2 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგიდან და ეროვნული ლიგა 2-დან ორი-ორი გუნდი იღებდა.
გუნდები ასე დაწყვილდნენ:
სამგურალი - ჩიხურა
გაგრა - საბურთალო
დღევანდელ წილისყრაზე ასევე გაირკვა 2020 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის პირობითი მასპინძელი. ფინალურ მატჩს მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს "სამგურალისა" და საჩხერის "ჩიხურას" წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.
დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრების გამართვის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები
ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
წყარო: gff.ge
იმედია რომ ფინალში ჩიხურა და გაგრა მოხვდებიან.
გაგრას აქვს შანსი დაამარცხოს საბურთალო!
წარმატებები ამ 2 კლუბს!