საქართველოს თასის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" ათი, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის ორი, ლიგა 3-ის სამი და ლიგა 4-ის ერთი გუნდი იღებდა.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

გარეჯი - სამგურალი
თელავი - მერანი (თბ)
გაგრა - დინამო (ბთ)
საბურთალო - დინამო (თბ)
ბეთლემი - ტორპედო
თბილისი სითი - სამტრედია
სპაერი - დილა
ჩიხურა - ლოკომოტივი

თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები 18-19-20-21 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოყვარულთა ლიგის თასი. ასე ჯობია დავარქვათ. აქ პროფესიული ფეხბურთი უკვე გადაშენდა. ანუ მეტნაკლებად წარმატებულმა ფეხბურთელებმა ფეხბურთი აქციეს არაწარმატებულ სამოყვარულო თამაშად.ის შეათავსეს პოლიტიკურ საქმიანობას და გახადეს ფულის საკეთებელი შტაბი.
პრაგმატიზმი
01 სექტემბერი 2020 21:23
5
თასი არა ... ნაკრებზე დაწერეთ რამე!!!
ბაჩი
01 სექტემბერი 2020 21:17
1
Samgurali moigebs tass.
T. T. Bbbbb
01 სექტემბერი 2020 19:43
3

სიახლეები პოპულარული