დინო ჰამზიჩმა მოიგერია და... საჩხერის "ჩიხურა" საქართველოს თასის მფლობელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 დეკემბერს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურა" ქუთაიისის "ტორპედოს" შეხვდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

შეხვედრის პირველ ტაიმში დაწინაურება ტორპედოელებს შეეძლოთ, თუმცა გიორგი კუხიანიძემ პენალტი ვერ გაიტანა - მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

გუნდებმა გოლის გატანა, ვერც მეორე ნახევარში შეძლეს და შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. რის შემდეგ დამატებითი ტაიმები დაინიშნა, რომელმაც ასევე ვერ გამოვლინა გამარჯვებული.

საბოლოოდ შეხვედრაში პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც "ჩიხურამ" 4:3 მოიგო და საქართველოს თასს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ
გიორგი კუხიანიძეს დარტყმული დინო ჰამზიჩმა მოიგერია. კუხიანიძემ შეხვედრაში უკვე მეორე პენალტი ვერ გაიტანა. დინო ჰამზიჩმა კი საკუთარ გუნდს თასი მოუპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩხერლები ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზეც მიიღებენ მონაწილეობას.

პენალტების სერია
გიორგი განუგრავა +, ბაჩანა ცხადაძე -, დიმიტრი ტატანაშვილი +, თორნიკე გორგიაშვილი +, გიორგი გაბედავა +
ლევან კუტალია -, ვაჟა ტაბატაძე +, შოთა ბაბუნაშვილი +, როინ კვასხვაძე +, გიორგი კუხიანიძე -

ჩიხურა: 30. დინო ჰამზიჩი, 5. ბაქარ მირცხულავა, 6. პაპუნა ფონიავა (73 ირაკლი ლექვთაძე), 9. გიორგი გაბედავა, 10. მიშიკო სარდალიშვილი, 15. გიორგი კორიფაძე, 18. დიმიტრი ტატანაშვილი, 19. ლევან კაკუბავა, 24. ლაშა ჩიკვაიძე, 29. დენის დობროვოლსკი (კ), 39. თორნიკე გორგიაშვილი

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 2. ვაჟა ტაბატაძე, 5. დავით ხურცილავა, 10. გიორგი კუხიანიძე, 11. გუგა ფალავანდიშვილი, 17. გიორგი გურული, 18. ვლადიმირ კორობკა (82 მათე კვირკვია), 19. ლევან კუტალია, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 77. მერაბ გიგაური
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე ქუთაისელი ვარ და ვულოცავ საჩხერესს თასის აღებას და წარმატევევს ვუსურვებ ევროპა ლიგის შესარჩევში.
ტოტტი
02 დეკემბერი 2017 18:28
1
ყოჩაღ დინო ჰამზიჩ! ყოჩაღ ჩიხურა! გილოცავთ საქართველოს თასის მოპოვებას! ასევე წარმატებებს გისურვებთ ევროპის სარბიელზეც.ეს ერთი და სხვა მრავალი...
თბილისელი გულშემატკივარი
02 დეკემბერი 2017 19:13
1
ჩემი აზრით ტორპედო ჯერ რომან ფიფიას, დინამოს დაშლისთვის და მერე შუქურას და საბურთალოს უნდა უმადლოდეს ჩემპიონობას, ნიჩიები რომ ითამაშეს ბოლოს დინამოსთან.
მამუკა
02 დეკემბერი 2017 18:31
8
იმერული სოლიდარობა. ტორპედომ 8 ფინალი ითამაშა და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა აქედან 6 თამაშში გოლიც კი ვერ გაიტანა. რეკომენდაცია ფეხბურთის ფედერაციას, როცა ტორპედო გავა ფინალში პირდაპირ პენლების სერია დანიშნეთ და ნუ გვაყურებინებთ 0-0 -ებს
დათო
02 დეკემბერი 2017 18:20
7
sagol, vulozav chikhuras! ministrovichebi ki elodnen chikhuras tagebas, magram ki darchnen pirgiaa))))
qomagi
02 დეკემბერი 2017 18:27
1
კომენტატორებმა დაგვთარსენ იმდენი აქენ კუტალია და კუხიანიძე
gela
02 დეკემბერი 2017 20:09
1
წელს ჩემპიონი დინამო უნდა გამხდარიყო, მაგრამ ფიფიას უგუნურობამ დააკარგვინა ტიტული. ტორპედო უფრო სხვა გუნდების ხარჯზე გახდა ჩემპიონი და საბურთალოს ხომ ძეგლი უნდა აუგოს ქალაქის შესასვლელთან. და რა მოიგო ამით საბურთალომ, არც არაფერი.
badri
03 დეკემბერი 2017 10:33
3
გავიბრწყინებთ აბა ევროპის ლიგაზეც :)
ნათია
03 დეკემბერი 2017 01:37
2
ყოჩაღ 1 არხს - გადამწყვეტი დარტყმა ამაზე ნაკლებად არ უნდა აჩვენო...

ჩიხურას ვულოცავ!
ვვვ
02 დეკემბერი 2017 22:16
0
ძალოსნობნაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და რამე მოგვაწოდეთ,ან სად ვუყუროთ პირდაპირ რეპორტაჟებს,
გვაინტერესებს ყველა წონის ლიდერები,მათი ეროვნება,მონაცემები ...
რატომ ,,ატარებთ,, უინტერესოდ ?!
glaxuna
03 დეკემბერი 2017 03:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული