საქართველოს თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
დღეს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ხონის "იმერეთი" საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

მე-18 წუთზე საჩხერლები ლევან კაკუბავამ დააწინაურა, შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლი საკუთარ ანგარიშზე მიშიკო სარდალიშვილმა ჩაიწერა და პირველი ტაიმის შემდეგ "ჩიხურა" მეტოქეს უკვე 3:0-ს უგებდა.

მეორე ტაიმში დუბლის ავტორი მიშიკო სარდალიშვილი გახდა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ტატანაშვილმაც მოახერხა მეორე გოლის გატანა.

საბოლოო ჯამში, "ჩიხურა" თასის პირველი ფინალისტი გახდა. აღსანიშნავია "იმერეთის" გარჯაც, რადგან ამ გუნდმა უპრეცედენტო ფაქტი შექმნა ქართულ
ფეხბურში - გახდა პირველი მესამელიგელი გუნდი, რომელიც თასის ნახევარფინალში გავიდა.

მეორე ფინალისტის ვინაობა "ტორპედო"-"დინამოს" შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი

იმერეთი-ჩიხურა 0:5
გოლები: 1:0 ლევან კაკუბავა (18), 2:0, 5:0 დიმიტრი ტატანაშვილი (23, 88), 3:0, 4:0 მიშიკო სარდალიშვილი (36, 78)

იმერეთი: ნიკა ჯოხაძე, გიორგი ლობჟანიძე, ივერი გაბუნია, დავით კოხრეიძე (64 მათე აშვეთია), ირაკლი საღარეიშვილი, ჯუმბერ ხმელიძე (გივი ძაძამია), ალექსანდრე სულაძე, ჯემალ ხანთაძე (46 დათო კუხალაშვილი), გიორგი ხელაძე (კ), მერაბ ნიკურაძე, გიორგი მანაგაძე

ჩიხურა: დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, გიორგი გაბედავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა (პაპუნა ფონიავა), გიორგი ივანიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დენის დობროვოლსკი (59 გიორგი განუგრავა), თორნიკე გორგიაშვილი (74 ბაჩანა ცხადაძე)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული