგელია; უსამართლოდ დავიწყებული: გოჩა გავაშელი, გივი ნოდია, გაბელია, კოსტავა, ხინჩაგაშვილი, დათუნაშვილი, ქორიძე.

ისე სადაც კავაზაშვილი შეტენეს. სამართლიანობა მოითხოვს ვალერი გაზაევისა და ომარ თეთრაძისთვისაც მოეძებნათ ადგილი :)
d
როცა ყველა დროისაზეა საუბარი. ობიექტური ვერ იქნები. არ გაქვს ნანახი. აქ წინა პლანზე გამოდის ლეგენდის ფაქტორი. მესხი არის ლეგენდა. არ იცი რას თამადობდა მაგრამ მაინც იცი მის შესახებ. ვისაც ფეხბურტი არ უყვარს იმანაც კი იცის :) ასეთები ბევრი არაა. დავასახელებდი. მესხი დარასელია- გამარჯვების გოლის ავტორი. ალბათ ყიფიანიც. მეტრეველიც. თანამედროებში რა გითხრათ :) ჯერ-ჯერობით კვარას აქვს შანსი :)
Rezo
კავაზაშვილის ...... არ გამიაქვეყნებთ. ეგ არაა ქართველი და + კოტრიკაძე სჯობს. მეტრეველი-სულაქველიძის მაგივრად შენგელია-გუცაევიც შეიძლებოდა
asea
ქინქლაძე,შოთა არველაძე და კვარაცხელია?
უცნობი
კავაზაშვილის გარდა ყველას ვეთანხმები,თუმცა ერთი ასეთი დონის თერთმეტეულის შედგენა კიდევ შეიძლებოდა.
ტაბუ
კავაზაშვილი არა, კვატი. სერგო კოტრიკაძე.
ვახტანგი
რუსეთუმე კალაძე და კავაზაშვილი ამოაგდეთ, გაბელია და ვინმე დაამატეთ, ეგენი ქართველები არ არიან
G.LA
არ მესმის რატომ გინდათ რუსებს ჩვენი საფეხბურთო ისტორია დააწერინოთ? ეს რაღაც გაუგებარი რუსული კანტორა რას წერს არ გვაინტერესებს. ეგენი ასე ურცხვად ცდილობენ რუსი კავასიდისი შემოგვატენონ, რომელსაც ქართულ კლუბში არაფერისთვის მოუღწევია. იმ დროს დინამოს კარს კოტრიკაძე იცავდა, რადგან ბევრად უკეთესი იყო. ამბობდნენ მნახველები იმ დროს იაშინსაც არ ჩამოუვარდებოდაო. ქართველობის გამო ნაკრებშიც ამიტომ დაიბლოკაო.
ა.
რამაზ შენგელია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ორჯერ დაასახელეს სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელად (1978 და 1981 წლებში). დ.ყიფიანი და ა.ჩივაძე სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელებად თითოჯერ დასახელდნენ. რ.შენგელიას ამ სიაში არ ყოფნა დიდი შეცდომა მგონია.
დავით 67
როგორც მოსალონელი იყო დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ სტატიას. ვფიქრობ საერთოდ არაა საჭირო საუკეთესო თერთმეტეულის დასახელება იმდენად დიდი ფეხბურთელები გვყავდა რომ ყველას ვერ ჩაატევ. რგრც რომ არა საქართველო და ობიექტურობა, ხომ ისეა როგორც ცა და დედამიწა. აქ 80% წერს არა იმას ვინ იმსახურებს და ვინ არა,არამედ როგორც მას მოსწონს. ბევრს კიდევ არა აქვთ ნანახი წარსულში ჩვენი ფეხბურთელების თამაშები და ამითაც არის განპირობებული მათი არაობიექტურობა. თუ საქართველოს ნაკრებზეა საუბარი, მაშინ დინამოს ფეხბურთელები გამოდის ნაკრები.კალაძეს რა უნდა ამ სიაში? დინამოში ან ნაკრებში რამე ღირებული გააკეთა? ის რომ მილანში თამაშობდა ამიტომ? მასე შოთა ხინჩაგიშვილი დინამოშიც იყო და სსრკს ნაკრებშიც. კალაძეს აღარ სჯობდა? მიკვირს ზოგმა რომ ყაველა არ შეიყვანა ამ სიაში.
rombi
კავაზაშვილი რა კრიტერიუმით შეირჩა? კოტრიკაძე,ხომ ჯობდა და ჯობდა! გაბელია,ურუშაძეც უკეთესები იყვნენ. კალაძე,სულაქველიძე,დარასელია მანდ არ უნდა იყვნენ! სირცხვილია იამანიძე დაგავიწყდეს,ან სიჭინავა და ჩოხელი.................
კოტე
ყველა დროის საუკეთესო ქართველი მეკარე სერგო კოტრიკაძე არის.რუს კავაზაშვილის ხსენებაც არ უნდა იყოს საქართველოში.
ხასანა ძია
ამ სიიდან ამოვაგდებდი კალაძეს,კავაზაშვილს,დარასელიას,სულაქველიძეს და პაიჭაძეს,ჩავსვავდი კოსტავას,გაბელიას,კვარას,გიორგი სიჭინავას და შოთა არველაძეს თუმცა ამის გარდა 2-3 ნაკრები შეიძლება დაასახელო ერთმანეთზე უკეთესი შემადგენლობით
სოსო
ვოვა გუცაევი ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო,ყველა საკვანძო თამაშში გოლიც რომ გაჰქონდა,მაგრამ,მიშა მესხი და სლავა მეტრეველი,მსოფლიოს საუკეთესო ფრთებად ითვლებოდნენ.მათი თამაში მახსოვს,მაგრამ ბავშვი ვიყავი და ბევრი არაფერი მესმოდა,თუმცა რაც მახსოვს,ისიც საკმარისია,რომ ისინი ვოვა გუცაევზე წინ დავაყენო.უკვე წამოზრდილმა,ვეტერანების დინამოს თამაშს ვუყურე,მესხის და მეტრეველის მონაწილეობით და რასაც იქ,უკვე ღიპიანი მიშა მესხი ადგილზე უკეთებდა მეტოქეს,რომელიც მოქმედ ფეხბურთელი იყო,მართლაც სანახაობა იყო.აი სლავა მეტრეველმა კი,ისეთი რეიდი და ისეთი სისწრაფით შეასრულა,რომ მთელი სტადიონი აღტაცებისაგან აგვაღრიალა.დიდი დინამოს ოქროს ხანამ,ჩემს თვალწინ ჩაიარა და მისი ფეხბურთელების დიდებას არაფერს დავაკლებ,მაგრამ რაც ბავშვობიდან მახსოვდა და რაც უკვე იმ თამაშში ვნახე,დამარწმუნა,უფროსი გულშემატკივრების სიმართლეში.მესხიც და მეტრეველიც,უფრო ძლიერები იყვნენო.ქინქლაძე უდაოდ ძალიან დიდი ტალანტი იყო,მაგრამ ჩვენ,კახი ასათიანიც გვყავდა,სიომა ბარქაიაც და ავთანდილ ღოღობერიძეც.აქედან კახი ასათიანის თამაში კარგად მახსოვს,მასაც მუხლები აწუხებდა და სირბილი ეზარებოდა,მაგრამ როცა თამაშობდა,მარტოს შეეძლო თამაშის მოგება,ბრწყინვალე ტექნიკის და პასის პატრონს.ზუსტად ასევე ახასიათებდნენ ბარქაიას და განსაკუთრებით ღოღობერიძის თამაშს,ძველი გულშემატკივრებიც. საუკეთესო კი არა,სამი,ოთხი საუკეთესო ნაკრების დასახელება შეიგვიძლია და ზოგიერთ პოზიციაზე,კიდევ არ გვეყოფა.ასე რომ არ ღირს ამაზე დავა და კამათი.ღმერთმა გვიმრავლოს ვარსკვლავები და ჩვენ გულებში ყველასათვის გამოვნახავთ ადგილს.
მარგალი
საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე
ლეონტი
მეკარედ მამარდაშვილი აჯობებდა; სულაქველიძის ადგილი იქ არაა, აჯობებდა ქეცბაია, ან ქინქლაძე
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
კვარაცხელიას ჯერ აქ რა უნდა პიარი რომ არა. ტიპი 2020 წლის მერე დრიბლინგი სულ დაკარგა და ბურთს ვერ აჩერებს ნორმალურად. ქინქლაძესთან ახლოს ვერ მივა ვერანაირად. ყველაზე დიდი ტალანტი იყო და როგორი ზარმაცი . ახლა ჩაკვეტაძე ჯობია კვარაცხელიას. იმედია ნაპოლის დატოვებს და იმ სოფლის ჩემპიონატს და გადავა ინგლიში იქ შეიძლება ფეხბურთელად დააყენონ ინგლისელებმა .
მანფრედ კალცი
ყიფიანმა ითამაშა ევროპის ნაკრებში, ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ. სხვათაშორის, მანფრედ კალცთან კარგი დუეტი შედგა.
juna
კოტრიკაძე, ჩოხელი, ღოღობერიძე აუცილებლად უნდა იყვნენ. კავაზაშვილი პრაქტიკულად სულ მოსკოვის გუნდებში თამაშობდა (ტორპედო, სპარტაკი),ჩოხელი როგორც მცველი კალაძესე უთუოდ ძლიერი იყო (სამწუხაროდ საკლუბო დონეზე უტიტულო) ღოღობერიძე კი იყო ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი სიმბოლო. დარასელიას არ დასცალდა მისი ნიჭის შესაბამისი ბრწყინვალება, სულაქველიძე მაინც იყო არა ტიპიური ქართველი ფეხბურთელი. კახი ასათიანი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ვოვა გუცაევი, გიორგი ქინქლაზე-ნამდვილი კაშკაშა ვარსკლავები... სამწუხაროდ მხოლოდ თერთმეტი ადგილია
გიორგი
გეთანხმები. გუცაევი მაგარი იყო, განსაკუთრებით ახალკაცის მოსვლის მერე, მაგრამ ვინ უნდა ამოაგდო ის რომ ჩასვა? მის ადგილზე თამაშობდა მეტრეველი. შეადარე სტატისტიკა. გუცაევი 3 ჯერ იყო დასახელებული საუკეთესოდ მარჯვენა ფლანგზე, მეტრეველი კი 8-ჯერ. როგორ უნდა ამჯობინო მეტრეველს საღ ჭკუაზე?
ოთო777
ქინქლაძე და გუცაევი უნდა იყოს ამ სიაში
გიორგი
მესხის გარეშე ნებისმიერი ასეთი ნაკრები სერიოზულად მისაღები არ არის. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ (ყიფიანტან ერთად) მესხი ერთადერთია ჩვენს ფეხბურთში ვინც მსოფლიო ნაკრებშ იიყო მიწვეული უემბლიზე სათამაშოდ. მის ნაცვლად რომ იაშჩინმა ითამაშა მესხის ბრალი ნადვილად არ არის. ვერც გაიგო იმ დროს რომ საერთოდ ჰქონდა მიწვევა.)
გიო
ვინმეს ერთხელ მაინც რომ ეხსენებინა ცხონებული შოთა იამანიძე, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო…
ირაკლი
და კარში კოტრიკაძე.
ირაკლი
თითქმის მთლიანად დაემთხვა ჩემ ვერსიას: ჩივაძე წინ წავწიე და ნახევარდაცვაში ღოღობერიძე დავაყენე(დარასელიას და სულაქველიძის ნაცვლად) დაცვის ცენტრში კი - გივი ჩოხელი.
ვაჟა მასწავლებელი
ხვთისავარ არ გამოგვივა ასე არაფერი და ვერ ავფრინდებით! ამ საკითხზე თქვენთან და სხვა ქართული ფეხბურთის მოყვარულებთან მე პირადად 2021 წლიდან "ვკამათობ". ისე წავიდა ქართული ფეხბურთის საქმე, რომ 11 ფეხბურთელის შერჩევა უძნელესია და იგივეა - მრავალშვილიან დედას კითხო "რომელი შვილი უფრო გიყვარს"-ო?, ამიტომ ჯობია ჩამოყალიბდეს მე-20 და 21-ე საუკუნის ნაკრებები, ან სულაც 33 საუკეთესო. შეხსენებისათვის: პაიჭაძეს "ფეხბურთის კარუზო", კახი ასათიანს "ფეხბურთის პრინცი", მურთაზ ხურცილავას "როკი მარჩიანო", ხოლო ჟორა სიჭინავას "თუჯის ფეხება"(იმდენ დარტყმას უძლებდა) უცხოელებმა დაარქვეს, ხოლო მსოფლიო ნაკრებში ჯერ მიშა მესხი მიიწვიეს (მოსკოვმა არ გაუშვა - ავადააო), შემდეგ სლავა მეტრეველი, და თუ მეხსიერება არ მღალატობს მიშელ პლატინიმ დათო ყიფიანი მიიწვია (ტრავმის გამო ვერ წავიდა) ევროპის ნაკრების ამხანაგურ მატჩში.
ბადრი
ყიფიანს რომ კაცი არ დაასახელებს ესე იგი ფეხბურთის გაგებაში არაა.
Levani
კარგით რა,აზერბაიჯანი ხო არ ვართ 50-60 ფეხბურთელი მაინც მოგვეძიება ვისზეც იტყვი რომ იმსახურებს და მართალიც იქნები. ასე რომ,როგორც შედგა ისე შედგა და ჩვენ მაგაზე არ ვინერვიულოთ. ისე როცა მსგავს მსოფლიო ნაკრებებს ასახელებენ ყველა ასე იწყებს.. მარჯვენა მცველი-კაფუ(?!) კი,კაფუ ძლიერი მცველი იყო,რომელიც ფლანგზე დარბოდა,მაგრამ არაფრით ძლიერი დანი ალვეშზე ან მაიკონზე. საოცარი თამაში კაცისგან არ მახსოვს. რობერტო კარლოსი კი,ბაზარი არ არი,მაგრამ კაფუ უალტერნატივო მარჯვენა მცველად მეტისმეტია. ზუსტად რო შევადარო აშრაფ ჰაკიმის დონის კარგი მარჯვენა მცველი იყო
ბადრი
კოტრიკაძე და შენგელია უნდა იყვნენ ამ სიაში.
გიორგი V
კავაზაშვილის მაგივრად მამარდა და აბსოლიტურად იდეალური ნაკრებია!კვარას და მიქაუტაძის ადგილი ჯერ მანდ არაა!
გიო
მხოლოდ სერგო კოტრიკაძე და ოთარ გაბელია! კავაზაშვილი რუსეთის ნაკრებში!
Zura
1) თუ კავაზაშვილს ჩავთვლით ქართველ ფეხბურთელად, რათქმაუნდა ის ყველაზე დიდი იყო ვინც გვყოლია აქამდე. 2 მსოფლიო ითამაშა სსრკ-ს ნაკრებში და აქედან 70-ში ძირითადი მეკარე იყო. 2) დაცვას ალტერნატივა არა ჰყავს. 3) ნახევარდაცვაც შესანშნავია - ყიფიანზე აღარაფერს ვიტყვი და დარასელიას და სულაქველიძის მსგავსი ფიზიკური მონაცემების ნახევარმცველები ჩვენ არ გვყოლია. 4) თავდასხმა შესანიშნავია, მაგრამ რამაზ შენგელიას დონის თავდამსხმელი და შემგდები არ გვყოლია და არა გვყავს დღემდე! ბორის პაიჭაძე შესაძლოა იყო უფრო დიდი ფეხბურთელი, მაგრამ კონკრეტულად ცენტრალური თავდამსხმელი ყველა სტატისტიკური პარამეტრით იყო და არის შენგელია (ნაკრებში თამაშები და გოლები, დინამოში გოლები)
გიო
მესხს ვერავინ ვერასოდეს ვერ ამოაგდებს! მესხი იყო უნიკალური და განუმეორებელი მოვლენა და არა მარტო ქართულ ფეხბურთში, არამენდ მსოფლიო ფეხბურთში!
მერაბი ჩხოროწყუ
სერგო კოტრიკაძე, ვოვა გუცაევი ,მანუჩარ მაჩაიძე, თამაზ კოსტავა, რამაზ შენგელია, მინახავს ამ უდიდესი ქართველი ფეხბურთელების თამაში და ვიტყვი არტისტები იყვნენ მოედანზე
ქ. გ.
ასეთ სიაში ვერ მოხვდება ყველა, ვინც მართლა იყო გამოჩენილი ფეხბურთელი. მაგალითად: 1. გაიოზ ჯეჯელავა - ვინც იმ დროს ესწრებოდა თამაშებს, ყველა ამბობდა, რომ ტექნიკურად უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი იყო: 2. ავთანდილ ღოღობერიძე - ვიდეო კადრები ძნელად მოიძებნება, მაგრამ ის რამოდენიმე წამი, რომელიც მე ვნახე, საკმარისია, რომ უდიდეს ფეხბურთელად ჩავთვალო; 3. ილია დათუნაშვილი - 1964 წლის "ოქროს" მატჩს ვაგებდით, ილომ პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა და დამატებითი დრო დაინიშნა, მერე მეორე გაიტანა და მოსკოველები ფსიქოლოგიურად გატეხა; 4. კოტრიკაძე, იამანიძე, ჩოხელი, ორივე სიჭინავა, ბარქაია; 5. ხურცილავა, გივი ნოდია, კახა ასათიანი, მანუჩარ მაჩაიძე; 6. ქინქლაძე, ქეცბაია, შოთა არველაძე...
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
დავით-ს ცუდია,რომ თქვენისთანა უმადუტრბისთვისაც უწევს, ხვიჩა კვარაცხრლიას თამაში, საფეხბურთო კატიერას,რომ დაამთავრრბს ეს ბიჭი, ის იქნება ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეზბურთრლი და გწამდეთ,რომ უამრავი ტიტულის მომგები!
ლაზი აზნაური არზნევს მუსკია
კავაზაშვილი? როდესაც ვარსკვლავური დინამოს ოთარ გაბელია იყო და არის?! ხვიჩას შეყვანა ეხლავე შეიძლება ამ 11-ში.
ტონი
სერგო კოტრიკაძე მეკარე.კავაზაშვილი რუსეთის ნაკრებში
სოსო
არავის დავიწყებია კოსტა!მასზე წიგნიც კი დაიწერა,სათაურით:"დიდი მანუჩარი"
ჟორა დიღომსკი
მესხს ვერავინ ამოაგდებს ვერასოდეს!...რაც ფეხბურთელი 10 იმდენი პიროვნება!!!
თამაზ
კავაზაშვილი,თეთრაძე,დემეტრაძე ეთნიკურად ქართველები არ არიან.მხოლოდ გვარი აქვთ ქართული
ნიკა
წლების შემდეგ მესხს კვარაცხელია ამოაგდებს? სამწუხაროდ არ უჩანს მასეთი პირი.
რეზო
და ქინქლაძის ფეხბურთელობა არ გაიშვას
მირზა
კავაზაშვის ქართველობა სად ნახეთ?
გიორგი
სულაქველიძის ნაცვლად ყველა ვარიანტში მანუჩარი უნდა იყოს!
ჟორა
მე არ ვიცი ვის მოუვიდა თავში კავაზაშვილის კარში ჩაყენება, სერგოზე ორიგინალური და ლამაზი ნახტომის მეკარე სსრ კავშირს და თვით ევროპასაც არ ყოლია. სავეტსკი სპორტში პირადად მაქვს წაკითხული იაშინის შეფასება სერგოზე და ზუსტად ამ სიტყებით ამბობს: "მას ბურთის მიღების განუმეორებელი მანერა აქვს, რომელიც ძალიან მოსწონს მაყურებელს".
zaza
მანუჩარას სულაქველიძე სჯოიბია ? ან , ვინმე სჯობია თავის ადგილას საიმედოობით , ფიზიკური თუ ტექნიკური მონაცემებით თუ თავდადებით ჩამორჩებოდა ვინმეს? კაცი ბურთს არ კარგავდა , ვერ ართმევდნენ . მიგეცა ბურთი და ყოფილიყავი მშვიდად . მანუჩარი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ისეთ საფეხბურთო სივრცეს ქმნის და იკავებს , რომელსაც ვერავინ შეედავება .
დავით
დურუ ბატონო! რომელ კვარაცხელიაზე ლაპარაკობ????? ერთი სეზონი რომ ითამაშა? შენს მიერ ჩამოთვლილმა ხალხმა მინიმუმ 10წელი ითამაშეს. გამოდის რომ თუ კვარაცხელიამ ხვალ თამაშს თავი დაანება,ის მაინც უნდა იყოს საუკეთესოთა სიაში?
ILIA-s
ჯერ ერთი ილია არ უნდა გერქვას,ჯობია ისტორიულო სახელი დაირქვა აშოტ ან ტიგრან..მერე მეორე ქართველების თრთმეტეული რა შენი საქმეა ისტორიული სამშობლოს თერთმეტეული შეადგინე,პოგოსიანები და ასე შემდეგ
თამაზი
მამარდაშვილი. კალაძე. ჩივაძე. ხურცილავა. ძოძუაშვილი კვარაცხელია. ყიფიანი. ქინქლაძე მესხი. პაიჭაძე. მეტრეველი
დურუ
ჩვენს წინა კომენტატორს ალბათ მექანიკური შეცდომა მოუვიდა ფეხბურთის სტაჟის განსაზღვრაში. ჩემი საფეხბურთო სტაჟი უფრო მოკრძალებულია, სულ რაღაც 60 წელია. საქართველოს ფეხბურთის იმდენი ვარსკვლავი ჰყავს რამოდენიმე ნაკრებს ეყოფოდა, მე ჩემსას შემოგთავაზებთ: კარებში სერგო კოტრიკაძე, კი ბატონო კავაზაშვილი უფრო ცნობილი მეკარეა, მაგრამ დინამოში ორიოდე თამაში აქვს ჩატარებული და ამის შემდგომ ქართული ფეხბურთზე მხოლოდ აუგის თქმითაა ცნობილი, მიზეზზე აღარ შევჩერდები, ამიტომ სერგო კოტრიკაძე, მარცხენა მცველი კახა კალაძე, პირადა მე ამ ადგილზე უფრო ძლიერ მცველად ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი მიმაჩნია, მაგრამ კალაძის მოგებული ორი ჩემპიონთა ლიგა ურყევი არგუმენტია, დანარჩენი სამი მცველი შეუცვლელია ჩივაძე, ხურცილავა, ძოძუაშვილი. ყველაზე დიდი გასაჭირი ნახეცარდაცვის შერჩევაა, ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდნენ ჟორა სიჭინავა, ვიტალი დარასელია, მანუჩარი, მაგრამ ჩემის აზრით: მარცხენა ნახევარმცველი კვარაცხელია, ცენტრში ყიფიანი, მარჯვნივ ქინქლაძე, ამ სამეულის გამჩერებელი მე მსოფლიოში არ მეგულება. თავდასხმა ულაპარაკოდ მესხი, პაიჭაძე, მეტრეველი. მთელი ცხოვრება გუცაევს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მეტრეველზე თვით ვოვა გუცაევიც დამეთანხმება, ცენტრში მართალია ამოვარდა შენგელია, შოთა არველაძე მაგრამ დინამოს სტადიონზე ხომ ყოფილხართ? ძეგლი თუ გინახავთ? ჰოდა რა ვქნა.., ამრიგად: კოტრიკაძე ძოძუაშვილი ჩივაძე ხურცილავა კალაძე ქინქლაძე ყიფიანი კვარაცხელია მეტრეველი პაიჭაძე მესხი
დურუ
ჩვენს წინა კომენტატორს ალბათ მექანიკური შეცდომა მოუვიდა ფეხბურთის სტაჟის განსაზღვრაში. ჩემი საფეხბურთო სტაჟი უფრო მოკრძალებულია, სულ რაღაც 60 წელია. საქართველოს ფეხბურთის იმდენი ვარსკვლავი ჰყავს რამოდენიმე ნაკრებს ეყოფოდა, მე ჩემსას შემოგთავაზებთ: კარებში სერგო კოტრიკაძე, კი ბატონო კავაზაშვილი უფრო ცნობილი მეკარეა, მაგრამ დინამოში ორიოდე თამაში აქვს ჩატარებული და ამის შემდგომ ქართული ფეხბურთზე მხოლოდ აუგის თქმითაა ცნობილი, მიზეზზე აღარ შევჩერდები, ამიტომ სერგო კოტრიკაძე, მარცხენა მცველი კახა კალაძე, პირადა მე ამ ადგილზე უფრო ძლიერ მცველად ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი მიმაჩნია, მაგრამ კალაძის მოგებული ორი ჩემპიონთა ლიგა ურყევი არგუმენტია, დანარჩენი სამი მცველი შეუცვლელია ჩივაძე, ხურცილავა, ძოძუაშვილი. ყველაზე დიდი გასაჭირი ნახეცარდაცვის შერჩევაა, ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდნენ ჟორა სიჭინავა, ვიტალი დარასელია, მანუჩარი, მაგრამ ჩემის აზრით: მარცხენა ნახევარმცველი კვარაცხელია, ცენტრში ყიფიანი, მარჯვნივ ქინქლაძე, ამ სამეულის გამჩერებელი მე მსოფლიოში არ მეგულება. თავდასხმა ულაპარაკოდ მესხი, პაიჭაძე, მეტრეველი. მთელი ცხოვრება გუცაევს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მეტრეველზე თვით ვოვა გუცაევიც დამეთანხმება, ცენტრში მართალია ამოვარდა შენგელია, შოთა არველაძე მაგრამ დინამოს სტადიონზე ხომ ყოფილხართ? ძეგლი თუ გინახავთ? ჰოდა რა ვქნა.., ამრიგად: კოტრიკაძე ძოძუაშვილი ჩივაძე ხურცილავა კალაძე ქინქლაძე ყიფიანი კვარაცხელია მეტრეველი პაიჭაძე მესხი
ilia-s
ანძა თუ იცი სად არის?
თემური
კავაზაშვილმა მთელი ცხოვრება მოსკოვში გაატარა და როგორ მოხვდა ღირსეულ ქართველებში?
ოღონდაცა რააააააააააა
კარლოვიჩი არა კვახი, რის საფუძველზეა შერჩეული?????
სოსო
ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე,ჯერ კიდევ კიევის დინამოში თამაშობდნენ ერთად.ასე რომ შოდას დაწერილი,ვითომ შევჩენკოს სიტყვები,წმინდა წყლის ტყუილია.რეზო ძოძუაშვილი,მარცხენა კი არა,მარჯვენა მცველი იყო,რომელსაც ნაკრების მწვრთნელები სთხოვდნენ,მარცხენა ფლანგზე ეთამაშა,მანამდე,სანამ ერთ ამხანაგურ მატჩში,რეზომ,თვითნებურად არ შეიცვალა ფლანგი და მარჯვენა ფლანგზე ითამაშა.მაშინ,მხოლოდ ორი შეცვლა იყო დაშვებული და გაგიჟებული მწვრთნელი,ასე ადვილად ვერ შეცვლიდა ფეხბურთელს,როგორც ახლა.რეზომ კი,თავის თამაშით,იმ ერთ ტაიმში დაამტკიცა,რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე,უძლიერესი იყო.კახა კალაძეზე სალაპარაკოც არაფერია,ამდენი წელი მსოფლიოს იმ დროის ერთერთ უძლიერეს კლუბში თამაშობდა და დაბალი კლასის ფეხბურთელს,იქ არავინ დაიტოვებდა.კლუბის მფლობელ ბერლუსკონის,მსოფლიოს ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა შეეძლო,როცა სჭირდებოდა.
ILIA
ძახილის ნიშანს. კვირკველია, მამა-შვილი მუჯირები და აბურჯანიაც შეგეყვანა ბარემ.
დავით
ამ ანზორ კავაზაშვილს მარტო სახელი და გვარი აქვს ქართული?! არც ქართული იცის!!!და არასოდეს არცერთ ქართულ კლუბში არ უთამაშია!!!!

სანაიების და ნაცჯოგი დისლაიქები!
სოსო
გაიხარე გიორგი!რა თქმა უნდა ადრეც რამდენჯერმე მაქვს წაკითხული,მაგ ახლაც ისეთივე სიამოვნება მივიღე!ცხონებულ მამაჩემს,დინამოს და მიშა მესხის თავგადაკლული გულშემატკივარი რომ იყო,ბორის პაიჭაძე და გაიოზ ჯეჯელავა,უძლიერეს ფეხბურთელებად მიაჩნდა.
!! ს
ყიფიანის ადგილი არ მოიძებნა და გუცაევი შენგელიასი
სოსო
სტაჟიანმა გულშემატკივრებმა,მოდი ვაღიაროთ,რომ ასე,მხოლოდ 11 კაცის გამორჩევა,შეუძლებელია.ისეთი ფეხბურთელები გვრჩებიან სიის გარეთ,რომ შეუძლებელია!ჩვენ რომ ამ დღეში ვართ,საწყალმა ბრაზილიელებმა რაღა უნდა ქნან?!თან მშურს,თან მეცოდებიან.
გიორგი-ს
თითქმის იგივე გააკეთა მოსკოვში, მთელი სტადინო გადარია, ბოლოს რუსები ერთხმად ყვიროდნენ ,,სემიორკუ დერჟი" - ო. მაგარი ტექნიკური იყო და თან მაგარი მებრძოლი.

სერგო კოტრიკაძე კახა კალაძე ალექსანდრე ჩივაძე მურთაზ ხურცილავა რევაზ ძოძუაშვილი გიორგი ჩაკვეტაძე გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარსცხელია ვიტალი დარასელია შოთა არველაძე ბორის პაიჭაძე
ქომაგი
საბედნიეროდ იმდენი მაღალი კლასის ფეხბურთელი კი გვყავდა რომ 11 და მეტი ნამდვილად გამოვა. არიან ლეგენდები რომლებიც უბრალოდ შეუცვლელებია (ყიფიანი. ჩივაძე, გუცაევი, შენგელია). ძირითადად 81 წლის დინამოს თაობა.
ა.
რამაზ შენგელია?
ვაჟა მასწავლებელი
ისევ დაიწყო? ამ სიაში ანზორ კავაზაშვილის ადგილზე სერგო კოტრიკაძე უნდა იყოს (არ დაივიწყოთ კიევში ერთ თამაშში აღებული 2 პენალტი და სსრკ 1962-1963 წ საუკეთესო მეკარის პრიზის მფლობელი იყო. ანზორა მერე ათამაშდა როცა სერგომ მხედველობის რაღაც პრობლემის გამო, 1965 წლიდან პრაქტიკულად თავი დაანება დიდ ფეხბურთს) ხოლო თენგიზ სულაქველიძის მაგივრად - კახი ასათიანი (რომელსაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა სერ ალფ რამსეიმ ფეხბურთის პრინცი უწოდა იმ დროს როცა ფეხბურთის მეფეს დიდებულ პელეს უწოდებდნენ). უკაცრავად, მაგრამ კახას საკითხში ზოგიერთს "ინდაურის მეხსიერება ქონია". ასევე ჟორა სიჭინავა უნიკალური საერთაშორისო დონის განუმეორებელი ფეხბურთელი იყო და ეს ინგლისში 1966წ მსოფლიომ ნახა. ისე თუ გინდათ გააკეთეთ 33 საუკეთესოს სია, მაგრამ მესხი, მეტრეველი, პაიჭაძე, ყიფიანი, სიჭინავა, ხურცილავა, ჩივაძე, ასათიანი, ხინჩაგაშვილი, ძოძუაშვილი, კოტრიკაძე - უალტერნატივო განუმეორებლები - ანუ 1 ნომრები; გუცაევი, შენგელია, არველაძე, ჭკუასელი, ბარქაია, მანუჩარა, სულაქველიძე, დარასელია, კალაძე, ჩოხელი, კავაზაშვილი - უმაღლესი საერთაშორისო დონისანი - იყვნენ, ანუ მე 2 ნომრები; ხოლო ურუშაძე, დათუნაშვილი, კალოევი, ქეცბაია, კეტაშვილი, კობიაშვილი, კუტივაძე, ქინქლაძე, ცაავა, უმცროსი მიშა მესხი, ნოდია - მე-3 ნომრები (მათზე უარს არავინ იტყოდა).
რეზო
1864 დან? სტაჟიც ამას ჰქვია))) ყველაფერში გეთანხმებით. კავაზაშვილის მაგივრად კოტრიკაძე.
S.K.K.
რაც შეეხება ციტატებს პაიჭაძეზე, კარგი იქნება მოვიტანოთ ციტატა რუმინული პრესიდან თბილისის დინამოს რუმინული ტურნეს შემდეგ, როდესაც ის "ფეხბურთის კარუზოდ" "მონათლეს". დადეთ
გიორგი
ძმაა, რამდენი წლის ხარ ფეხბურთს 1864 წლიდან რომ უყურებ?
ბს
არ არსებობდა მაშინ გაფრთხილება და ბარათები და როგორ მიიღებდა? ბოლოს მაინც ეს მეზობელი ერისგან ნასწავლი პოხონდრიობა, (სიმართლე ითქვას არც ჩვენ გვაკლია) რომ არ დაგემატებინა შესანიშნავი იყო ყველაფერი.
არგუტი
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ ჩვენი გულშემატკივრების აბსოლიტური უმრავლესობა ფეხბურთის გაგებაში არ არის.ფეხბურთს ვუყურებ 1864 წლიდან.თითქმის არ გამომიტოვებია თბილისის დინამოს თამაშის არცერთი საფეხბურთო რეპორტაჟი.შეძლებისდაგვარად ვესწრებოდი უშუალოდ სტადიონზე გამართულ თამაშებსაც და აი ამ შესავლის შემდეგ მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს.ძირითადად ვეთანხმები ამ სიას.კავაზაშვილის ადგილზე დავაყენებდი კოტრიკაძეს.დარასელიას (ნიჭიერი და ძლიერი იყო ,მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს არ დასცალდა და ეპოქის შექმნაც ვერ მოასწრო)ადგილზე იამანიძეს,მაჩაიძეს და გიორგი სიჭინავას თანაბრად განვიხილავდი.ორი ჩემპიონი დინამოდან მე უპირატესობას 64-ის დინამოს მივანიჭებდი.მაშინდელი სწრაფი ,ტექნიკური,დინამიური თამაშების გახსენებისას ახლაც ჟრუანტელი მივლის.არ ვიცი, ეს შეიძლება ბავშვობისდროინდელი შეხედულებების ბრალია.რაც შეეხებათ შენგელიას ,გუცაევს,კეტაშვილს,ჩოხელს ----ისინი ნამდვილად ძლიერები და დიდები იყვნენ ,მაგრამ არა დიადები,რომ ისინი პაიჭაძის,მეტრეველის და ძოძუაშვილის ადგილზე დაგვეყენებია.გაბელია კი(ჩემი აზრით]ყველაზე სუსტი მეკარე იყო თბილისის დინამოს ისტორიაში.მახსოვს მის მიერ გაშვებული კურიოზული გოლები და გაფუჭებული თამაშები.კალაძე----მარცხენა ფრთაზე უკონკურენტოა,მისი საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური მოღვაწეობიდან,სადაც ის ნამდვილად ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.დამოუკიდებლობის პერიოდის ჩვენს გამოჩენილებზე ლაპარაკიც კი უხერხულია იმდენად ახლოსაც არ არიან საბჭოელებთან.
ტაბუ
არავითარი კავაზაშვილი! სერგო კოტრიკაძე!
კახა
თუკი კვარა ნაკრებს ევროპაზე გაიყვანს და იქაც კარგ პერფონმანსებს დადგამს მხოლოდ მაგ შემთხვევაში ამოაგდებს მესხს ან მეტრეველს და მამარდას უფრო მეტი შანსი აქვს მოხვდეს საუკეთესო 11- ჯავახიშვილი არც იყო დასაყენებელი მასე კოტრიკაძე გაბელია ძიაპშპაც გოგიაც თავისუფლად შეიძლებოდა დაგვესახელებინა
gogia
ერთი რასაც შევცვლიდი მეკარის პოზიციაა, მე მამარდას დავაყენებდი.
მამუკა
ჩემ პოსტის ქვემოთ ვინც გამომეხმაურა იმას მინდა მივმართო, მშობელს რა უფლებით ახსენებ შე უზრდელო ვინცა ხარ, საიტი უფლებას არ მომცემს რომ სხვანაირად მოგიკითხო, რაც შეეხება ხურცილავას და ქინქლაძეს, ცურცილავა იყო ცენტრალური მცველი და თავშივე დავწერე რომ 3 მცველიან ტაქტიქას ავირჩევდი თქო, ხო და ჩივაძე- ხურცილავას დუეტში, ჩივაძე ავირჩიე, ქინქლაძეს რაც შეეხება, დამისახელე ერთი ქართველი ფეხბურთელი-გამთამაშებელი ვისაც გიოზე მაგარი დრიბლინგი ჰქონდა, რომელ წლიანი ხარ არ ვიცი, მაგრამ გიოს ყველა თამაში იყო შოუ, ხალხი დინამოს თამაშებზე ქინქლაძის გამო დადიოდა, ისეთ რაღაცეებს აკეთებდა მოედანზე.
ზურა
კავაზაშვილი ეტყობა ავტორს შეეშალა და გოგიას ან გაბელიას მაგივრად შემთხვევით ჩაეწერა. ისე მამარდაშვილს რას ვერჩით?
zura222
უმაღლესი დონის ... რომ ხარ აქაც გეტყობა და ფეხბურთი შენთვის ჩინური რომაა ! რა გივი ნოდია? რა კახი ასათიანი კუტივაძე და გავაშელი ?? DDD ზეინკლიშვილი და ძიაპშიპა დაგავიწყდა ? DDDDDDDD
მამუკას
ხო ზარმაც-ლიხა ქინქლაძე ძირითადში და სლავა სკამზე ხომ? ან სად ბორია სიჭინავა და სად მურთაზ ხურცილავა. კიდე ბევრი ყავს მამაშენს შენისთამა ჭკვიანი?დდდდდდდდ
სოსო
ქორქიას კი ბატონო მარა საკანდელიძეს როგორ უნდა შეადარო ზაზა? ერთი ცენტრია მეორე გამთამაშებელი.დდდდდდ
გოგია
უკვე ვიცი, რომ ამ დღეებში ამას მოჰყვება კავაზაშვილთან ინტერვიუ რუსულ პრესაში, თვითკმაყოფილი ტექსტებით.
დათო
რონალდინიო აბსოლიტური ჩემპიონია როგორც ფეხბურთელი, ვირტუოზი, სიამოვნების მიმნიჭებელი, თუმცა ტიტულებით ალბათ ათეულშიც არ არის.
ტიტულებიი...
ფაჩულიას ორი ჩემპიონის ბეჭედი აქვს მაგრამ რა, ქორქიებზე, საკანდელიძეზე, პწიცაზე მაგარია?
შესანიშნავი სამეული.
მესხი, ყიფიანი, გუცაევი.
გიორგი
მარტო სამ ციტატას მოვიყვან ბორის პაიჭაძეზე: 'ფეხბურთის ცნობილი თეორეტიკოსისა და ჟურნალისტის მარტინ მერჟანოვის თქმით, ბორის პაიჭაძემ საბჭოთა კავშირში პირველმა დაარღვია ინგლისელთა მიერ დადგენილი საფეხბურთო სქემა (ე. წ. „დუბლვე“)[კომ. 12] და ადგილის სისტემური მონაცვლეობით მთელი თავდასხმის მანევრულ თამაშს მისცა დასაბამი: „უკანასკნელ წლებში შემთხვევა მომეცა მენახა დასავლეთ ევროპის ფეხბურთელთა გუნდების უძლიერესი თავდამსხმელების თამაში. ვნახე უნგრელი ჰიდეგკუტი, ავსტრიელი დინსტი, რუმინელი ენე, შვედი ნორდალი, გერმანელი ვალტერი, ინგლისელი კევანი, დაბოლოს, სახელგანთქმული ფრანგი კოპა. მათგან მხოლოდ ერთმა — რაიმონ კოპამ მომაგონა პაიჭაძის თამაში. სანამ იარსებებს ფეხბურთი, თაობიდან თაობას გადაეცემა ლეგენდა „მოხეტიალე ფორვარდის“ — ბორის პაიჭაძის შესახებ.“ 'ლევ კასილი: „თუ კაცს ფეხბურთი უყვარს და მწვანე მოედანზე ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი ბორის პაიჭაძე, იგი ვეღარ დაივიწყებს ამ ფეხბურთელს. პაიჭაძე არა მარტო იწყებდა კომბინაციებს, არამედ თვითონაც სწრაფად იცვლიდა ადგილს, ზედმიწევნით ზუსტად ირჩევდა ხელსაყრელ პოზიციას და ყოველთვის იქ აღმოჩნდებოდა ხოლმე, საიდანაც „კვანძის გახსნა“ — მოწინააღმდეგის კარის აღება იყო მოსალოდნელი. დაუცხრომელი ენერგია, ტექნიკურ საშუალებათა მდიდარი არსენალი, ბურთის დამუშავებისა და ტარების უბადლო ოსტატობა, თამაშის ღრმად თავისებური სტილი და საკუთარი მოქმედების მკაცრად დაქვემდებარება, ორიგინალურად შერწყმა გუნდის მთელ თამაშთან, რომლის ჩანაფიქრსაც ხშირად თვითონვე ახორციელებდა მოედანზე — აი, თვისებები, რომელთაც მწვანე მინდორზე საყოველთაო აღიარება და ერთსულოვანი სიმპათია მოუპოვეს ამ საუცხოო ფეხბურთელს. ბორის პაიჭაძეები არ მეორდებიან. მათი ყოველი ნაბიჯი ისტორიის კუთვნილებაა. 'ანდრო ჟორდანია: „ეს იყო ისეთი თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი, იმდენი რამის გაკეთება შეეძლო, რომ თითქმის არ სჭირდებოდა ეგრეთ წოდებული საფეხბურთო ეშმაკობანი. მას ყველაფერი ჰქონდა მომადლებული: განსაცვიფრებელი ტექნიკა, ზუსტი და ძლიერი დარტყმა, ფიზიკური ძალა, გემოვნება, პლასტიკა, უმდიდრესი ფანტაზია. ერთი სიტყვით, ეს იყო უდიდესი ფეხბურთელი. ჩვენს დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიმკიდა, ვიდრე დი სტეფანო ან პელე.“ კიდევ დავუმატებ, რომ პაიჭაძე ერთხელაც კი არ ყოფილა გაფრთხილებული მინდორზე!
სოსო
ბევრი არა,მაგრამ გაიოზ ჯეჯელავა,მესხი და მეტრეველი,ნამდვილად უფრო ძლიერები იყვნენ.ჯეჯელავას თამაშს,მე არ შევსწრებივარ,მესხი და მეტრეველი კი,ცოტა პატარა ვიყავი,რომ გამეანალიზებინა,მაგრამ მესხსა და მეტრეველს,მსოფლიოს საუკეთესო ფრთებს ეძახდნენ ევროპაში,რაც მე მახსოვს,იმით კი,ორივე გუცაევზე უკეთესი იყო დრიბლინგებში და თამაშის გამწვავებაში.ჩემზე უფროსებიც,ვისაც კარგად ახსოვდა და ესმოდა მათი თამაში,მესხსა და მეტრეველს,უფრო მაღლა აყენებდნენ.გაიოზ ჯეჯელავას შესახებ,მამაჩემი ამბობდა,რომ ერთ კვადრტულ მეტრზე,სამი კაცის მოტყუება შეეძლო და მისთვის ბურთის ართმევა,შეუძლებე;ლი იყოვო.მე თვითონ მაქვს ნანახი,ფოტოსურათი,ტანდაბალი გაიოზ ჯეჯელავა,ზედა ძელზე ჩამოკიდებულ ბურთს,მაკრატელათი როგორ ურტყამს.მას გოლებიც ბევრი გაჰქონდა.ვოვა გუცაევი,ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო,ნამდვილი ვარსკვლავი,მაგრამ მესხი და მეტრეველი,მსოფლიოს დონის ვარსკვლავები იყვნენ.სხვათა შორის,სლავა მეტრეველი,1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც ემზადებოდა,მაგრამ ვარჯიშზე,ევგენი ლოვჩევმა ბურთი წაართვა,გაიქცა და მოედნისბ ცენტრის ხაზის აღმნიშვნელ ალამს წამოედო.მასთან ახლოს არავინ იყო და ასე წაქცევას რომ შეხედა,სლავას სიცილი აუტყდა.რუს მწვრთნელებს,მისთვის ის ვერ ეპატიებინათ,რომ მოსკოვის ტორპედოდან დინამოში წამოვიდა და თანაგუნდელის დაცინვისათვის,შეკრებიდან გამოუშვეს.ისედაც მის გარდა.,ნაკრებში 4 ქართველი იყო და მეხუთეც.,ანზორ კავაზაშვილი.6 ადგილი ნაკრებში,ქართული ფეხბურთის წარმომადგენლებისათვის,მათთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.მის ადგილზე,სპარტაკელი გალიმზიან ჰუსაინოვი დააყენეს,საშუალოზე საშუალო ფეხბურთელი,მთელი ჩემპიონატი,დაცვითი ფეხბურთი ათამაშეს ნაკრებს და აუცილებლად მოსაგებ თამაშშიც კი,5 მცველი გამოუშვეს.ჰოდა ყოვლად უსახური თამაშით,ყველას სიმპათია დაკარგეს.
გიორგი
მანუჩარზე გეთანხმები. ინტერს ყიფიანის გოლით ორ თამაშში რო მოვუგეთ თუ გახსოვს? თბილისის თამაშზე იმათმა მწვრთნელმა ყიფიანი შეაქო მაგრამ მანუჩარზე თქვა თქვენი მთავარი ძალა ეგ არისო, ჩვენს ორ ნახევარმცველს, გვარები დაასახელა, აღარ მახსოვს, სუსტები ნაღდად არ იქნებოდნენ, ეთამაშებოდაო. კიდევ მახსოვს ბულგარეთის გუნდს ვეთამაშებოდით მგონი უეფაზე. რა შედეგიც იყო ორი თამაშის ჯამში გავდიოდით და დრო იყო გასაყვანი ბულგარეთში. ესეთი რამე ნაღდად არ მინახავს რაც მანუჩარმა გააკეთა. პირადად, მარტომ, ბურთის თრევით 'ტუდა-სუდა', წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხივ, გაიყვანა დარჩენილი 20 წუთი! ბოლოს მთელი გუნდი დასდევდა))) ესეთი ბურთის ტარება უკაცრავად ყველასთან მაგრამ არ მინახავს. და ესეთი კაცი გაუშვეს ცუდად. მესხსაც რა, ქართველებმავე არ გაუკეთეს იგივე? რო გაუშვეს ხაზავდა ყველას. საბჭოთა კავშირის ყველაზე იმედის მომცემი სამი დამცველი ჰყავდა გაფუჭებული პირადად, მიშას აჩქარებებმა და მოძრაობის მიმართულებების მყისიერმა ცვლებმა მუხლები გაუნადგურა.
მამუკა
3-1-3-3 სისტემით დავაკომპლექტებდი საქართველოს ნაკრებს. გაბელია. კეტაშვილი. ჩივაძე. სიჭინავა.სულაქველიძე(საყრდენი). დარასელია. ყიფიანი. ქინქლაძე. გუცაევი. პაიჭაძე.მესხი. სათადარიგონი. კოტრიკაძე. კალაძე. ძოძუაშვილი.ხურცილაცა.ხინჩაგაშვილი. მანუჩარ მაჩაიძე.კახი ასათიანი.ღოღობერიძე.სლავა მეტრეველი. რამაზ შენგელია.ხვიჩა კვარაცხელია
გიორგი
რა შუაშია 'ეთნიკურობა'? ნაწილობრივ თვითონ დაასახელე ამის მიზეზები. მაგრამ წმინდა საფეხბურთო ტიტულებითაც სლავა მეტრეველს ვოვა გუცაევზე უფრო მაგარი შედეგები აქვს. რვაჯერ იყო საუკეთესო მარჯვენა გარემარბად დასახელებული, და მესხსაც გაუსწრო ამ მაჩვენებლით (6 ჯერ), გუცაევი მარტო 3 ჯერ იყო საუკეთესოდ დასახელებული მარჯვენა ფლანგზე.
Q-P
მეტრეველს შევცვლიდი გუცაევით და არ ვარ დარწმუნებული მაგრამ მგონი მაინც მამუჩარ მაჩაიძეს ჩავსვავდი 8 ნომრად სულაქველიძის ნაცვლად. ძაან მაგარი იყო მანუჩარი, ეგოისტი იყო მაგარამ ძალიან მაგარი იყო. დანარჩენში გეთანხმები 100 %
ვახსიმონტო
ჩვენი სამწუხარო მენტალიტეტიდან გამომდინარე ლანძღვის, შეურაცყოფის, კბილების კრეჭვის და ღრღენის გარეშე ვერანაირად ვერ ჩაივლის თუნდაც ყოვლად უწყინარი გამოკითხვა, აზრის გამოთქმა, აი მაგალითად, თუ ვიტყვი რომ კალაძეს ამ რჩეულებში არაფერი ესაქმება (საქართველოსთვის 2 მამალი ავტოგოლი კი მწარედ მახსოვს და სხვა არაფერი) აბა ბოტ-ქარხანა აამუშავე კონვეირი ! ვაი ჩვენს პატრონს, ესაა ქვეყანა ტო ? აქ რა მოსატანია და ამას წინათ ძველი კლასელი შემხვდა : როგორა ხარ შე ჩემაო მეკითხება ? კინაღამ დავკარგე თავდაჭერა რა შეჩემა შენი უზრდელი დედათქო! აღარ ვუთხარი, დედა გარდაცვლია, მაგრამ...... ეეეხ, ზრდილობა და გაზრდილობა თუ ბავშვობიდან არ მოგყვა არ გეშველება არაფერი.
zura222
რას არ გაიგებს კაცი ! თურმე გავაშელი და დათუნაშვილი უნდა ყოფილიყვნენო აქ ! და ვის მაგივრად ? ყიფიანის და პაიჭაძის მაგივრად თუ დარასელიას და ისევ პაიჭაძის ?? მე ორ შესწორებას კი შევიტანდი--კავაზაშვილის მაგივრად გაბელია ან კოტრიკაზე და კიდევ გუცაევი ! მაგრამ ვის მაგივრად უნდა დააყენო გუცაევი აქ ? რა თქმა უნდა მეტრეველის მაგრამ აქ საკითხავია ვინ უფრო ტიტულოვანია და ვის უფრო დიდი წვლილი და ამაგი აქვს ქართულ ფეხბურთზე და აქაც გუცაევი ჩემი აზრით უფრო წინაა !მართალია მეტრეველი უფრო ტიტულოვანია ორჯერ იყო სსრკ ჩემპიონი და ერთხელ ევროპის ჩემპიონი მაგრამ ევროპა და სსრკ მოიგო 1960 წელს როგორც რუსეთის ფეხბურთელმა--1964 წლამდე მოსკოვის ტორპედოში თამაშობდა გუცაევმა კი ყველა ტიტული საქართველოს სახელით მოიგო ! ნუ აქ ალბათ ეთნიკურად ქართველი ფეხბურთელები შეიყვანეს თუმცა დარასელია აფხაზი იყო
პატრიოტი
ყურადღება უნდა მივაქციოთ არა გუნდის მიღწევებს სადაც ფეხბურთელი თამაშობდა ( თუმცა, ესეც გასათვალისწინებელია), არამედ ფეხბურთელის თამაშს, ამ მხრივ კალაძეზე უკეთესი ბევრი მცველი გვყავდა, რომლებსაც საკუთარ კარში, მაგალითად, საქართველოს ნაკრების კარში გოლები არ გაჰქონდა -კეტაშვილი, ცხოვრებოვი, ხინჩაგაშვილი, ...
Tornike
რა კავაზაშვილი? არ შეჭამეს ტვინი ამ ტვინგამორეცხილი არა ქართველით. მაგაზე უკეთესი მეკარეები გვყავდა თუნდაც შუდრა, კოტრიკაძე, გაბელია. მოაშორეთ ეგ არაკაცი ამ სიიდან
გიორგი
ვეთანხმები. მესხი 6 ჯერ იყო დასახელებული საუკეთესო მარცხენა გარემარბად, ესეთი შედეგი სხვას არავის ჰქონია, მიუხედავად იმისა რომ სსრკს ფეხბურთის ჩინოსნები, და არა მარტო ეგენი, არ სწყალობდნენ. ბოლოს ფორმის პიკში იძულებეული გახდა თავი დაენებებინა ფეხბურთისთვის. გამოსათხოვარ თამაშში ურუგვაულ გუნდთან მისმა ბრაზილიელმა მწვრთლელმა, რომელმაც თავის დროზე ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადა, რო გაიგო ფეხბურთიდან მიდისო, ეგ მიდის და დანარჩენები რჩებიანო?! ამ ფაქტს დიდი სტატიით ლევ ფილატოვი, ალბათ საუკეთესო რუსი საფეხბურთო ჟურნალისტი გამოეხმაურა. შინაარსი ის იყო რო მესხისნაირი ფეხბურთელები ფეხბურთიდან დროზე ადრე რომ მიდიან ამით თვითონ ფეხბურთი აგებსო. არგენტინული პრესა რო დაწერს არც ერთ უცხოელს რივერ-პლეიტზე ასეთი დონეზე არ უთამაშიაო, რაღა უნდა თქვა ამაზე მეტი საქებარი? მესხის ამოგდება სიმბოლურიდან შეუძლებლად მიმაჩნია. ხვიჩა ჯერ დასაწისშია კარიერის. კიდევ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი. თუმცა უკვე ცხადია რომ ძალიან მრავალმხრივია, თუნდაც მესხთან შედარებითაც არ არის შეზღუდული მხოლოდ ერთი ფუნქციით მოედანზე, მარცხენა ფლანგით. ასე რომ მოედანზე მისი გავლენა შეიძლება იყოს კიდევ უფრო დიდი ვიდრე ფეხბურთელებისა რომლებიც მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებენ თუნდაც უმაღლეს დონეზე. აქ შეიძლება იყოს მისთვის გამოსავალი ამ მიმართულებით.
ქართველი
უნდა გაკეთებულიყო 20 და 21 საუკუნის ორი ნაკრები და გული არავის დაწყდებოდა
გელას ფანი ნუგზარა
გელა ნუგზარაშვილი მაინც სულ სხვააა. აი გადავა ერევნის არარატიდან ბარსელონაში და მერე ყველა აღიარებს.
Fsiuuu
ეუუფ ვინ გინდა რომ ამოაგდო და კვარა ჩასვა
გოჩა
ეს ის შემთხვევაა პირველი ნომრის დანახვისთანავე,რომ დალაგებულ-მოფიქრებული სიტყვები წამოსცდებოდა უმრავლესობას...
მანფრედ კალცი
აუფ, ეს შემადგენლობა მოგვცა ეხლა! ნებისმიერ ნაკრებს გავანადგურებდით! P.შ. ჭომას ნაცვლად მაჩაიძე აჯობებდა და გუცაევის გარეშეც წარმოუდგენელია ნაკრები, თუმცა სლავასაც ვერ შეელევი... მოკლედ, ურთულესი საკითხია. ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს!
Zura
აბსოლუტურად საუკეთესო თერთმეტეული. რათქმაუნდა პაიჭაძე ლეგენდაა, მაგრამ გოლების რაოდენობითა და ტიტულებით რამაზ შენგელიაზე დიდი თავდამსხმელი ჩვენ არ გვყოლია!
las
ვაჭარი. აბა რა ექნა. 120 მანეთი ქონდა ხელფასი. ასე აფასებდენ ქართველი კომუნისტები ფეხბურთელებს. თურმე ერევნის არარატის მოთამაშეებს 3 ათასი მანეთი ქონდატ ხელფასი.

ნუ გვტენით ამ ანზ-ღორ კავაზოვს, თავს არ თვლის ქართველად და აძალებდე არ მესმის, ეგეც არ მყავდეს … თუნდაც გაბელია!
Bs
ძალიან ბევრი დარჩა ამ თერთმეტეულის გარეთ, მაგრამ იმასაც ვერანაირად ვერ იტყვი ამათ სჯობიან ისინი თავიანთ პიზიციაზეო. მხოლოდ კავაზაშვილს აქ რა ჯანდაბა უნდა საერთოდ? ფუ მაგის! კოტრიკაძე, გოგია, ან გაბელია უნდა იყოს, თუ არადა გვეზრდება მაგარი მეკარე და იმედია მომავალში ულაპარაკოდ ჩაჯდება ამ ლეგენდების გვერდით. სხვა ჯერ არავინ ჩანს ისეთი ეს ხალხი რომ ,,შეავიწროვოს" თავიანთ პოზიციებზ, მიუხედავად ხვიჩას დიდი სიყვარულისა და იმედისა ამ ეტაპზე მესხს ვერ ,,ამოაგდებს" სიმბოლურიდან, მერე ღმერთმა ქნას მომავალში ასე მოხდეს, ჩვენც ეგ გაგვეხარდება.
სოსო
კავაზაშვილი არც ქართველია და საქართველოშიც თითქმის არ უთამაშია.დინამოში მის დროს,სერგო კოტრიკაძე იყო,რომელსაც ვერ სჯობდა,ამიტომ წავიდა რუსეთში და აქეთკენ კარგი თვალით, აღარასოდეს გამოუხედია.მაგარი მეკარე იყო,ვერ დავუკარგავ,მაგრამ საქართველოს სიმბოლური ნაკრები,მისთვის არამია.
ლაშა
უმჯობესი იქნებოდა გაკეთებულიყო მე-20 საუკუნის საუკეთესო 22-ეული 11-ეულის ნაცვლად (23-ე ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში დაემატა) და გამიჯნულიყო მე-20 და 21-ე საუკუნის საუკეთესონი. და კიდევ, კალაძემ 21-ე საუკუნეში მოიგო ჩემპიონთა ლიგა ორჯერ და აღიარება შესაბამისად ამ საუკუნეში მოიპოვა. ეჰ, როგორი არაპროფესიონალიზმია, პირდაპირ აპოგეაა!
ქ. გ.
ამ სიებზე დიდი სისულელე ფეხბურთში არ არსებობს. სად არის ამ სიაში გაიოზ ჯეჯელავა ან ავთანდილ ღოღობერიძე? 1964 წლის ოქროს მატჩი დათუნაშვილმა მოიგო. სად არიან კოტრიკაძე დავით გოგია და გაბელია? შენგელია?!!! სიჭინავა, ბარქაია, იამანიძე, გივი ნოდია, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი?!!! არ არსებობს 11 საუკეთესო.
გელა
გუცაევი სად წაიკითხე?? ლიჟბი ცუდი დაწეროთ და გიხარიათ..დედის ერთ ადგილს არ გაგინებ იმიტო რო გამოაქვეყნონ ეს კომი თორე გირსი ხარ მთელი ოჯახი აგიწიოკო,,სად ვის ადგილზე სვავ შოთას??რომელ ლეგენდას ჯობია შოთა მესხს,,მეტრეველს თუ პაიჭაძეს??თუ კალას გვარი რო წაიკითხე მაგიტო დაიბოღმე შე ნაც სექტის ერთ-ერთო ბოღმიანო ჭიაყელავ??
გიორგი
გეთანხმები, ნაღდად საუკეთესო იყო. ჭიაურელის ფილმი ვნახე ყიფინზე და ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი პაიჭაძეს გოლი იყო მოსკოვის დინამოს კარებში. ეგეთი რამე არც მინახავს სხვაგან.
სოსო
ყველანაირი ქება და დითირამბები მემეტება მანუჩარ მაჩაიძის და ვოვა გუცაევისათვის,მაგრამ თუ მანუჩარი დიდი კაპიტანი იყო,პაიჭაძე დინამოს უდიდესი კაპიტანი და ფეხბურთელი იყო.ასევე ვლადიმერ გუცაევი,სლავა მეტრეველის ღირსეული მემკვიდრე იყო და არა მასზე ძლიერი.ყველაფერთან ერთად,საოცარი ინტელექტის ფეხბურთელი იყო,ცხონებული მეტრეველი.აქვე პაიჭაძის და სტრელცოვის შედარებასაც გამოვეხმაურები.არ მახსოვს ,არც შევსწრებივარ ბორის პაიჭაძის თამაშს,მამაჩემსაც კი,მხოლოდ მისი ბოლო წლების თამაში ჰქონდა ნანახი და უკვე ისეთი ვეღარ იყოვო,მაგრამ სტრელცოვზე რომ ვკითხულობ,მხეცი იყოვო,ან გენიოსი იყოვო,ქართველი ძველი გულშემატკივრები ამბობენ.მე ის ვიცი,რომ პელე პირველად რომ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი,იმ ჩემპიონატზე მას მოიაზრებდნენ საუკეთესი ფეხბურთელის კანდიდატად.თუმცა გამგზავრების წინადღეს დააპატიმრეს.უკვე ციხიდან გამოსულის თამაში მახსოვს დინამოსთან,როცა რამაზ ურუშაძემ,მისი დარტყმული პენალტი მოიგერია.მაგრამ ქართველი გულშემატკივარი ასე რომ დააფასებს რუსი ფეხბურთელის ოსტატობას,ეგ ბევრ რამეს ნიშნავს და რუსები პაიჭაძეს სტრელცოვის გვერდით, თუ რანგში რომ დააფასებენ,ეგეც.ისე ინტერნეტში მისი თამაშის ჩანაწერები საკმაოდაა და შეუძლებელია აღტაცებაში არ მოგიყვანოთ, მისმა თამაშმა.ბარემ ხარჯია და კახი ასათიანზეც მოგიყვებით ჩემ მოგონებებს.მე კახელი ვარ და მამაჩემი ძალიან ემოციური გულშემატკივარი იყო.ასე რომ ფეხბურთელი ყოველ მოქმედებას ემოციურად ეხმიანებოდა.ჰოდა კახი ასათიანზე მისი კომენტარები მახსენდება და ახლაც ღიმილი მადგება პირზე.გააკეთებდა კახი 60 მეტრიან პასს, ფეხზე დაასვავდა ადრესატს და მამაჩემიც;-კარგია ეს შობელძაღლი და რა გინდა.ასათიანს ბევრი სირბილი არ უყვარდა და;-ვირო!ვირო!ვირია ეს შობელძაღლი.არადა საოცრად უყვარდა 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ულამაზესი ფეხბურთელი,რომელიც არანაკლების სილამაზის შედევრებს გვჩუქნიდა საფეხბურთო მოედანზე.სხვათა შორის ის თელავში იყო დაბადებული და გივი ჩოხელიც თელაველი იყო.ეს მათთვის,ვინც ფიქრობს,რომ ფეხბურთი კახელების საქმე არ არის.ნათლისღებას გილოცავთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ნათელში იყოს იმ დიდი ფეხბურთელების სულებიც,ამ ქვეყნად რომ აღარ არიან.
gaguu-s
შოთის მსგავსი თავდასხმელი არ ყავდა საქართველოს,ვაჭარ გუცაევს საერთოდ რა უნდა აქ..გიო ხომ მოვლენა ფეხბურთში ქინქლაძე…
სიმართლის მოყვარული
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლაპარაკია 1964 წელს ჩვენი "დინამოს" გაჩემპიონებაზე... ვაგრძელებ - თამაზ კოსტავა, ცხადია, ძალიან ძლიერი იყო. მაგრამ ისიც და რევაზ ძოძუაშვილი - მარჯვენა მცველებია (#2). რეზოს ამ სიაში ყოფნის დასაბუთებისთვის, ვფიქრობ, სავსებით საკმარისია იმის გახსენება, რომ მან ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ფაქტობრივად პირწმინდად გამოთიშა თამაშიდან ჯორჯ ბესტი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი, რომელიც იმ დროს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ატარებდა! მთელი თამაშის განმავლობაში ვერც ერთხელ (!) ვერ გაცდა რეზოს და ბოლოს, იძულებული იყო ბურთის მიღების შემდეგ ეძება ჩაწოდების გაკეთების შესაძლებლობა...ყველამ ვიცით, რომ 1972 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში სსრკ ნაკრებმა პირწმინდად 0:3 წააგო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან, რომელიც 2 წლის შემდეგ პრაქტიკულად იმავე შემადგენლობით გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მაგრამ თუ გვახსოვს, რომ იმ თამაშში გერმანელები 2-ჯერ გადაურჩნენ გოლს ბურთის კარის ძელზე მოხვედრით. აქედან 1 დარტყმა ეკუთვნის მურთაზ ხურცილავას და მეორე - რეზო ძოძუაშვილს. ორივე გახლდათ მცველები და სსრკ ნაკრებს იმ თამაშში სხვა რაიმე ხელშესახები ხიფათი მოწინააღმდეგის კართან არ შეუქმნია... ავთანდილ ღოღობერიძე აღიარებული იყო საბჭოთა ფეხბურთის "სინდის-ნამუსად". წამიკითხია, რომ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უბრალო ჯარიმაც კი არ დაუმსახურებია. მას გამორჩეული ტექნიკა ქონდა. შეეძლო შორიდან წამოსული ბურთი ფეხის წვერის ერთი შეხებით დაემორჩილებინა. ტექნიკური ფეხბურთელი, როგორც წესი, კორექტულიც არის. არ დამავიწყდება "დინამოზე" (გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოა, ან 60-ნების დასაწყისი) პირველი ტაიმის მიწურულიდან გულშემატკივრებმა დაიწყეს მისი მოფერებითი სახელის "ბასა"-ს სკანდირება. კაცი უკვე 40 წლის იყო და ხალხს ეიმედებოდა მისი გამოსვლა. მეორე ტაიმში გამოვიდა და , მართლაც, სრულად შეიცვალა თამაშის ხასიათი...მაგრამ, ვინ გინდა ამოიღო ამ სიიდან... ბოლოს ისევ ვოვას მინდა დავუბრუნდე. დარწმუნებული ვარ, მას თავისუფლად შეეძლო თვით მარადონაც დაეჩრდილა... ამ სიაში რომ გათვალისწინებული ყოფილიყო მოთამაშეთა პოტენციური შესაძლებლობები, რომელთა ბოლომდე გამოვლენა სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა, სულ სხვა სიას მივიღებდით. მათ შორის, ისეთებიც იქნებოდა, ვისაც ფართო საზოგადოება საერთოდ არ იცნობს... და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ანზორ კავაზაშვილმა უცვლელად ჩაატარა ნაკრების ყველა თამაში 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. და კარგადაც ჩაატარა იმ ერთი ეპიზოდის გამოკლებით, როცა გაჩერდა ბურთის პირით ხაზის გარეთ გასვლის შემდეგ და გაუშვა ერთადერთი, მაგრამ გადამწყვეტი ურუგვაისთან...ასეთი დონის ჩემპიონატზე სხვა არც ერთ ქართველ მეკარეს არ უთამაშია...
წითელიმწვანე
სამაგიერიდ მომავლის საუკეთესო 11-ული : მეკარე და ვინმე 10 ადამიანი 90 წუთი რომ მინდორზე არ დაეცეს...
ტტტ
აბა ვის დააყენებდი მარცხენა მცველად?
რრრ
პოლიტიკა რა შუშია კალაძეზე უკეთესი მარცხენა მცველი არ ყოლია საქართველოს, მართლაც ძნელი გასახსენებელი კახის გარდა სერიოზული წარმატების მქონე მარცხენა მცველი, აი მარჯვენა მცველებში მართლაც ცერიოზული კონკურენციაა: ძოზუაშვილი, ჩოხელი, კეტაშვილი, კოსტავა, გოჩა მაჩაიძე, თუმც რეზო სწორადაა არჩეული.
Soso
Kaladze politikis ambavshvi chasvit? :)
ნიკა
კალაძე იყო კარგი მცველი მაგრამ არა მაგ ლეგენდების გვერდით
Ნიკა
კავაზაშვილი ასეთი ტიტულოვანი და ძლიერი იყო? ნუ თამაშით ვამბობ იყო თქო თორემ ეხლაც არის. ძალიან არ მომწონს როგორც ქართველი კაცი მაგრამ ცუდსაც არაფერს ვუსურვებ.
ვაჟა მასწავლებელი
ეს ინფორმაცია მეორედ ქვეყნდება, მაგრამ 90 კომენტარიდან ვერავინ ვერ გაიხსენა "ფეხბურთის მეფედ" პელეს აღიარების შემდეგ ალფ რამსეის მიერ "ფეხბურთის პრინცად" წოდებული კახი ასათიანი!
გეკა
გუცაევზე კი დავწერე რათქმაუნდა, რომ უნდა იყოს აუცილებლად. ქინქლაძეზე რათქმაუნდა გაიყოფა აზრები, მაგრამ ჩემი აზრით ალბათ კი. ღოღობერიძის თამაში მე არ მახსოვს მაგრამ დიდი დონის ლეგენდაა ცოტა რთულია მის გარეშე ამ სიმბოლურის წარმოდგენა
გეკა
ვოვა ნამდვილად უნდა იყოს რაზეა საუბარი საერთოდ, არც განიხილება ეგ საკითხი. ქინქლაძე? ქინქლაძეც.
რრრ
ვაახ რა ხალხია ზოგიერთი ბორია პაიჭაძის 11-ელში ყოფნაზე ეჭვი როგორ შეიძლება საღად მოაზროვნემ გამოთქვეს?D თერთმეტეული კი არა შეიძლება საუკესოც კია ყველა დროის.
ლაშა
კავაზაშვილს რა ჯანდაბა უნდა საქართველოს საუკეთესო 11-ეულში. ჩასვან რუსებში
Zaza
სტატისტიკაო ვინც გაიძახის ბიჭო მაგ სტატისტიკით იყო შენგელია პირველი 1964 წლიდან ტარდებოდა საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა და არცერთი ქართველი არიყო 14 წელი ჩაგრავდენო ვინც იტყვის იმათ გასაგონად შენგელია რატო ვერ დაჩაგრეს?იმიტორო მართლა მაგარი იყო რამაზი იყო ერის ბომბარდირი მარა არ მიკვირს არაფელი სადაც ნგრევად სტადიონს დაარქვეს მისი სახელი იქ რაღა უნდა გაგიკვირდეს.
misha
გუცაევი უნდა იყოს ამ სიაში.
Jango
ეს ქართული კი არა საბჭოთა ჩაონათვალია, ერთი გამონაკლისის, კალაძის გარდა!
ვენეციის კომისია
გელა კეტაშვილი მარჯვენა მცველი იყო...
არჩი
მარჯვენა მცველი იყო კეტაშვილი. ჩემი ნაკრები ასეთია: კოტრიკაძე - ძოძუაშვილი, ჩივაძე, ხურცილავა, ხინჩიგაშვილი, იამანიძე, ღოღობერიძე, ყიფიანი, მეტრველი, პაიჭაძე, მესხი. იამანიძე, ღოღობერიძე, პაიჭაძის თამაში არ მაქვს ნანახი, მაგრამ ისინი ეპოქალური მოთამაშეები იყვნენ.
გიორგი
ზოგიერთის საყურადღებოდ. ბორის პაიჭაძეს აქვს მიღწევა რომელიც არც ერთ სხვა ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია. 80-იანებში ერთი ცნობილი მოსკოველი საფერხბურთო ჟურნალისტის კარგი წიგნი წავიკითხე ფეხბურთზე. მთელი თავი პაიჭაძეს ეძღვნებოდა (სხვათაშორის დეტალურად ადარებდა უფრო ახალგაზრდა ტაობის ფეხბურთელის ედუარდ სტრელცოვის თამაშს, ყველა დროის საუკეტესო რუსი ფეხბურთელს). მოკლედ რომ გადმოვცე მთავარი იდეა ის იყო რომ პაიჭაძემ შექმნა საბჭოთა ფეხბურთში ახალი ამპლუაო ე.წ. 'მოხეტიალე ფორვარდის' ამპლუაო. ვერც ყიფიანი, ვერც მესხი ან მეტრეველი რა დიდი მიჭწევებიც არ ჰქონდათ ტავის 'ამმპლუაში' ანუ პოზიციაზე ახალი ამპლუა არ შეუქმნიათ. ამიტომ მე პირადად პაიჭაძე ყველა დროსი ყველზე დიდ ქართველ ფეხბურთელად მიმაჩნია.
სიმართლის მოყვარული
შემადგენლობა, ჩემის აზრით, საუკეთესოა. ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოა კომენტარებში ვლადიმერ გუცაევის, რამაზ შენგელიას, მანუჩარ მაჩაიძის, თამაზ კოსტავას და ავთანდილ ღოღობერიძის დასახელება. მე მინახია სლავა მეტრეველის თამაში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მის გარეშე ჩვენი "დინამო" 1961 წელს ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ეს იყო უაღრესად მაღალი დონის ფეხბურთელი და, რაც განსაკუთრებით მინდა ავღნიშო, ძალიან სტაბილური. მიუხედავად იმისა, რომ მცველთა "ყურადღება" არ აკლდა - მის ტრავმას და ამ მიზეზით თამაშის გაცდენას ვერ ვიხსენებ. გუნდში გიცაევის დამკვიდრებას სწორედ სლავა მეტრეველმა შეუწყო ხელი - და ამ თვალსაზრისითაც ღირსეულად მოიქცა. უფრო რთული იქნებოდა შემდგენლებისთვის ბორის პაიჭაძესა და რამაზ შენგელიას შორის არჩევანის გაკეთება. დროშიც მეტი განსხვავებაა და რამაზი ერთადერთია ქართველთაგან, რომელიც 2-ჯერ იყო დასახელებული სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელად. მაგრამ პაიძაძე, ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ ლეგენდაა. მის დროს საზღვარგარეთ გასვლა დიდი იშვიათობა იყო. და ევროპაში ერთი ტურნე აღმოჩნდა საკმარისი მისთვის "ფეხბურთის კარუზო" რომ შეერქვათ... მანუჩარი, უდავოდ, დიდი იყო. იყო წლები, როდესაც ის ლამის მარტო ქაჩავდა გუნდს. მაგრამ ვინ გინდა ამოაგდო დასახელებული შემადგენლობიდან? ვერც ერთზე ვერ იტყვი მოხვედრა არ ეკუთვნოდაო. თანაც მოპოვებული ტიტულებით და ნეკრებ გუნდებში თამაშის ინტენსივობით ყველა აღემატება მანუჩარს. დაუკვირდით, სისს შემადგენელი ორგანიზაციის დასახელებეში ჩართულია სიტყვა სტატისტიკა...
სოსო
საქართველოს იმდენი ვარსკვლავი ჰყავდა,ალბათ 33 საუკეთესო რომ შეგვერჩია,იქაც გავიჭირდებოდა ყველას ჩატევა,მაგრამ ღოღობერიძის გარეშე,მაინც ძალიან მიჭირს,საუკეთესო 11 წარმოდგენა.ვერავისზე ვიტყვი,ეს ღირსი არ არისო,მაგრამ მაინც.თემურ სტეფანიას რომ დასცლოდა,დარწმუნებული ვარ,მეკარეებში მთავარი კანდიდატი,ისიც გახდებოდა და კიდევ ილია რუხაძის მიერ დინამოში ჩატარებული სულ რაღაც 4 თამაში,მთელ საქართველოს არწმუნებდა,რომ უდიდესი ტალანტი იყო და საბედისწერო ტრავმამ, მისი კარიერა ნაადრევად დაასრულა.ვფიქრობ ის,ალექსანდრე ჩივაძის მასშტაბის ტალანტი იყო.
ვაჟა
მიხა ტრენერადაა...:))))))))))
ბიძინა
დიდი პატივისცემა კალაძეს, მაგრამ ჩემი აზრით, მარცხენა მცველად გელა კეტაშვილი უკონკურენტოა. თუ ტიტულები გადამწყვეტია, არ მგონია, ოლიმპიური ჩემპიონობა რომელიმე ტიტულზე ნაკლები იყოს. მითუმეტეს, რომ კლასით ერთი თავით მაღლა იდგა, კალაძეზეც და სხვა ნებისმიერ კონკურენტზეც.
ამი
დავით ყიფიანს ბორის პაიჭაძის ადგილზე გადავიყვანდი და ნახავარდაცვის ცენტრში მანუჩარ მაჩაიძეს მივუჩენდი ადგილს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფორვარდების თემას კითხვის ნიშნის გარეშე ვერ დავხურავდი: ვინ - სლავა მეტრეველი თუ მისი ღირსეული მემკვიდრე ვლადიმერ გუცაევი?
კახაკ
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) - ეს ამ ფედერაციის ნაკრებია, ალბათ სხვა ქვეყნების ნაკრებებიც აქვს დასხელებული .. არ მიძებნია... ყველა, ქართველი გულშემატკივრის შენიშვნა ყურდსაღებია და და ერთის მაგივრად მეორის დაყენება?.. რო დაფიქრედე, შეიძლება დაეთანხმო და სწორი იქნება... მაგრამ, ესეც რომ სწორია; ძალიან სწორად და არგუმუნტულად შერჩეულები არიან.. რა დროს ბორის პაიჭაძეაო??.. ადამიანებო! ვისაც ქართული ფეხბურთი გიყვართ;.. მე რომ ფეხბურთზე რამე გავიგე, პირველად ბორის პაიჭაძის სახელი და გვარი გავიგე და დინამოზე მთელი ჩემი ცხოვრება, ბორის პაიჭაძეზე დავდივარ (ვ.ი. ლენინს გამოვრიცხავ).. და წარმოიდგინეთ, რა ბედნიერები ვართ , რომ, რამდენი, ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელები იქ არ არიან (მაგ. გუცაევი, შენგელია, კოსტავა, მანუჩარ მაჩაიძე,..ქინქლაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...) ე.ი. რამდენი გყვავდა.. და აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ გვეყოლება. მხოლოდ 11 კაცს ვერასოდეს ამოვარჩევთ...
Gio
ჯერ წაიკითხეთ, ეს საქართველოს შედგენილი არარის, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ნაკრებები შედგა... შევეშვათ პოლიტიკას და ვილაპარაკოთ ფეხბურთზე, რაც გვინახავს და რაც გადმოცემით ვიცით. 1. პირველი რაც მართლა მიკვირს, არველაძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი?? 2. ქინქლაძის თამაშმა შეუძლებელია აღტაცებაში არმოგიყვანოს, მაგრამ მის პოზიციაზე დავით ყიფიანი დგას და ვფიქრობ არალოგიკური იქნება მისი გიოთი ჩანაცვლება. უდიდესი ნიჭი ჰქონდა და ბოლომდე რომ გამოეყენებინა შეიძლებოდა ყველა დროის საუკეთესოც გამხდარიყო, მაგრამ არა დღეს. 3. სიმართლე ვთქვა, კალაძის თამაშით აღფრთოვანებული არასდროს ვყოფილვარ და არველაძეების არიყოს, მისი საუკეთესო თამაშები კლუბში უფრო მახსოვს, მაგრამ რომ ვამბობთ არუნდა იყოს სიმბოლურშიო, უკეთესი მარცხენა მცველი ვინ გახსენდებათ? 4. შენგელიას, გუცაევს და სხვა შემტევებს რაც შეეხებათ, მესხი-მეტრეველი-პაიჭაძის სამეული დგას და რთულია რომელიმეზე იმის თქმა დაუმსახურებლად მოხვდაო..
მიმინო
როგორც მეკარე-კავაზაშვილი -საუკეთესო იყო ქართველ მეკარეებს შორის.ეტყობა არ გინახიათ მისი თამაში.2ჯერ იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე.სერგო კოტრიკაძე და გაბელია თითო ჯერ.გაბელიას თასზე პენალტი რომ არ მოეგერიებინა 1979 წელს--ვერნაირ პრიზს ვერ მიიღებდა-სასუალო იყო,სერგო ბევრად ჯობდა.
ehhhhh
ნეტა ეს გუნდი გვყავდეს ეხლაა ...
ვაჟა მასწავლებელი
კავაზაშვილს თუ კოტრიკაძით შევცვლით, ხოლო სულაქველიძეს მაჩაიძით, ჩემი სუბიექტური აზრით უმჯობესი იქნება.
დავით 67
გადამრევს ეს ხალხი კავაზაშვილზე უკეთესი მეკარე არ გვყოლია??? კოტრიკაძე,გაბელია. თავდასხმაში შეიძლება იკამათო, მაგრამ უბედურება ისაა რომ დღეს თავდამსხმელი საერთოდ არ გვყავს ამ კავაზაშვილს როგორც საშუალება მიეცემა ჟურნალისტებთან ინტერვიუების ქართველების ლანძღვით იწყებს და ქართველების გინებით ამთავრებს! მარტო ამიტომ არ შევიყვანდი სიაში, თუმცა მასზე უკეთესებიც გვყავდა
ტოტო
გუცაევის მსგავსი ვინ გვყავდა ? ან შენგელია,ან ნოდია, ან მანუჩარი. რის ბორია პაიჭაძე,რა დროს პაიჭაძეა.ან ანზორ კავაზაშვილი,კაცი ლამის იყო გვაგინა. გაბელიამ და გოგიამ რაც გააკეთეს,ჩვენი ფეხბურთისათვის, ვინ აჯობებს. ღოღობერიძე,იამანიძე.... არანაირი ყველა დროის გუნდი არ არის ორი -სამი ფეხბურთელის გარდა.
ბენიამიძე
ბორის პაიჭაძე მაგარი იყო, მაგრამ მაგის სათამაშო სად იყო 80 იანებში. რამაზ შენგელია დაბადებული ცენტრალური თავდამსხმელი იყო, მეათე შენგელია უნდა იყოს
ჟორა
დღევანდელი გადასახედიდან რომ მსჯელობთ კალაძეზე, მაგაზე კარგი ფეხბურთელები არ გვყავდა მარცხენა მცველად?ან კავაზაშვილი მერე რა რომ ქართული გვარი აქვს,ერთი თამაში ჩაუტარებია ქართულ გუნდში?ისიც გაითვალისწინეთ ღია რომ ყოფილიყო საზღვრები რამდენი ქართველი ითამაშებდა საზღვარგარეთ და როგორ განვითარდებოდა რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის 2 ჯერ მომგებს რა ფეხბურთელები ყავდა მილანს ისე რომ კალაძე საკვანძო ფეხბურთელი მილანში
ძუკუ
იდეალურთან მიახლოებულია! ისე, ძოძუაშვილის ნაცვლად შოთა ხინჩაგაშვილი შეიძლებოდა. თუმცა მე ძოუაშვილის თამაში არ მინახავს შეიძლება ობიექტური არ ვარ. დანარჩენში ვეთანხმები...
გიორგი-11
მიჰა რატომ არ არის ნაკრებში, მაგან რომ ფინტები იცის, პელეს შეშურდებოდა, მთელ საქართველოს ატყუებს...
tngh
რევაზ ძოძუაშვილი იყო... კლასიკური #2. მარცხენა მცველი. კახა კალაძე კი, კლასიკური #5. მარჯვენა მცველი.
გია
გასაგებია იდეალურს მაინც ვერ შევადგენთ, ვიღაცა მაინც გამოგვრჩება (მეოცე საუკუნეში მართლაც ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავდა). ალბათ მაინც უნდა შეფასდეს ვინ რამდენი გაიღო ფეხბურთისთვის და რა შედეგები ქონდათ. ამ მხრივ თუ შევაფასებთ კარგი იქნება. ქინქლაძე ყველაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ იმის 10 პროცენტი გაიღო მისთვის. დიდი დიდი 2-3 წელი ჩაატარა მაღალ დონეზე, თანაც არასტაბილურად. ასევე ითქმის მიშა მესხზე (უმცროსი).
მომპირკეთებელი
ჭომას ნაცვლად ქინქლაძეს ჩავსვამდი
კოსტა
საინტერესოა, რომ 70-იანი წლების დინამო წარმოუდგენელი იყო მანუჩარ მაჩაიძის გარეშე. სწირედ რომ მანუჩარს მიუძღვის ლომის წილი დინამოს იმ წარმატებებში ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაშიც, რომელიც მანამდე სანატრებელი იყო ქართველი გულშემატკივრებისათვის. დათო უმეტეს წილად ტრავმებს იშუშებდა, ვოვა თამაშობდა ნოვიკოვიდან მახოვიკოვამდე (ორივე მოსკოვის დინამოს ყასბებია -ერთს თუ გადაურჩებოდა, მეორე ნაღდად მოლეწ-მოლეწავდა). ვიტალი კარგი იყო, მაგრამ ჯერ სტაბილურობა აკლდა და თავის პიკური ფორმისაკენ ნელნელა მიდიოდა, სულაქველიძე და შენგელია მოგვიანებით შემოურთდნენ გუნდს და რამოდენიმე წელი ადაპტაციას დასჭირდა, საშა ჩივაძე მოგვიანებით დადგა იმ პოზიციაზე, სადაც მართლა გაბრწყინდა დ ა.შ. დინამოში ტექნიკურ და ნიჭიერ ფეხბურთელებს რა დალევდა, მაგრამ ერთი იყო მხოლოდ მანუჩარი, რომელიც არც ტრამვას, არც ამინდს, არც განწყობას, არც ფილიპოს ("ნაპოლის" ვარსკვლავია- მანოს ერთი ტაიმი დასდევდა, და მერე ხელი ჩაიქნია) არ დაგიდევდა, გამოჰყავდა გუნდი და იგებდა.ყველა რომ ხელებს ჩამოუშვებდა, მანო მარტო იბრძოდა და არ თმობდა...რამდენი ათეული მატჩი აქვს მანუჩარს ასე წამოღებული. მერე ბიჭებმა ტრავმები მოიშუშეს, წამოიზარდნენ, თავიანთი ადგილები იპოვეს და დინამომ სულ სხვა,უფრო სწრაფი და უფრო კოლექტიური ფეხბურთის თამაში დაიწყო.სამწუხაროა, რომ დინამოს დიდი კაპიტნის და ბრწყინვალე ფეხბურთელის სახელი იმავ წამს დავიწყებას მიეცა. მანუჩარ მაჩაიძეს განსაკუთრებული ადგილი აქვს ქართული ფეხბურთის ქომაგთა შორის.
ქ. გ.
უნდა გვესმოდეს, რომ აღიარებული და საყვარელი ფეხბურთელების სია მნიშვნელოვნად განსხვავდება მართლა ძლიერი ფეხბურთელების სიისგან.
სადაა გუცაევი
გუცაევი!!!!!
დიტო
ისე არველაძე და ქინქლაძე რო არ არიან ცოტა უცნაურია, რო არაფერი ვთქვათ ვოვაზე.

სხვა სპორტს მიაწექი. კაცს ორი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და რატომ არის ნაკრებშიო?!რამ გაგაბოროტათ ესე და დაგაბრმავათ. რას უშვება სექტა ამ ხალხს
ჯუჯი
კავაზაშვილი დიდი მეკარე იყო. 70ში მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკაში საუკეთესოდ დაასახელებდნენ, ის კურიოზული გოლი რომ არა ურუგვაისთან. მსაჯის შეცდომით. კარგი ნაკრებია. მესხი მეტრეველი, ყიფიანი , ჩივაძე ,ხურცილავა უდავოა.
კ
კალაძეს მაქ რა უნდა სად არის მანუჩარ მაჩაიძე
კ
კალაძეს მაქ რა უნდა სად არის მანუჩარ მაჩაიძე
beso
რამაზ შენგელია არ არის დაფასებული, ის საუკეთესო 11 ნომერია და ის ორჯერ ზედიდედ შემთხვევით არავის დაუსეხელებელია სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელად! ის და დარასელია ეს დაბადებული ფეხბურთელია ნიჭითა და შრომით, სხეულით, ხოლო მუჯირი საუკეთესო მარცხენა მცველი იყო, ხოლო ჭილაია-შენგელიას საფეხბურთო შეტევა ლივერპულთან ეს საუკეთესო სურათია ქართული ფეხბურთისა. ცალსახად გეუბნებით, რომ რამაზი შესაბამისად არ არის დაფასებული, როცა ფეხბურთელი რამდენიმე საფეხბურთო მონაკბეთზე ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, თუნდაც შენგელია-ოგანესიანის გოლი არგენტინასთან(ასევე კარლ ცაისთან ერთერთი საჭირო და საფეხბურთო აზროვნების საგოლე გადაცემა, ხოლო ლივერპულთან დაცვასა და პირველ ნახევარზეც ბრწყინვალე თამაში. ასე, რომ რამაზი ბრწყინვალე გოლიარდორთან ერთად სხვა პოზიციაზეც ბრწინვალე მოთამაშეა) მსოფლიო ჩემპიონატზე საფეხბურთო შესრულების ერთერთი ნიმუშია. თავად ბორიას ადგილას ჩემს ნაკრებში რააზი იქნებოდა, ბორია კი ყიფოს ადგილას. რა ცქნათ ასეა სწორი, ხოლო ყიფო ეს ქართული ფეხბურთის კოლორიტია. რა ვქნათ, ასეა. რამაზი საფეხბურთო აზროვნებისა და საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი დონის ფეხბურთელია.
ფეოლა
სამწუხაროდ, Shoda ფეხბურთში ისე ერკვევა, როგორც მე, ჩინურ გრამატიკაში. ძოძუაშვილი, ნამდვილად მარჯვენა მცველი იყო და მთელი კარიერის მანძილზე, სულ ამ პოზიციაზე თამაშობდა (კოსტავაც ნამდვილად მშვენიერი მარჯვენა მცველი იყო). რაც შეეხება კალაძის მილანში თამაშს, იგი ძირითადის მოთამაშე იყო და სათადარიგო სკამს არასდროს "ხეხავდა". სამწუხაროდ, პოლიტიკის ფეხბურთში ჩანერგვის მცდელობასთან გვაქვს საქმე. ესღა გვაკლდა - ქართული კლუბები ან ნაკრების წევრები ერთმანეთს პოლიტიკის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ზოგიერთი უწესო, ფეხბურთისგან შორს მყოფი ადამიანი, ამის მცდელობას ამჟღავნებს.
Kutaisi
Sodas!!!!!shen chmoionta liga nayurebi gak saertod an gazeti mainc tu gak canakitxi
ქ. გ.
რომელი ფეხბურთელის ვიდეობს უყურებთ ყველაზე ხშირად? მე რომ მომენატრება ლამაზი ფეხბურთი, ქინქლაძის ვიდეობს ვეძებ. ქინქლაძე იყო ხელოვანი. მაგრამ როგორც სპორტსმენი არ იყო ყველაზე ძლიერი. ასეთები ბევრია. გამიბრაზდებით, მაგრამ ყიფიანის დროს სულაქველიძე მიათრევდა გუნდს ჩივაძესთან ერთად.
ვალერი
კალაძის გამო გაკეთდა ამხელა სიმბოლური და აბა ვის დააყენებდნენ. აბა მოიძიეთ "ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" ამ ცოტახანში სომხეთის სიმბოლური ნაკრებიც თუ გამოაქვეყნა
Shoda
რეზო ძოძუაშვილი მარცხენა ფრთაძე თამაშობდა. ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი იყო. თქვენ მის ადგილზე ვაიფეხბურთელი კალაძე დაასახელეთ. საუკეთესოთა შორის დაასახელეთ კალაძე, რომელსაც ოთხი გოლი აქვს გატანილი საკუთარ კარში და მთელი თავისი კარიერა მილანში სათადარიგო სკამის ხეხვაში გაატარა! კაცს,, რომელზედაც შევჩენკომ პირველად ის მილანში რომ ნახა, თქვა: ამას აქ რა უნდაო? - მარჯვენა ფრთაზე, ანუ ორ ნომერზე თამაზ კოსტავა იყო შეუდარებელი. საუკეთესოთა შორის არ ასახელებთ არველაძეს, ქეცბაიას, ქინქლაძეს და ასახელებთ კალე კალაძეს (კალე შემთხვევით არ მიწოდებია), ნუთუ არ გრცხვენიათ ასეთი პირფერობის?
Shoda
აი თქვენ გცოდნიათ ფეხბურთი! საუკეთესოთა შორის ასახელებენ კალაძეს, რომელსაც ოთხი გოლი აქვს გატანილი საკუთარ კარში და მთელი თავისი კარიერა მილანში სათადარიგო სკამის ხეხვაში გაატარა!
ქომაგი
ქინქლაძეც უნდა იყოს ჩემი აზრით
ასდ
ყაველაშვილი დაგავიწყდათ
gio
მეკარის და სულაქველიძის შეცვლა შეიძლება. დანარჩენი მართლა შეუცვლელი ფეხბურთელები იყვნენ.
ვახო
ძოძუაშვილს ნამდვილად ვერ დავასახელებდი
hhh
პოლიტიკოს კალაძეზე ვინ რას ფიქრობს არ ვიცი, მარა უკეთესი მარცხენა მცველი საქართველოს არ ყოლია.
badri
ტორპედო, ხაჟალია რატომ გამოგრჩათ, ეს ხუმრობით. მაგრამ, თითო პოზიციაზე 3 კანდიდატს თუ დავასახელებთ, მაშინ ყველა ღირსეული მოხვდებოდა სიაში და იქნებოდა იდეალური.
თენგო-ს
შენგელიას გულისხმობს
Levani
რა არის სადავო,ქართველები ვართ და 11 კაცს ვერ დავასახელებთ,50-60 შეიძლება. აზერბაიჯანლებსაც შეუდგინეს და ასე გამოვიდა:ნიაზ სულეიმანოვი,ტოფიკ ბახრამოვი(მსაჯი) და სხვები.
ziz
არა, უბრალოდ რუსოფილია
შოთა
რა კახა კალაძე? ეს ვინ შეიყვანა თერთმეტეულში? ღადაობთ?
uca
რამაზ შენგელია ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი იკო და მისი არ დაკენება უსამართლობაა
tngh
შესანიშნავი ნაკრებია!!! ანზორ კავაზაშვილს შევცვლიდი ოთარ გაბელიათი!!!
Caruzo9
მეკარის პოზიციაზე შეიძლებოდა კოტრიკაძე ან გაბელია,მარჯვენა მცველად კეტაშვილი ან ჩოხელი,სულაქველიძის ნაცვლად მაჩაიძე,არ ვამბობ აუცილებლად თქო,ალტერნატივებს განვიხილავ,ისედაც იდეალური შემადგენლობაა,მაგრამ თუ ვინმეს ჩავსვამდი ჩემი სათადარიგოდან უფრო კოტრიკაძეს ვიდრე სხვას

თქვენი ირონია გასაგებია.
muro
კავაზაშვილს ქართველები ვეჯავრებით. რა უნდა მას ამ სიაში?

აშკარად არა, მაგრამ მესხის თაობიდან მეტრეველი რომ არ ყოფილიყო, არ გამოდიოდა და ალბათ მაგიტომ. ჩემი აზრით , 80იანების დინამოს 4 ფეხბურთელი - ჩივაძე, ყიფიანი, გუცაევი და შენგელია უმაღლეს საკლუბო დონეზე თამაშობდნენ
zaza
ვისდა შენგელიას.
ქობულეთიდან
ოოო, კავაზაშვილი არ დაგავიწყდეთ
100%
ბევრი ვიფიქრე, მინდოდა საკუთარი შეხედულებით, ვინმე შემეცვალა, მაგრამ ვერ მოვიფიქრე. (მიუხედავად იმისა, რომ სულაქველიძის თამაში არ მომწონდა. გუნდისთვის აუცილებელი ფიგურაა, ,,ჭომა,,).
მეკარე??
მეკარე არ გამიგია. გაბელიაზე უკეთესი იყო?
გრიგოლი
გაბელია, კოსტავა,ხურცილავა,ჩივაძე,კალაძე,ღოღობერიძე,ყიფიანი,ქინქლაძე,დარასელია,გუცაევი,პაიჭაძე,შენგელია
გიო
დიდი ფეხბურთელი და ადამიანი გივი ჩოხელი
Gura
ყველა დასახელებული ღირსია მაგ სიაში მოხვედრის (აბა,ვინ უნდა ამოიღო ამ სიიდან), მაგრამ პარადოქსია, რომ განსხვავებუ~ლი თერთმეტეული რომ ყოფილიყო, ისიც იქნებოდა სამართლიან. და ეს მშვენიერია, რადგან ქართული ფეხბურთი მდიდარია ტალანტებით.
თენგო
იგრძნობა, რომ ბევრი არ მოსწრებია სლავა მეტრეველის თამაშს.
თენგო
ვის გულისხმობთ ვერ ვხვდები?
SL
13 მაისი 1981 წელი. გაიკითხე თუ არ იცი.
თენგო
ეს სია 11-კაციანია. თქვენ ვინც დაასახელეთ, შეიძლება 22-კაციან სიაში მოხვედრილიყვნენ, ბორის სიჭინავას და გოჩა გავაშელის გარდა გარდა, რა თქმა უნდა
ალექსანდრე
მეგობრებო, ყველას გეხვევით, მაგრამ სულ 11 კაცი უნდა დასახელებულიყო და იძახეთ ეხლა იმის გარეშე და ამის გარეშე არ შეიძლებაო. ჰო, ესენიც მართლები არიან და თქვენც მართლები ხართ, კიდევ ბევრი ფეხბურთელის დასახელებაც შეიძლება, მეც ბევრს ჩამოვთვლი. ამიტომ, მთავარი სისულელე მე მგონი, აი მთელი ისტორიის თერთმეტეულის საკითხის დაყენებაა ???) კამათი კი ამ საკითხზე ასევე ნონსენსია.
SL
მეგობრებო, იმაზე კი ნუ აღშფოთდებით (ევროკავშირივით :) ), რომ ესა თუ ის ფეხბურთელი დამსახურებულად არ მოხვდა სიაში, არამედ იყავით ამაყები, რომ ამდენი ღირსეული კანდიდატი ყავს პატარა საქართველოს. მართლა მაგარი ფეხბურთელები. რას იზამ სიაში სულ 11 ადგილია, ყველა ვერ მოხვდა, მარა ყველა ჩვენს გულებშია.
kaxeli
ვინ წერს ამ შემადგენლობას?ევროპის ჩემპიონი გივი ჩოხელი დაგავიწყდათ?
Gaguuu
და რა შემადგენლობაცაა დაყენებული ამათ არველაძე სჯობს წინა ხაზზე?? იუთუბში მაინც უყურე ვინ იყვნენ და რა იყვნენ
შაკო
იდეალური ნაკრებია
შაკო
ქინქლაძეზე მაგარი ყიფიანი იყო ხოლო არველაძეზე მაგარი ბორის პაიჭაძე
დ.დ.
სიღრმისეულად ვაპროტესტებ ! ჯერ უნდა ჩაწეროთ მსოფლიო ფეხბურთის სამი უპირველესი ვარსკვლავი : კობიაშვილი, მუჯირი და იაშკა და მერე მიუწეროთ გვერდზე ყველა დანარჩენი ყარტა - ყურტა ქართველები !
ქორ-პარიკმახერი
ამათ მეტი არ იციან და არ უნახიათ, ცოდიები არიან
ტეტე
ტერტმეტეულია და ყველა ვერ დაეტეოდა გასაგებია მაგრამ კავაზაშვილს მაკ რაუნდა
sul2
კავაზაშვილი ქართველია? რთული განსასაზღვრია... ვოვა გუცაევი აუცილებლად უნდა იყოს, ვიტალი დარასელიას ხსოვნას დიდ პატივს ვცემ, უნიჭიერესი იყო და დიდი მომავალი ჰქონდა, მაგრამ... შენგელიაც ალბათ უნდა იყოს.
აზრი
ვააა კოტრიკაძეც ვერააა? ვის კითხეს?
Torcida
შოთა არველაძე? ქინქლაძე? სასაცილოა:)))
giabar
IFFHS -მა დაასახელა ეს თერთმეტეულიო წერია გარკვევით და არა სპორტალჯიმ.
zaza
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი სადაა ცირკია ეს ცხოვრება რა ერთი ფეხბურთელი გყავს ბიჭო რომელიც იყო ორჯერ საუკეთესო ფეხბურთელი ბომბარდირი შინდა გარეთ მსოფლიოს ხუთეულში შეყვანილი.ვავა
saba
ჰო, გუცაევის მსგავსი ბევრი გყავდათ ხომ დასახელებისას?..
Geo
ესენი მოიგებდნენ მსოფლიოს ჩემპიონატს, ჰეეხ!
G.LA
კავაზაშვილს არაფერი მოუტანია ქართული ფეხბურთისათვის და ვინც აქ დაასახელა დიდი შეცდომა დაუშვა. თვითონ ის რუს ფეხბურთელად მიიჩნევს თავს. ვაპროტესტებ მის აქ დასახელებას. გთხოვთ ამოშალოთ აქედან.

სლავას ვოვა ნამდვილად ჯობდა და ქინქლაძე არ უნდა იყოს?
გია
გუცაევი
გია
მანუჩარ მაჩაიძე და გიორგი ქინქლაძე
გიო
გაბელიას,ხინჩაგაშვილის და შენგელიას გვერძე მიწევა არ გამოვა
:D :D
და ალბათ მაინც ვერაფერს ვერ მოვიგებდით :D
ქ. გ.
1. კავაზაშვილი არ იყო გაბელიაზე კარგი. 2. გაიოზ ჟეჯელავა სად არის? ავთანდილ ღოღობერიძე? ბორის სიჭინავა? შოთა იამანიძე? ილია დათუნაშვილი? (დათუნაშვილმა მოიგო მოსკოვის ტორპრდოსთან თამაში 4:1 1964-ში). მანუჩარ მაჩაიძე? რამაზ შენგელია? გივი ნოდია? კახი ასათიანი? კუტივაძე და გავაშელი სად არის ამ სიაში? 3. არ შეიძლება ასეთი სიების შედგენა.
jjj
ყველაფერი იდეალურია ორ მოკრძალებულ კითხვას თუ დასვამს კაცი, კავაზაშვილი რამდენად იყო ქართველი მეკარე და თენგიზ სულაქველიძეს ხომ არ აჯობებდა მანუჩარ მაჩაიძეე ეგაა და ეგ.
jjj
გასაგებია, მარა სლავას ჯობდა თუ მიშას?
Zaza
ყველა პატივსაცემი ადამიმისნია მაგრამ ვოვა გუცაევის გარეშე როგორ შეიძლებოდა?
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
[VIDEO] U21. გორდეზიანის გოლი 90+4-ე წუთზე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს სძლია და ჯგუფში გალიდერდა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
მიქაუტაძის "ლიონი" მძიმე დღეში აღმოჩნდა - ტრანსფერების გაკეთება 1 წლით აუკრძალეს
[VIDEO] საფრანგეთში წლის საუკეთესო გოლის პრიზზე 8 ნომინანტიდან 3 ქართველი იბრძვის - როგორ მივცეთ ხმა კანდიდატებს
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო - საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს
"ლიონი" გადარჩა - მიქაუტაძის გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი