კურიოზი: როგორ დააფრთხო ანდრეი შევჩენკომ "მილანის" ფეხბურთელები უკრაინული სალით

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ fakty.ua-სთან ინტერვიუში სახალისო ამბავი გაიხსენა, რომელიც მას "მილანში" თამაშის პერიოდში გადახდა.

შევჩენკომ გაიხსენა, როგორი რეაქცია ჰქონდათ მის თანაგუნდელებს, როდესაც იტალიაში პირველად ჩაიტანა უკრაინული სალა.

"როდესაც პირველად "მილანის" ბაზაზე უკრაინული სალის ნაჭერი მივიტანე, ზოგიერთი ჩემი თანაგუნდელი შეშინდა. მართლა ვამბობ! ზოგიერთებმა ისიც კი იფიქრეს, რომ ეს ნარკოტიკი იყო. მაშინ არცკი ვიცოდი, რომ იტალიელებს ცხოვრებაში არასდროს ენახათ სალა. ეს მათთვის იგივე იყო, რაც აფრიკელებისთვის - თოვლი.

მახსოვს, სალის პირველი ნაჭერი პაოლო მალდინის მოვუჭერი და შევთავაზე. უარი მითხრა.
შემდეგ სალის ნაჭერი პურს დავადე და შევექეცი. უნდა გენახათ, პაოლო და დანარჩენები, როგორი თვალებით მიყურებდნენ.

და იცით, ეს ყველაფერი როგორ დასრულდა? ყოველთვის, როდესაც იტალიაში ვბრუნდებოდი, "მილანის" ფეხბურთელებისთვის ნახევარი ჩანთით სალა ჩამქონდა, ისე შეუყვარდათ. იმდენი შეკვეთა მქონდა ხოლმე, უკვე ვნანობდი, რომ თავის დროზე უკრაინული "ნარკოტიკი" გამოვაჩინე "მილანის" ბაზაზე", - იხსენებს 40 წელს მიღწეული შევჩენკო, რომელიც "მილანში" კახა კალაძის თანაგუნდელი იყო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაშიდელი ფეხბურთი მენატრება ის იყო ნამდული ფეხბურტი ზიდანი რივალდო რობეტო ფიგუ რონალდო კაკა დელფიერო რა დრო იყო მაშინ ფეხბურტი ფეხბურტი იყო ახლა არის კაიფი ფეხბურთი ნელნელა კვდება იმდენ ტახას უხდიან ფეხბურტელებს ეგრე არ შეიდზლება მაფია ყველაფერი სანამ ტოტალიზატორები იარსებებს
irakli
17:12 30-09-2016
0
მართალი ხარ, სულ სხვა ხიბლი ქონდა მაშინ ფეღბურტს, ეხლა რავიცი დარბიან თხებივით წინდა უკან, იღლებიან უბურთოთ, მართლა უკან წავიდა ფეღბურთი, სანახაობა თავის დაძაბულობით, აგარაა ასეთი თამაშებიი.../ ჩვენები ხო საერთოდ ვერც დარბიან...!!!
Vasili
19:24 30-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული