საქართველოს თასის ფინალი გორში გაიმართება, - იტყობინება ფეხბურთის ფედერაცია "ფეისბუქის" გვერდით.
გადამწყვეტ მატჩში, რომელიც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს, 15:30 საათზე დაიწყება, ერთმანეთს "ლოკომოტივი" და "საბურთალო" შეხვდებიან.