კახა ჩხეტიანი: გერმანელებს სურთ, "ტორპედო" შეიძინონ - მალე თქვენც დაისვენებთ და - ჩვენც!

AutoSharing Option
"საბურთალოსთან" საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ვულოცავ "საბურთალოს" ფინალში დამსახურებულად გასვლას. ჩემს ფეხბურთელებს კი მადლობას ვუხდი ბრძოლისთვის. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი რეალობა - ვალდებულები ვართ, გამოვიდეთ, ვითამაშოთ...

ფეხბურთელების გადაწყვეტილებაზე: "ფეხბურთელებმა ერთმანეთში ისაუბრეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონატს ბოლომდე მიიყვანენ. გვაქვს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი და ამისთვის ვიბრძოლებთ. დარჩენილ მატჩებს მთავარი გუნდი ჩაატარებს, მანამდე კი იმედი მაქვს, ბევრი რამ გაირკვევა და თქვენც დაისვენებთ და - ჩვენც!"

ფეხბურთელები ამ ყველაფერს ქალაქისა და გულშემატკივრისთვის აკეთებენ. მე მათ
გვერდით ვიქნები ბოლომდე, ისინი - კლუბის გვერდით და ერთად გავაგრძელებთ იმის შენებას, რასაც ამდენი ხანია ვაშენებთ. ერთი ოჯახივით ვიყავით, ვართ და სანამ ერთად ვართ, ასეც იქნება!"

გერმანულ ინვესტიციაზე: "გუშინ პირადად მე მქონდა მათთან შეხვედრა. "ტორპედოსადმი" გერმანელების ინტერესი ძალიან დიდია. ხვალ უნდა შევხვდეთ ქალაქის მერიას. მათ სურთ, "ტორპედო" მრავალწლიანი იჯარით შეიძინონ თავისი აკადემიითა და სხვა ყველაფრით... ვფიქრობ, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ჩანს და ხვალ რა იქნება, ვნახოთ..."

მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გადასცეთ აინტრახტს,ჩაჩავებს რა გამოლევს ამ ქვეყანაში,აბა თქვენ იცით,გერმანელები რად გვინდა,სერიოზულად კი,იმათმა თავისი პირობები თქვეს,ახლა დიპლომატიის ამბავია,ეგებ ისეთი პირობები მოვითხოვოთ,რომ მათთვის მისაღები იყოს და დაისვენებს ხალხი,სტადიონსაც მიჰხედავენ ბაზასეც და გუნდსაც.
გოჩა
30 ოქტომბერი 2019 21:29
0
არ არიან ეგენი გერმანელები არა!. საიდან მოიტანეთ.
უზბეკი ტიპია, რომელსაც აინტრახის აქციების მცირე ნაწილი აქვს.
საიდან იგონებთ, აინტრახტი კი არ შემოდის ტორპედოში, ამ უზბეკს აქვს რაღაც ინტრესი. ჯერ კაცმა არ იცის რა და როგორი ინტერესი აქვს ამ უზბეკს და რა უნდა, რამდენად სერიოზულია. თუ ჩაჩავასავით რაღაცეების ხელში გადებაზე ოცნებობს?
ჯერი
01 ნოემბერი 2019 13:33
0
გამიხარდა ეგ ამბავი, აღარ მეგონა ჩვენს ქვეყანაში ნორმალურად თუ შეიძლებოდა პრობლემის მოგვარება
24 ოქტომბერი 2019 15:36
0
თვალდახუჭული გადაეცით გუნდი ეგებ რამე გვეშველოს თუ მართლა ინტერესი არის, აინტრახტი ვიგაც ჩაჩავა და ვისოლი ხო არარი, ღმერთმა ქნას ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს.
ilia
24 ოქტომბერი 2019 15:30
2
ak cavikitxe tvini gaburget cucunito, chven dgechi kopila turme bevri gundi, vinaa chvennair dgechi, gundi tavis kalakchi ragbis stadionze tbilisis ragbis pederaciam ar cheuchva, torpedom kvela tamachi gasvlaze chaatara, pegburtelebi 5 tvechi ertxel gebuloben xelpass, ert sezonchi 2 gundi dagvechala, chvennair dgechia meore ligis gundebi , me aravis cheuracxopas ar vakeneb magram es torpedoa, didi istoriis mkone gundi da kutaisi sididit meore kalaki kvekanachi, erti gundi gvkavs sxva kalakebtan gansxvavebit, da torpedo sul umagles ligachi tamachobda ssrks drosac bevrjer utamachia umagleschi, da memgoni kutaisi imsaxurebs ro erti gundit vikot carmodgenili eligachi.
KUTAISELI
24 ოქტომბერი 2019 14:15
2
სასიხარულო ინფორმაციაა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ტორპედოს კლუბის ყველა ღირსეულ წევრს და გულშემატკივარს.საქართველოს ჩემპიონატში კიარა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში იყო ტორპედო გამორჩეული მაყურებლის დასწრებით და განსხვავებული-კორექტული ხელწერის თამაშით, შემთხვევით არ მომხდარა, რომ ტორპედოს უმაღლეს ლიგაში შესანარჩუნებლად საკავშირო ფეხბურთის ფედერაციამ წესდებაც კი შეცვალა. იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ ჩაჩავას არ მოეკითხოს. მე ის საფეხბურთო წრეებიდან არ მახსავს, შეიძლება ბურთი მაღაზიაშიც არ უნახია და კლუბის პრეზიდენტობა იკისრა, რისთვის? ამას უნდა გაეცეს პასუხი, თუნდაც იმ ვნებათა ღელვისათვის, რაც ამ პერიოდში განიცადა უამრავმა ადამიანმა.
ნუგზარი
24 ოქტომბერი 2019 14:09
1
torpedo mtelinsamtrefia shentanaa da ggulshematkivrobs rogorc sakutar gunds.imedia kvelaperi cudi dasruldeba da axal sezonshi isev dzvel dzlier torpefos vixilavt
samtredielebi
24 ოქტომბერი 2019 13:47
1
ის 3 მილიონი გაქრა და ამაზე პასუხს არავინ აგებს
bajo
24 ოქტომბერი 2019 12:44
0
მთელი გულით გიჭერთ მხარს სამტრედიდანაც და ღმერთმაც ქნას მაგ ამბავი კარგად დამთავრდეს ოღონდ მერიას დიდი მადა არ გაეხსნას ეხლა და არ გააქციონ ის გერმანელი იქნება თუ კორეელი.
goga
24 ოქტომბერი 2019 12:13
0
მთავარია შეინარჩუნოთ ეგ გერმანული ინვესტიცია თორე აქედან მალევე გაქცეული უცხოელი ბევრი გვინახავს
diakhaby
24 ოქტომბერი 2019 11:15
0
კარგი იქნება უცხოური ინვესტიცია კლუბში, მაგრამ რა ვერ გავიგე, ჩხეტო რატო ხვდება ინვესტორებს ? ამ კლუბს არ ყავს დირექტორი ? მითუმეტეს ეხლა ისევ მერიის მართვაშია. თუ ჩხეტომ იცის გერმანული მარტო ?
DAVE
24 ოქტომბერი 2019 11:02
13
რაზე ეტყობა,რომ ტორპედოს პატრონი ჰყავს?პატრონი რომ არ ჰყავს,სწორედ იმიტომ ზრუნავს მასზე კახა ჩხეტიანი.ამხელა ამაგი აქვს გუნდზე და არ ემეტება,თორემ სხვა დიდი ხანია თავის გზას მონახავდა.კლუბის პრობლემებშიც ყველაზე კარგად ისაა ინფორმირებული
სოსო
24 ოქტომბერი 2019 19:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული