ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ანდრეი შევჩენკოს დღეს ფეხბურთის სახლში ჩატარებულ შეხვედრაზე Tribuna-ს ჟურნალისტმა ირინა კოზიუპამ კითხვა დაუსვა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოფილი თანაგუნდელის, კახა კალაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა თბილისის მერია.

"კალაძესთან ურთიერთობა არ მაქვს, ამ საკითხში მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს", - უპასუხა შევჩენკომ.

ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. ამ სიაში კახა კალაძეც მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
საინტერესოა,ბექჰემზე რას ფიქრობს ,რუსეთში ახლა რომ დაარეგისტრირა თავისი კომპანია ? არ შეიმჩნევს,ეს ჩვენთან აქვთ დიდი გული !
ლერი
13:28 12-02-2025
0
ბატონო ანდრეი უდიდესი ადამიანი, პატრიოტი,და ფეხბურთელი ბრძანდებით, მადლობა უკრაინელ ერს, ჩვენ ქართველებს გვახსოვს უკრაინელების დახმარება, როცა რუსეთი ბომბავდა და ანადგურებდა თამარაშენს,გორს, ფოთის პორტის მიმდებარე ადგილებს, ჩვენ გვახსოვს აფხაზეთიდან სვანეთის გზაზე მომავალი ტოლვილი ქართველი ხალხი, ვუსურვებ გამარჯვებას უკრაინელ ერს,ამ ბოლო დამპალი იმპერიასთან, გისურვებთ იდენტურობის შენარჩუნებას,სლავა უკრაინა, რუსსკი კარაბლ იდი ნახ, დიდება გმირებს, გაუმარჯოს ყველა პატრიოტს, ძირს მანკურტები,
შადიმანი
12:29 12-02-2025
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული