ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ანდრეი შევჩენკოს დღეს ფეხბურთის სახლში ჩატარებულ შეხვედრაზე Tribuna-ს ჟურნალისტმა ირინა კოზიუპამ კითხვა დაუსვა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოფილი თანაგუნდელის, კახა კალაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა თბილისის მერია.

"კალაძესთან ურთიერთობა არ მაქვს, ამ საკითხში მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს", - უპასუხა შევჩენკომ.

ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. ამ სიაში კახა კალაძეც მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 51 /
ბატონო ანდრეი უდიდესი ადამიანი, პატრიოტი,და ფეხბურთელი ბრძანდებით, მადლობა უკრაინელ ერს, ჩვენ ქართველებს გვახსოვს უკრაინელების დახმარება, როცა რუსეთი ბომბავდა და ანადგურებდა თამარაშენს,გორს, ფოთის პორტის მიმდებარე ადგილებს, ჩვენ გვახსოვს აფხაზეთიდან სვანეთის გზაზე მომავალი ტოლვილი ქართველი ხალხი, ვუსურვებ გამარჯვებას უკრაინელ ერს,ამ ბოლო დამპალი იმპერიასთან, გისურვებთ იდენტურობის შენარჩუნებას,სლავა უკრაინა, რუსსკი კარაბლ იდი ნახ, დიდება გმირებს, გაუმარჯოს ყველა პატრიოტს, ძირს მანკურტები,
შადიმანი
12:29 12-02-2025
0
შევჩენკო და კალაძე იქით, მაგრამ ეს ამდენი ნახევარუჯრედიანი ვაი პატრიოტები საიდან გამოძვერით ზელენსკის და საერთოდ უკრაინელ ხალხს რომ ადანაშაურებთ იმაში რომ საკუთარ ქვეყანას,იდენტობას და მამულს იცავენ სისხლის ფასად როგორც შეუძლიათ, ტვალთმაქცურად ვითომ ძალიან გადარდებდებთ უკრაინელების მსხვერპლი და მისი დაკარგული ტერიტორიები, ისე ბრტეყ-ბრტყელებს წერთ ვითომ ქართველი მესაზღვრეები იდგნენე ფსოუზე და როკის გვირაბთან, ვითომდა რუსებს არ ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიიის ლამის მეოთხედი ოკუპირებული და საელჩოები არ ჰქონდეს სოხუმსა და ცხინვალში, ვითომ არც ყოფილა ქართველების ხოცვა-ჟღლეტვა გაგრაში,სოხუმში, ცხინვალში და ჭუბერზე. რას სთავაზობთ, უკრაინელებიც ფეხ- ქვეშ უნდა ეგებოდნენ და ელაქუცებოდნენ დამპყრობლებს ალბათ.... ისინი თუ ომობენ პროცენტულად ჩვენზე მეტი ტერიტორიაც არ დაუკარგავთ და რასაც ინარჩუნებენ მაინც ყველაზე დიდი სახემწიფოა ევროპაში, დანგრეულ შენობებსაც აღადგენენ და მომავალი თაობებიც იამაყებენ გმირი წინაპრებით,რომლებმაც მოახერხეს და დამპყრობლებს თავი შეაკლეს და არ დანებდნენ,რაც ყველაზე დიდი მუხტი იქნება მომავალში უკრაინული სახემწიფოსთვის, ფაქტია ომის დასრულების შემდეგ უკრაინის სახემწიფოს ადვილად თავში ხელს ვერავინ წამოარტყავს...........
Jora-giorgi
11:55 12-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული