21 წლის შემდეგ "სამგურალი" საქართველოს თასის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში წყალტუბოს "სამგურალმა" საკუთარ მოედანზე საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ანგარიში პირველი ტაიმის 29-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ გახსნა და მასპინძლებმაც პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგეს - 1:0.

78-ე წუთზე "ჩიხურას" შემტევი წიქარიძის ჯარიმა წყალტუბოელთა კარის ხარიხამ მოიგერია, 2 წუთში კი სტუმრები კაცნაკრულები დარჩნენ - ნიკიტა ბასტრონმა 1-1-ზე გასული მეტოქეს წააქცია და წითელი ბარათი მიიღო.

მსაჯის მიერ დამატებულ 95-ე წუთზე კი სერგო კუხიანიძემ ჯერ საჯარიმოდან გამოსულ თორნიკე ზარქუას თავზე გადაუგდო ბურთი, შემდეგ
კი ცარიელ კარში შეაგორა - 2:0.

წყალტუბოს "სამგურალი" კი 21 წლის შემდეგ საქართველოს თასის ფინალში გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მეორე ტაიმი სამგურალი დროის გაყვანაგაყვანაზე იყო გადასული ფაქტიურად მეკარის გარდა ყველა მოედანზე კოტრიალებდა მსაჯი ნოლი ყურადღება მათმა მწვრთნელმა მოიგო ეს თამაში ვულოცავ
სოსო
09 ნოემბერი 2020 16:14
0
ეს არის მწვრთნელების ბრალი,ასეთ პრინციპულ თამაში ექსპერიმენტების ჩატარება არ შეიძლება შედეგი სახეზეა წაგების მენტალიტეტი მოქმედებს გუნდში ქაოსია ფეხბურთელები ერთმანეთს აკრიკიტებენ იმის მაგივრად გვერდით ედგნენ ერთმანეთ პირიქით არის სათამაშო დისციპლინა ნოლი
ჩიხუ ფან
09 ნოემბერი 2020 14:09
0
ვულოცავთ "სამგურალს" უმაღლესი ლიგის გუნდთან გამარჯვებას, თან ორი ძირითადის ფეხბურთელი .აკლდათ.
ჯაბა
09 ნოემბერი 2020 11:03
0
წადიტ ქალაქს ცხვენია ტქვენი უკვე რა გგაჰერებტ გუნდჰი
sachxere
08 ნოემბერი 2020 20:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული